დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ნაკრები დუბაიში წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის წინააღმდეგ გამართავს
დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დუბაის Theyab Awana Stadium-ზე, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტტრანსლაციას სფფ-ის ვებგვერდი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა 23 იანვარს, უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა (2:2).

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

საქართველოს ნაკრებმა იორდანიასთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 24 იანვარს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ასოციაციის სტადიონზე ჩაატარა, სადაც დღეს შეხვედრა ჩატარდება. ფეხბურთელებმა, რომლებიც უზბეკეთთან თამაშში მონაწილეობდნენ, საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი აღდგენით ვარჯიშებს დაუთმეს, მოგვიანებით კი, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე სრულად დაიტვირთა. ჩვენი გუნდის ბოლო ვარჯიში დუბაიში ერთ საათს გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ეთამაშება იორდანიის ნაკრებს. პირველად ამ ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება 2005 წლის 16 ნოემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე" შედგა და მაშინ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი დემეტრაძისა (2) და შოთა არველაძის გოლებით, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

- ჩვენ და აზიელები: აქაც ნეგატივი

ჩვენ არ ვართ დუბაიში და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ხდება ნაკრების ვარჯიშებზე. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი თავის გამოჩენის შანსს მისცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ცოტა ითამაშეს უზბეკეთთან, ან საერთოდ არ უთამაშიათ. თუმცა არა გვგონია, ვაისმა კარდინალურ ცვლილებებს მიმართოს.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: დღეს საქართველოს ნაკრებისთვის, რა სტატუსისაც უნდა იყოს მატჩი, შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

იორდანიის ნაკრები - კერკეტი კაკალი

იორდანიის ნაკრები ახლაც, აბდულა მესფერის ხელმძღვანელობით, და ადრეც, "კერკეტი კაკალი" იყო. ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე იორდანია დაახლოებით ისეთივე ძალა უნდა იყოს, როგორიც იყო შერეული შემადგენლობით მოთამაშე უზბეკეთი.

იორდანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი ფიგურა 31 წლის ტაჰერ ბავაბია. არადა, ამ დროისთვის ის უკლუბოდაა და იმედოვნებს, რომ მალე იპოვის ახალ ნავსაყუდელს. ბავაბს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში, "რეალის" მესამე გუნდში დაიწყო, ამის შემდეგ დაწინაურდა "კასტილიაში" და... მერე გადაბარგდა "ბარსელონაში". რა თქმა უნდა, იორდანიელს კატალონიური გრანდის ძირითადში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ "ბარსას" მეორე გუნდში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

"ბარსელონას" შემდეგ ბავაბი კატალონიაშივე, "ოსპიტალეტში" გადავიდა. ამას მოჰყვა წარუმატებელი ოდისეა ორ, არაფრისმთქმელ ესპანურ კლუბში, რის შემდეგაც ბავაბი რუმინეთში წავიდა სათამაშოდ, სადაც "გლორიათი" დაიწყო და იქაური ფეხბურთის გრანდ "სტიაუაშიც" ითამაშა.

დაცვითი ფეხბურთი და კონტრშეტევები - ასე თამაშობს ძირითადად ჩვენი მომავალი მეტოქე. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ვაისი მესფერის არგუმენტებს.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).

lasha
ლინკი სადაა
giorgi
ხალხო მიხვდით უკვე ერთხელ და სამუდამო ჩვენი ქვეყანა აღარ არის ანგარიშგასაწევი ძალა ფეხბურთში. ჩვენ უკან-უკან მივდივართ ხოლო სხვა ქვეყნები ვითარდებიან. ნუ უყურებთ დღევანდელ სიტუაციას წარსული დიდებითა და 81 წლის ქართული ფეხბურთის გადმოსახედიდან. გავუსწოროთ თვალი რელაობას .ჩვენ სუსტი საფეხბურთო ქვეყანა ვართ !
ნათია
ამაათთანაც რომ წავაგებთ, მერე არის კიდე ვინმე უფრო სუსტი რომ ვეთამაშოთ?
haha
გუადუა, ღადაიობ? გეგონება 70-ანი წლების გერმანია ვიყოთ. ჰელმუტ შიონი, ლეგენდარული მწვრთნელი მარტო გერმანიაში მოთამაშეებს იწვევდა. სადღაც 120-ის ზევით მყოფ ნაკრებს მაგის თავი სად აქვს. ისე, ინფორმაციისთვის, დანიამ ფეხბურთი ლეგიონერების ხარჯზე აქაჩა. თავისი ლეგიონერების კლასით. სიმონსენი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ოღონდ ითამაშონ ჩვენებმა და მაგას ჩივიხარ?
Guadua
"არცერთი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებში" ეს უნდა გახდეს სამუდამო ფორმულა საქართველოს ნაკრების. მაშინ ჩემპიონატის დონეც აიწევს და საქართველოს ნაკრებიც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება. თამაშს განმეორებით ვუყურე, დავაკვირდი ბევრ რამეს და არაბული უფრო დაჩაგრული გამოჩნდა ვიდრე ზივზივაძე, ბუდუ მაინც მოწოდების დოენზე იყო,არაბულს კი უფრო კეტავდნენ. იმედია დღეს თუ ათამაშებენ ამათ,თავს გამოიჩენენ რეალურად ბიჭები.
გოგი ქუთაისელი
იორდანიას ვერ მოვუგებთ!ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი!
გოგი
ბატონო ლევან კობიაშვილი მკაცრად უნდა გააკონტროლოდ სიტუაცია გუმდებში. ტორპედოში დარჩა 15 ფეხბურთელი. საბანაძის იმედი არ გვაქვს. მალე ყვებაზეც გააკეთებენ ეკონომიას. პირადად მე მცხვენია!კონტრაკტებს პერსონალთან არ აფორმებენ.
გოგი ქუთაისელი
მერია არ აძლევს ტორპედოს გასაქანს, ჩაჩავავას სტადიონს, ეკონომიას აკეთებს ფორმაზე, უშვებს გუნდს თურქეთში იაფფასიან სასტუმროში. ცუდ მოედანზე. არ აქვთ მედიკამენტები.
gaga
კაი ბიჯებია ამატ რო ჯანო სჰუერტდება მერე ნახეტ ტქვეენ:D;D:D
qomagi
რა უცებ გავიდა დრო,გუშინდელი დღესავით მახსოვს 12 წლის წინანდელი თამაში.3:2 ეს ის იშვიათი შეხვედრაა სადაც ნაკრებმა წაგებული თამაში მოაბრუნა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ნორვეგიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მეტოქე: "რეალის" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეკრება დაასრულა და გეზი დუბაისკენ აიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იორდანიასთან ცნობილია
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ