იგიტა გოლით დაგვიბრუნდა, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოგებით დაიწყო!
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩინებულად დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა უმძიმეს დაპირისპირებაში ისრაელის წინააღმდეგობა გატეხეს და დამსახურებლად გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 4,2 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ისრაელს დაცვაში ერთადერთხელ "ჩაეძინა": ჯარიმა არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, შოთა თოფურია მის დარტყმას (თუ პასს) კარის ხაზზე დაუხვდა და როგორც იქნა, დაგვაწინაურა - 1:0.

მეორე ტაიმში ასათიანის გუნდი უფრო სწრაფად და დამაჯერებლად ათამაშდა, დიდ უპირატესობას დაეუფლა და არაერთი ლამაზი შეტევა წამოიწყო. ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ისრაელის კარი მოჯადოებულს ჰგავდა - ებრაელთა მეკარე შააფ ბარ-ზაკაიმ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა გიორგი ნიშნიანიძის 2 ურთულეს დარტყმაზე, აგრეთვე, რონინიოსა და კახა მაისაიას შეტევებისას. გიორგი ტიკურიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა და კინაღამ დაამსხვრია.

სამართალმა პური მაინც ჭამა: ისევე, როგორც პირველ ტაიმში, გამოსავალი ამჯერადაც სებისკვერაძემ მონახა, უსწრაფესი და ულამაზესი კომბინაცია წამოიწყო, ნიშნიანიძეს "სამკუთხედი" გაუთამაშა, მერე კი კარის წინ მაისაია მოძებნა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ ჩვენების უპირატესობა გაზარდა - 2:0.

სამართლიანია, რომ მესამე გოლი ქართველმა იგიტამ, ზვიად კუპატაძემ გაიტანა. ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებულის, "იუგრას" კაპიტანი 13-წლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებს შთამბეჭდავ ლიდერად დაუბრუნდა. მთელი თამაში გუნდელებს უზუსტესი პასებით ამარაგებდა და თამაშს კარნახობდა, შეხვედრასაც წერტილი სწორედ მან დაუსვა და ეს მისთვის დამახასიათებელი ეფექტურობით გააკეთა: ისრაელი ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოთამაშით შეცვალა. კუპატაძემ ბურთი ხელში აიღო, ცარიელი კარი შენიშნა და საკუთარი კარიდან გაიტანა - 3:0.

ეს ულამაზესი გოლი საქართველოს ნაკრების მშვენიერი თამაშის ლოგიკური დასასრული გახლდათ.

მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ შოტლანდიას 6:2 მოუგო და ჯგუფს ჩვენთან ერთად ლიდერობს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს, 20 საათზე, შოტლანდიასთან გამართავს, ხოლო შვეიცარია ისრაელს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მოხარული ვარ, რომ შესარჩევი ციკლი წარმატებით დავიწყეთ. მადლობა მაყურებელს, რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაოცა. ბიჭების მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მათ დღეს არა მხოლოდ დავალებები შეასრულეს, არამედ გულშემატკივრების გასახარებლად მოედანზე სული და გული დადეს.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, მაყურებელი კი შემდეგ თამაშებშიც გამარჯვებებს ელის და შევეცდებით, იმედები გავამართლოთ".

ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე:

"რამდენი წელია ვთამაშობ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშზე სასიამოვნო განცდა არ არსებობს. მადლობა ლევან კობიაშვილს და ავთო ასათიანს, რომლებიც ნაკრებში ჩემი დაბრუნების ინიციატორები არიან და დაამტკიცეს, რომ ფუტსალს სერიოზულად უყურებენ. ბედნიერებაა, ითამაშო ამ ხალხისთვის, რომელმაც დღეს ზღაპრულად გვიქომაგა. ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე - სხვათა შორის, ნაკრებში გოლი წლების წინ სერბეთთანაც გამიტანია.

შემდეგ შეხვედრებში სერიოზული მეტოქეები გვყავს და დღევანდელი მოგება უნდა დავივიწყოთ. მაგრამ იმედია, რომ მათაც წარმატებით ჩავატარებთ და ხალხს გავახარებთ".

ფუტსალი. ევრო 2018. I საკვალიფიკაციო ეტაპი

24.01.17. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 3 500 მაყურებელი

საქართველო-ისრაელი 3:0

გოლები: 1:0 თოფურია (19:57), მაისაია (34:57), კუპატაძე (38:45)

საქართველო: კუპატაძე (კ), ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერიძე - ჯამბურია (მ), ლუკავა, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
ვოინმემთუ იცით ჯგუფში უეჭველი პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ რო გავიდეთ ხო???დავუშვათ გავედით და პირდაპირ ძირითად ბადეში ვხდებით თუ კიდე ეიქნება რამე პლეიფი ან ელიტ რაუნდი
gege
ბრავო ბიჭებს! ამ უპატრონო სპორტში რომ ამ დონეზე თამაშობენ. ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო იმედია გამოყოფენ თანხებს ფუტსალის განსავითარებლად. სახელმწიფო დახმარების პროგრამა უნდა ამუშავდეს.
georgian
დასწრება უფასოა
mamuka
ტუ იცით რა ღირს ბილეთი თამაშებზე
GEO
საღოლ VATO ))))
emre
ჩვეულებრივი ამბავია ფუტზალში მეკარის გოლი არაფერი გასაკვირი არაა ...
georgian
გენაცვალეთ ძმებო, ჯიგრები ხართ! ზვიად მაგარი კაცი ხარ, როგორ ჰყვარებია ამ კაცს ნაკრები, ქვეყანა..
vato
დაეტყო გუნდს ცხომარას სტილი :)
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1 - წავაგეთ, მაგრამ შანსი რჩება [VIDEO]
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
საქართველო-შვეიცარია 1:1 - ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO+PHOTO]
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ფეხბურთისგან მოწყვეტილები - რატომ უნდა ჰქონდეს სტადიონი ფასანაურს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1 - საქართველოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო [VIDEO]
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში