ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ენაკვიმატი კლოპი

ენაკვიმატი კლოპი

მწვრთნელის ისტორია, რომელმაც უკვე შექმნა წლევანდელი ევროპული სეზონის მთავარი სენსაცია

ლუი ვან გაალის ქედმაღალი ნიკაპი, ფელიქს მაგათის სათვალის შემაძრწუნებელი ბრწყინვალება, ოტმარ ჰიტცფელდის საბრძოლო ნაოჭები, თომას შააფის გამყინავი მზერა... გერმანიის ჩემპიონი მწვრთნელების პორტრეტები ყოველთვის განსხვავდებოდა სტილისტურად. რთული წარმოსადგენია, როგორ ჩაჯდება ამ ანსამბლში სტუდენტივით ჩაცმული იურგენ კლოპი, რომელიც არ მალავს თავის ემოციებს და ენაკვიმატობით არის გამორჩეულმი. არადა, უკვე მოვიდა ამ გალერეაში მოხვედრის დრო.

1990 წლის ზაფხულში ტომას ჰესლერი "კიოლნიდან" "იუვენტუსში" გადავიდა, შტეფან ეფენბერგი მიონხენგლადბახიდან "ბაიერნში", ხოლო 22 წლის იურგენ კლოპი ფრანქფურტის "როტ ვაისიდან" მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაინცში" აღმოჩნდა. ბუნებრივია, ამ ტრანსფერმა ყველაზე ნაკლები დისკუსია გამოიწვია პრესაში. და შემდეგაც კლოპის საფეხბურთო კარიერის აღმაფრენისა და დაცემის პერიოდების შესახებ ცნობებს მხოლოდ Mainzer Rhein-Zeitung-ის ტიპის გაზეთებში თუ წაიკითხავდით. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთელი კლოპის მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი ღირსება ერთგულება იყო. კლოპმა მეორე ბუნდესლიგაში "მაინცის" შემადგენლობაში 11 წელი ითამაშა, დაამყარა არაერთი საკლუბო რეკორდი (მატჩების რაოდენობა, გატანილი გოლები), თანდათან მიუახლოვდა საპენსიო ასაკს, თავდამსხმელიდან მცველად გადავიდა... "მე ვერასოდეს ვახერხებდი მინდორზე იმის გადატანას, რაც ჩემს გონებაში იბადებოდა, - აღიარებს ის. - გამაჩნდა ოლქის დონის ჩემპიონატის ნიჭი, გონება კი ბუნდესლიგის დონეს შეესაბამებოდა. შედეგად მივიღეთ მეორე ბუნდესლიგის დონის მოთამაშე". კლოპის ტვინი სავსებით გამოსადეგი იყო უმაღლესი განათლების მისაღებად: ისე რომ საფეხბურთო კარიერა არ შეუწყვიტავს, მან ფრაქფურტის უნივერსიტეტის სპორტული ფაკულტეტი დაამთავრა.

2001 წლის თებერვალში, როცა კლოპი 33 წლის იყო, "მაინცის" ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ გუნდი რეგიონალლიგაში გავარდნის კანდიდატი გახლდათ. და ყველასთვის მოულოდნელად, "მაინცის" გადარჩენა განათლებულ და პატივსაცემ ვეტერანს შესთავაზეს.

თავისი სამწვრთნელო ცხოვრების პირველივე სეზონებში კლოპმა დაინტრიგებულ საზოგადოებას თავისი სამწვრთნელო ნიჭი, თვითირონიის შესაშური შესაძლებლობები და ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმიზმის შენარჩუნების უნარი დაანახა. "მაინცმა" არამარტო შეინარჩუნა ადგილი მეორე ბუნდესლიგაში, არამედ რამდენიმე თვეში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარ კანდიდატი გახდა. მაგრამ ზედიზედ ორი წელი დიდი თავგადასავლების შემდეგ გუნდს სულ მცირედი აკლდებოდა სანუკვარ სამეულში მოსახვედრად, რითაც საფეხბურთო გერმანიის თანაგრძნობას იმსახურებდა. როცა მესამე სეზონში კლუბისთვის ისტორიული მოვლენა მაინც მოხდა ("მაინცი" პირველად გადავიდა ბუნდესლიგაში), ამით კლოპის ცხოვრება იოლი სულაც არ გამხდარა. სასაცილო ბიუჯეტი კლუბს აიძულებდა გაეყიდა თავისივე გამოზრდილი ვარსკვლავები: მოჰამედ ზიდანი, ვორონინი... მაგრამ "მაინცი" მაინც არ ვარდებოდა - ხასიათის სიმტკიცით, ფიზიკური მომზადებითა და ტაქტიკური განსწავლულობით გადიოდა ფონს. "გვქონდა ნამდვილი ჩავარდნები, - იხსენებს კლოპი. - ერთხელ ზამთრის არდადეგებამდე ზედიზედ სამი თამაში წავაგეთ და ოთხი - არდადაგების შემდეგ. რა თქმა უნდა, უდიდეს ზეწოლას ვგრძნობდით. ისე გამოდიოდა, რომ ამ უმძიმეს ვარჯიშებს შედეგი არ მოჰქონდა: გავდიოდით მოედანზე და ზედიზედ ვაგებდით თამაშებს. მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უნარი არასოდეს დაგვიკარგავს. ამიტომაც გვიხაროდა ყოველი ახალი ამოცანა".

2006-07 წლების სეზონის სტარტზე ერთი რიგითი მატჩის შემდეგ, რომელშიც "მაინცმა" დორტმუნდში "ბორუსიასთან" ფრე ითამაშა, Suddeutsche Zeitung-ის მიმომხილველმა ფრედი რეკენჰაუსმა დასვა საკითხი, რომელიც პუბლიკის დიდ ნაწილს აინტერესებდა: "სუსტი ფეხბურთელების მიუხედავად, კლოპმა თანაბარი თამაში აჩვენა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. დორტმუნდელი გულშემატკივრები უბრალოდ განცვიფრებული იყვნენ - თურმე რა შედეგის მიაღწევა შეიძლება გონიერი ტაქტიკის დახმარებით. საინტერესოა, სადამდე წავიდოდა კლოპი, "ბორუსიას" დონის გუნდში რომ ემუშავა".

რეკენჰაუსმა თავისი ცნობისმოყვარეობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიკმაყოფილა. არაერთი სერიოზული შემოთავაზების მიუხედავად, კლოპმა უარი თქვა მშობლიური კლუბის დატოვებაზე იმის მიუხედავადაც, რომ ზედიზედ მესამედ ვეღარ შეუნარჩუნა გუნდს ადგილი პირველ ბუნდესლიგაში. ერთი წლის შემდეგ, როცა გუნდმა ვერ შეძლო ელიტაში დაბრუნება, კლოპს კი ისევ დაუძახეს დორტმუნდიდან, "მაინცის" გენერალურმა მენეჯერმა ჰაიდელმა დაჟინებით ურჩია იურგენს დათანხმებულიყო ამ წინადადებას: "კლოპისთვის ეს ზედგამოჭრილი ადგილია, რადგან "ბორუსია" ცოცხალი ემოციების გუნდია".

კლოპთან გამოსამშვიდობებლად მაინცის ცენტრალურ მოედანზე 20 ათასი ადამიანი შეიკრიბა - სტატისიკურად ქალაქის ყოველი მეათე მცხოვრები.

იმ მომენტისთვის გერმანელი ჟურნალისტები კლოპის პოპულარობის ხარისხის შესაფასებლად დიდი ხანი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მახვიგონიერებასა და მჭევრმეტყველებაში: "ის მთვარეა ან ახლადდაბადებული თეთრი დათვი - მას ყველა იცნობს და ყველას უყვარს".

2006 წელს ტელეარხმა ARD-მ თავისი მაყურებელების ცოდნის დონის ამაღლება გადაწყვიტა და მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლიაციებზე კლოპი ექსპერტად მიიწვია. შესვენებების დროს და მატჩის შემდეგ მწვრთნელი ეკრანზე ისრებსა და წრეებს ხაზავდა და ფართო პუბლიკას მნიშვნელოვან ეპიზოდებს უხსნიდა: ტაქტიკური სქემების ნიუანსებს, ფეხბურთელთა შეცდომებს, ალტერნატიულ ვარიანტებს, რაც მთავარია, ამ ყველაფერს მისთვის დამახასიათებელი ენაკვიმატობით აკეთებდა. ასეთი განმანათლებელი მოღვაწეობის შემდეგ კლოპმა პროფესიული სატელევიზიო პრემია დაიმსახურა. და ამას დაემატა პრობლემების ბუკეტი, რომელიც ტელევარსკვლავის ცხოვრებას ახასიათებს: "მუშაობ მსოფლიოს ჩემპიონატზე და შემდეგ იგებ: რეიტინგი 31 მილიონია, ახალი რეკორდი დამყარდა. მიდიხარ სახლში და ხვდები, რომ ძველებურად ვეღარ იცხოვრებ. მე და ჩემი მეუღლე მაშინ ვიწრო ქუჩაზე ვცხოვრობდით და მასზე უცებ ინტენსიური მოძრაობა გაჩნდა. არ იფიქროთ რამეს ვაჭარბებდე - ზოგიერთი ადამიანი ჩვენ საფოსტო ყუთს უღებდა ფოტოებს".

კლოპის "ბორუსიაში" გაშვებით ჰაიდელი არ შემცდარა. ეს მწვრთნელი და ეს კლუბი იდეალურად მოერგნენ ერთმანეთს - სტილისტურად, ემოციურად და ეკონომიკურადაც კი.

დორტმუნდი დიდი ხანია აღარ არის "მუშა" ქალაქი. ფოლადის ჩამომსხმელი ბოლო ქარხანა აქ 10 წლის დაიხურა, ბოლო მაღარო კი უფრო ადრე - 40 წლის წინ. აქ ახლა არა "ვესტფალენშტადიონზე" ქვანახშირის მტვერით, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტით ამაყობენ. ამასთან, დორტმუნდი ისევ რჩება საკმაოდ პროვინციულ ქალაქად, სადაც ნაკლებად უყვართ გართობა და "ბორუსია" იქ მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა. ეს არის ევროპაში ყველაზე დასწრებადი გუნდი, რაც სულაც არ არის გასაკვირი: დორტმუნდში უსახლკაროებიც კი ყვითელ-შავი შარფებით არიან მორთულები.

"როცა "მაინცს" ვავარჯიშებდი და აქ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, ყოველთვის განცვიფრებული შევცქეროდი ამ ყვითელ კედელს. მაგრამ შეგრძნება სამჯერ უფრო ძლიერია, როცა იცი, რომ ეს კედელი შენს მხარესაა. ყოველთვის ჟრუანტელი მივლის ხოლმე. დორტმუნდში ისევე ვნებით უყვართ ფეხბურთი, როგორც მე", - ასეთი იყო კლოპის პირველი შთაბეჭდილებები. სხვათა შორის, მან თავის ძაღლს ემა დაარქვა - ასევე ჰქვია "ბორუსიას" თილისმას.

ირონიული კლოპისთვის პრობლემა არ ყოფილა ადგილობრივი პუბლიკის ისტერიკებისადმი მიდრეკილება. მისი იუმორის გრძნობა მომენტალურად აწყნარებდა გულშემატკივრებს მორიგი წარუმატებლობის შემდეგ. "არა უშავს, ჩვენ მას იგივე სიტუაციას შევუქმნით ვარჯიშზე და ვანახებთ, რომ ასეთი მდგომარეობიდან პრინციპში შეიძლება გოლის გატანა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა მწვრთნელმა ბლაშჩიკოვსკის "მიღწევას", როცა პოლონელმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი ცარიელ კარს.

ასევე იოლად ახშობდა კლოპი წარმატებებით გამოწვეულ ეიფორიას: "გუნდმა ვერ შეასრულა ჩემი დავალება. შესაძლოა, აღარ ვარ გამოსადეგი მწვრთნელი", - ამბობდა ის "ჰანოვერთან" 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ.

ეკზალტირებულ დორტმუნდელ გულშემატკვირებს, რა თქმა უნდა, მოსწონთ მატჩების დროს მწვრთნელის ქცევა: გოლის აღნიშვნის დროს მისი ემოცია ნამდვილი მისწრებაა ტელეოპერატორებისთვისა და ფოტოგრაფებისთვის. "ხანდახან საკუთარი თავის მეშინია, როცა ჩემს ქცევას შემდეგ ტელევიზორით ვუყურებ", - აღიარებს კლოპი.

მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს საკუთარი დანაშაულის აღიარება. "იდიოტი ვარ - აქ ორი აზრი არ არსებობს. და ბოდიში უნდა მოვიხადო", - თქვა მან მას შემდეგ, რაც სარაზერვო მსაჯთან კამათისას შემთხვევით შეეხო მას კეპით.

მაგრამ გასახდელში კლოპი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ურჩევნია პირველი ტაიმის რამდენიმე ვიდეოფრაგმენტის გარჩევაში დახარჯოს დრო: "შემიძლია ვარჯიშებზე ხმას ავუწიო, მაგალითად მაშინ, როცა მინდორზე მცირე კონფლიქტი წარმოიშვება. და ასეთი შემთხვევების 80 პროცენტი იქვე სრულდება. ბიჭები ვალდებულნი არიან იცოდნენ, რომ უნდა არსებობდეს სხვაობა მათ შორის ურთიერთობებსა და სხვებთან ურთიერთობაში. მაგრამ თამაშის წინ და შესვენებების დროს, როგორც წესი სიმშვიდეს ვინარჩუნებ".

ამ ყველაფრის გამო დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა იმდენად შეიყვარეს კლოპი, რომ "ბორუსიას" საკლუბო მაღაზიაში გასაყიდად გამოიტანეს ზუსტად ისეთი ტანსაცმელი და ქუდი, რომელსაც მწვრთნელი ხმარობს. იარლიყზე ასე წერია: "მთავარი მწვრთნელის ახალი ტანსაცმელი".

სამი წლის განმავლობაში კლოპს ერთხელაც არ დაუჩივლია კლუბის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო. 2004 წელს "ბორუსია" გაკოტრების პირას მივიდა და ახალმა გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კარდინალურად შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა - მისი აზრით, კლუბის ბიუჯეტი არ უნდა აღწევდეს 50 მილიონ ევროს. მიუხედავად ამისა, კლოპმა მაინც მოახერხა შემადგენლობის კარდინალურად გადახალისება, რაც "ბორუსიას" 7.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამასთან, კლოპის დროს შეძენილმა ყველა ფეხბურთელმა გააძლიერა გუნდი. "ჩვენთვის პრინციპულია დებიუტანტის ხასიათი, - გვიხსნის ის. - მას უნდა ესმოდეს: ფეხბურთი - გუნდური თამაშია. მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს ვიყიდი ვიღაც ვიგინდარას, თუნდაც ის იდეალურად ფლობდეს ბურთსა და ტექნიკას".

ჟურნალისტების ვარაუდი კლოპის სამწვრთნელო შესაძლებლობებზე ასი პროცენტით გამართლდა. თავის განკარგულებაში უფრო ძლიერი მოთამაშეების მიღების შემდეგ, ვიდრე ეს "მაინცში" იყო, კლოპმა სიამოვნებით ასწავლა მათ ცეცხლოვანი შემტევი ფეხბურთის თამაში: მაქსიმალურად სწრაფი პასები, ადგილის მოულოდნელი ცვლა და სხვა არსენალურ-ბარსელონური ეშმაკობები. "ასეთი მოქმედებით ჩვენ შეიძლება წავაგოთ ორი-სამი მატჩი, მაგრამ სწორედ ასეთი ფეხბურთის ჩვენება გვინდა და სწორედ ასეთი გზით მოგებას შევეცდებით", - ამბობს კლოპი.

მუშაობის მეთოდები კარდინალურად არ შეცვლილა. ვარჯიშებისას "ბორუსიას" ფეხბურთელები ძირითადად ბურთთან მუშაობენ, თანაც სიტუაცია მაქსიმალურად მიახლოებულია მატჩების სიტუაციასთან.

კლოპის საკადრო გადაწყვეტილებები თავიდანვე აოცებდა ყველას სითამამის მხრივ. "ბორუსიაში" მისვლისთანავე მან აქცენტი გააკეთა ცენტრალური მცველების წყვილზე - ჰუმელსი-სუბოტიჩი. ისინი 19 წლისანი იყვნენ. დღეს ეს უძლიერესი დუეტია ბუნდესლიგაში. შარშანდელ სეზონში კლოპის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვხედავდით ექვს მოთამაშეს 21 წლამდე ასაკში. დღეს გერმანიის ნაკრებში "ბორუსიას" 5 მოთამაშეს იწვევენ.

მთელი ორწლინახევრის განმავლობაში დორტმუნდელთა ახალგაზრდობა პროგრესირებდა, "ბორუსია" კი სატურნირო ცხრილის ზემოთ მიიწევდა. კლოპთან ერთად პირველ სეზონში ის მეცამეტედან მეექვსე ადგილზე გადავიდა, შემდეგი წელი ერთი საფეხურით მაღლა დაასრულა.

ამ სეზონში "ბორუსია" ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია და ნებისმიერ მოწინააღმდეგე ჩიხში შეჰყავს თავისი აგრესიული პრესინგით - ეს ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოს წყალობით ხდება. "დორტმუნდი" მომენტალურად გადადის დაცვიდან შეტევაში, ბრწყინვალედ შეუძლია მეტოქის საკუთარი ნახევრიდან განდევნა. "ბორუსია" ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ყველაზე ნაკლებს არტყმევინებს, ყველაზე ხშირად იტანს კონტრშეტევებისას და ყველაზე ხშირად ურტყამს.

თუმცა კლოპი ჯიუტად უარყოფს ფავორიტის სტატუსს: "არ აღვიქვამთ მომხდარს, როგორც ნორმალურს. ჩვენ არ გვითქვამს ზაფხულში: "მოიცადეთ და ზამთარში ყველანი გაოცდებით, როცა ათი ქულით ვიქნებით წინ". არასოდეს ასეთი ახალგაზრდული გუნდი არ აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში. მე კი ჩემს კარიერაში არასოდეს მიბრძოლია ჩემპიონობისთვის. ხოლო პროცენტებისა და შანსების გამოთვლა არასოდეს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე".

კლოპსა და ბუნდესნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შორის ურთიერთპატივისცემა სუფევს. ლიოვმა ამასწინ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში სწორედ კლოპმა შეიძლება დაიკავოს ადგილი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამავდროულად, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპული" როი ჰოჯსონის გაშვების შემდეგ ძალიან არის დაინტერესებული კლოპის კანდიდატურით.

"რა იზამთ - ძალიან მალე ნაკრებს ჩაუდგებით სათავეში თუ "ლივერპულში" გადახვალთ?" - ეკითხებოდნენ კლოპს ჟურნალისტები. "ვფიქრობ, ერთიც იქნება და მეორეც, - პასუხობდა ის. - მაგრამ თუ სერიოზული პასუხი გაინტერესებთ, შესაბამისად, სერიოზული კითხვები დამისვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ჭორები სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე მსგავსი შინაარსის ინფორმაცია: "ლივერპულის" მეპატრონეებმა 8 მილიონი კანდიდატი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ კლოპი მათ ყველაზე ნაკლებად აწყობთ. რაც შეეხება ნაკრებს, ამ ისტორიამ ძალიან გამაკვირვა. შვებულებაში ვიყავი და ლიოვის ინტერვიუ არ წამიკითხავს. თხილამურებით ვსრიალებდი და უცებ მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მომეჩვენა, თითქოს კარდიოსტიმულატორი მქონდა დაყენებული - ისე ხშირად ვიბრირებდა გულის ჯიბეში ჩემი მობილური ტელეფონი".

"კლოპი ჩემი მეგობარია, მას 2014 წლამდე აქვს "დორტმუნდთან" კონტრაქტი და დარწმუნებული ვარ, მის ამოწურვამდე ის "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებზეც კი უარს იტყვის", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ჭორებს ვატცკემ.

"დიახ, ერთადერთი, რაც დორტმუნდში არ მომწონს - ამინდია, - დაადასტურა თავად კლოპმა. - მაგრამ თუ ოდესღაც აქედან ამინდის გამო წავალ, ვეჭვობ, ამას ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს".

• gurulo

უძალიან მაგრესი ტრენერია მსოფლიოში მოურინიოზე მარაგია და ვანგაალზე და ეგეთებზე ლაპარაკი აღარ მაქ

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!