დევიდ ბექჰემი პარიზს და პსჟ-ს სიყვარულში გამოუტყდა
ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, დევიდ ბექჰემს დიდი კვალი აქვს დატოვებული "მანჩესტერ იუნაიტედში". არც მისი მადრიდული კარიერა იყო უინტერესო, "ლოს ანჯელეს გალაქსიში" ხომ ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო და "მილანშიც" სიტყვა ეთქმოდა, მაგრამ ის მაინც ყველაზე დიდი სიყვარულით იხსენებს იმ დროს, როცა "პარი სენ ჟერმენში" თამაშობდა. არადა, ეს სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, "ბექსმა" მხოლოდ ათიოდე მატჩი ითამაშა პსჟ-ში და კარიერა მალევე დაასრულა.

41 წლის დევიდი პარიზში იმყოფებოდა. ინგლისელი კლუბის ბაზას ეწვია და ყოფილი გუნდელებიც მოინახულა. "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა ტელეარხმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- დევიდ, ამჟამად რას აკეთებთ პარიზში?

- ნებისმიერი მცირე მიზეზიც კი კარგია, რომ პარიზში დაბრუნდე, მაგრამ პირველად მოხდა, რომ პსჟ-ის საწვრთნელ ბაზას ვეწვიე, მას მერე, რაც ფეხბურთს დავემშვიდობე 2013 წელს. თუმცა ქალაქში რამდენჯერმე ვიყავი და "პარკ დე პრენსზე" რამდენიმე შეხვედრას დავესწარი. დიდებულია აქ დაბრუნება, ეს ხომ ჩემი მეორე სახლია.

- თქვენ ალბათ შეამჩნევდით იმ ცვლილებებს, რაც ორედოს საწვრთნელმა ბაზამ განიცადა მას მერე, რაც თქვენ იქ არ ყოფილხართ...

- დიახ, ბევრი წვრილმანია შეცვლილი, მაგრამ ის გრძნობა, რომ ოჯახში ხარ, ისევ შევიგრძენი. ასე რომ, მთავარი რამე არ შეცვლილა. საწვრთნელი ბაზა ის ადგილია, სადაც თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, გასახდელი დიდად შეცვლილია, პსჟ-ში ახლა სულ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, სულ სხვა მწვრთნელია და სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ უდიდესი ენერგია ისევ ისე იგრძნობა. ხალხი ისევ საუკეთესო ირევა იქ.

- რა მოგონებები დაგრჩათ "პარი სენ-ჟერმენში" თამაშისგან?

- "პარი სენ-ჟერმენი" საოცარი, სპეციალური კლუბია. აქ მე დიდებული დრო გავატარე. ყოველთვის მსურდა, რომ უფრო დიდხანს ვყოფილიყავი პარიზში, მაგრამ ჩემი საფეხბურთო დრო მაშინ იწურებოდა და ვერაფერს შევცვლიდი. აქ დაბრუნება ძალიან მიხარია. იმის მიუხედავად, რომ პსჟ-ში მხოლოდ 6 თვე გავატარე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ 6, ან სულაც 10 წელიწადი ვითამაშე. ბიჭებმაც, ძველმა შემორჩენილმა გუნდელებმაც ისე მიმიღეს, თითქოს, მთელი კარიერა აქ გამეტარებინოს.

- თუმცა იმ ექვს თვეში თქვენ შეძელით საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება...

- ტიტულის მოგება კარიერის მიწურულს საოცარი რამ იყო. პარიზში ცხოვრება და პსჟ-ში თამაში ჩემი კარიერის გამორჩეულ ნაწილად მიმაჩნია. დიდ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში, რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი მახსენდება. მიხარია, რომ ასე მცირე დროის მიუხედავად, კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი. მაშინდელი მოგებები ძალიან კარგად მახსენდება. კარიერა აქ დავასრულე და ესეც წარუშლელი შთაბეჭდილებაა.

- როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ აქაურ ფანებთან?

- პსჟ-ის ფანები ექსტრაორდინარული ხალხია. მათ როცა ვუყურებ, ასე მგონია, პსჟ-ის წარმატებებს 20 წელია ვზეიმობ. პარიზი ძალიან ბევრი რამის გამო მიყვარს, პსჟ-ის ფანები კი ერთ-ერთი მიზეზია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რონალდო ზამთარში შესაძლოა, MLS-ში წავიდეს
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ერთ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით "ბარსელონა" როგორ უყვარს" - ბექჰემმა მესიზე ისაუბრა
ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბექჰემმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა