ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დინამოს" ახალი ცხოვრების დასაწყისი

"დინამოს" ახალი ცხოვრების დასაწყისი

კლუბის მეპატრონემ რომან ფიფიამ და ახალმა მთავარმა მენეჯერმა ზურაბ პოლილიკაშვილმა გუნდის მომავალზე ისაუბრეს

მესამე თვეა, თბილისის „დინამო“ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა; ერთის მხრივ, ეს ფაქტი გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ „ჩვეულებრივი“ გუნდი არ არის და რა დროც უნდა გავიდეს, ამ კლუბში მიმდინარე პროცესები მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს.

„მიმდინარე პროცესები“ კი, იცოცხლეთ, უკვე იმდენია, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ. თუმცა, უმთავრესი სიახლე მაინც გუშინდელი საკადრო ცვლილებაა: „დინამოს“ მთავარ მენეჯერად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა! შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურაში მოღვაწეობდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მინისტრიც გახლდათ; ამას გარდა, სამი წლის განმავლობაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო ესპანეთში.

ზურაბ პოლოლიკაშვილს ფეხბურთთან არცთუ „უცხო“ დამოკიდებულება რომ აქვს, სწორედ მისი ესპანეთში ყოფნიდან ვიცით; ყოველ შემთხვევაში, კარგად გვახსოვს პოპულარულ ჟურნალ „ათიანში“ ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორის, გია გორგოძის ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან, სადაც, ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ამ უკანასკნელის საფეხბურთო გემოვნებაზეც უამრავი რამ შევიტყვეთ. უპირველესად კი ის, რომ „ბარსელონას“ ქომაგია და ესპანეთში მოღვაწეობის პერიოდში საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ბარსელონას“ იმდროინდელ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან. ამას გარდა, სწორედ პოლოლიკაშვილის უდიდესი დამსახურებაც იყო ის ფაქტი, რომ „ბარსელონას“ ჭაბუკთა გუნდში 17 წლის ნიჭიერი ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. თანაც, არამხოლოდ ჩაირიცხა - ჭანტურია იმ ერთი სეზონის განმავლობაში თავის ასაკობრივ გუნდშიც ხომ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, ამას გარდა რამდენიმეჯერ „ბარსელონას“ მთავარ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა, ერთხელ, ტესტ-მატჩში მონაწილეობა მიიღო და გოლიც გაიტანა.

მოკლედ, პოლოლიკაშვილის გამოჩენა ქართულ საფეხბურთო სივრცეში, წესითა და რიგით, ბევრს არ უნდა გაჰკვირვებოდა; მით უფრო „დინამოში“ და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ახალგაზრდა კაცის მარკეტინგული თუ დიპლომატიური გამოცდილება (ისევე როგორც საქმიან კავშირები ესპანურ საფეხბურთო წრეებთან) ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს სასიკეთოდ წაადგება.

„დინამოს“ ახალი მთავარი მენეჯერი (ფაქტობრივად - მმართველი დირექტორი) ქართულ მასმედიასთნ შესახვედრად მარტო არ მოსულა: ორთვიანი პაუზის შემდეგ კვლავაც ვიხილეთ თბილისის „დინამოს“ ახალი მეპატრონე რომან ფიფია. სხვათა შორის, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამჯერად სერიოზული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ქართველ ჟურნალისტებს კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ და „ძველმა“ პრესატაშემ გიგა გვენცაძემ (იმედია, კლუბში მომხდარი საკადრო ცვლილებები ჩვენს კოლეგას არ შეეხება) ადმინისტრაციული კორპუსის საპრესკონფერენციო დარბაზში გვიმასპინძლეს. ანუ, გარშემო გაქანებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ დარბაზშიც არანაკლები ხალმხრავლობა იყო და ვეღარც გაგვიხსენებია, თუ როდის იყო მსგავსი აჟიოტაჟი „დინამოში“ მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

აქვე, ისიც გვინდა ვთქვათ, რომ ვიდრე გუშინდელი პრესკონფერენციის ძირითად საკითხებს შემოგთავაზებდეთ, გარკვეული დაუკმაყოფილების გრძნობაც დაგვრჩა. ყოველ შემთხვევაში, კლუბის მეპატრონემაც და ახალმა მთავარმა მენეჯერმაც ერთი-ორ საკადრო (თანაც, ბევრისთვის საინტერესო) საკითხს საკმაოდ დელიკატურად, უფრო ზუსტად, დიპლომატიურად თავი აარიდეს. არადა, კულუარებში „დინამოში“ მომხდარ ბევრად უფრო მეტ საკადრო ცვლილებაზე საუბრობენ, ვიდრე გუშინ მოვისმინეთ. მაგრამ, ეს არ არის მთავარი: ამიერიდან, „დინამოს“ ქომაგებს თავიანთი საყვარელი გუნდის აღორძინების სერიოზული იმედის საფუძველი უნდა ჰქონდეთ; ყოველ შემთხვევაში, კლუბის მეპატრონე რომან ფიფია და მთავარი მენეჯერი ზურაბ პოლოლიკაშვილი გუშინ ამაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ჰოდა, დიღმის ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში გამოფენილ „დინამოს“ პრიზების კოლექციის გაზრდაც უნდა ვივარაუდოთ; ხოლო, ის ფაქტი, იმ უამრავ თასს... მტვერი რომ ედო და ბზვინვარება აკლდა, მოდი, დიღმის ბაზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს „დავაბრალოთ“...

პრესკონფერენცია

კლუბის მეპატრონემ, რომან ფიფიამ, უპირველეს ყოვლისა, ის იკითხა, ერთმანეთს ბოლოს როდის შევხვდითო; როგორ ფიქრობთ, არ ახსოვდა, ორი თვის წინანდელი ამბავი? კარგადაც ახსოვდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ცოტა არ იყოს, „ჩრდილში იყო მოქცეული“ და გუშინდელი გამოჩენით „დინამოს“ გარეშე აგორებულ ჭორებსაც ბოლო მოეღო. რაღა თქმა უნდა, კლუბის გადაფორმების პროცესს ვგულისხმობთ და როგორც ფიფიამ ბრძანა, სწორედ ამის გამო ვერ ხვდებოდა ჟურნალისტებს; თუმცა, ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელ-მოსაგვარებელი.

ფიფიამ პრესკონფერენციის დაწყებამდე თავის მეგობარი ზურაბ პოლოლიკაშვილი წარმოგვიდგინა და ვიდრე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდნენ, კლუბის მეპატრონემაც და ახალმა მთავარმა მენეჯერმაც იმ დიდ პატივსა და არანაკლებ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკეს, რასაც „დინამოში“ მოღვაწეობა ჰქვია.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ქართულ მედიასთან „გამჭვირვალე“ და პროფესიული ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და არც იმის თქმა დავიწყებია, რომ მაქსიმალურად შეეცდება „დინამოს“ ბედ-იღბალით დაინტერესებული ყველა ადამიანის (ვეტერანი ფეხბურთელის, სპეციალისტის, ჟურნალისტის, გულშემატკივარის) აზრის გათვალისწინებასაც.

ამის შემდეგ კი პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

- კლუბის გადაფორმების პროცესი რა სტადიაშია?

რ.ფ. - მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, თუმცა საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

- ცვლილებებს სამწვრთნელო შტაბშიც უნდა ველოდოთ?

რ.ფ. - ამ ეტაპისათვის მწვრთნელები რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე; თუმცა, შევხედავთ, თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ გამოსწორდა, მაშინ ცვლილებებიც არ უნდა გამოვრიცხოთ. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტები ამას ყველაფერს გაიგებთ. საერთოდაც, ამის მერე ერთმანეთს ხშირად შევხვდებით ხოლმე და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ დღეიდან „დინამოში“ ახალი ცხოვრება იწყება.

ზ.პ. - ვიდრე ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, მანამდე გარკვეული ანალიზია საჭირო. ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა - „გახურებული“ სეზონია და რადიკალური ცვლილებებიც დაფიქრებას მოითხოვს.

- „დინამოს“ მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე რჩება საკუთარ პოსტზე?

რ.ფ. - თუ არ ვცდები, ამ კაცმა ოთხი წელი უხელმძღვანელა და უპატრონა „დინამოს“ და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის; სხვა საქმეა, როგორ მუშაობდა, მაგრამ დღეს მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული საქმიანობისათვის.

- „მთავარი მენეჯერის“ თანამდებობა ერთგვარ სიახლედ უნდა მივიჩნიოთ „დინამოს“ საკლუბო სტრუქტურაში?

ზ.პ. - სახელწოდებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ; რაც შეეხება საკლუბო სტრუქტურას, ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით და ყველაფერს შეიტყობთ.

- ესპანეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდით და სერიოზული კონტაქტებიც გაკავშირებთ. ყოველივე ეს „დინამოს“ როგორ წაადგება?

ზ.პ. - უკვე ერთ კვირაში ვგეგმავ ესპანეთში გამგზავრებას, სადაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს ამ ქვეყნის ხუთი საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელობასთან. მჯერა, რომ ბევრ სასარგებლო საქმეს ჩავუყრით საფუძველს და ამაში „დინამოს“ სახელმაც, როგორც „ქართული ფეხბურთის ბრენდმა“, თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას.

- სამწუხაროდ, დღევანდელი „დინამოს“ ბიუჯეტი თუნდაც საშუალო სიძლიერის აზერბაიჯანული გუნდების ბიუჯეტს ბევრად ჩამორჩება.

რ.ფ. - „დინამოს“ თქვენს მიერ ნახსენებ გუნდებზე ნაკლები ბიუჯეტი არც აქამდე ჰქონდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ბიუჯეტი გავზარდოთ, მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, ყოველივე ეს რას მოგვიტანს? „დინამოს“ მიზანი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა კი არ უნდა იყოს, არამედ შორს გამიზნულ გეგმებზე უნდა ვიფიქროთ.

ზ.პ. - 2011 წლის ბიუჯეტზე ჩამოყალიბებული კი ვართ, მაგრამ სწორი დანიშნულება უნდა მივცეთ. არც ის მინდა ვთქვა, გინდა თუ არა შემოდგომით „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებსო, - ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

- მეორე ეტაპზე „დინამოს“ მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებს ესწრებოდით?

რ.ფ. - მხოლოდ ერთი შეხვედრა ვნახე - „სპარტაკთან“ და მინდა გითხრათ, რომ საშინლად უკმაყოფილო დავრჩი. თუმცა, იმის რეალური რესურსი ნამდვილად არსებობს, „დინამომ“ ბევრად უკეთ რომ ითამაშოს.

ზ.პ. - არ დაგიმალავთ და აქამდე საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არ ვესწრებოდი, ახლა კი, რაღა თქმა უნდა, მომიწევს სიარული; თანაც, წინასწარ გპირდებით, რომ აგვისტოში აბსოლუტურად სხვა გუნდი გვეყოლება. ახლა მთავარია, რომ „ვაი“ და „უი“ დასრულდეს და საქმე ვაკეთოთ.

- სამომავლოდ გუნდის დაკომპლექტებისას აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე გააკეთებთ თუ ლეგიონერებზე?

ზ.პ. - სელექცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამოუწურავი თემაა; სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს „დინამოში“ ჩარიცხვა, ცოტა არ იყოს, ჩვეულებრივ ფაქტად აღიქმებოდა და მინდა, რომ ეს დამოკიდებულება საპირისპირო განწყობით შეიცვალოს. არანაკლებ მწყდება გული იმაზეც, რომ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც საჭიროა, ისეთი უცხოური კარიერა ვერ შექმნა და, არ დავმალავ, მათ სამშობლოში დაბრუნებაზეც ვიფიქრებთ. მთავარია, პესიმიზმი მორჩეს...

- „დინამოს“ საშინაო მატჩებს კვლავაც ეროვნულ სტადიონზე ჩაატარებს? ან, თუ გაქვთ გეგმაში ახალი არენის მშენებლობა?

რ.ფ. - ვფიქრობ, რომ „დინამომ“ სწორედ ეროვნულ სტადიონზე უნდა იასპარეზოს. მჯერა, რომ ჩვენი გუნდის ქომაგთა რიცხვი გაიზრდება და საერთოდაც, ფან-კლუბის გაძლიერებაზეც უნდა ვიფიქროთ.

ზ.პ. - თბილისის მერია ყველანაირად გვერდში გვიდგას; ვიცი, რომ ძნელია სტადიონზე იმ ხალხის მოზიდვა, ვისაც ძველი „დინამოს“ წარმატებები ახსოვს. თუმცა ამ მხრივაც სერიოზულ სამუშაოს ვაპირებთ, ისე როგორც ვფიქრობთ საკლუბო ატრიბუტიკის განვითარებას; საერთოდაც, ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, კლუბის პოპულარიზაციასა და განვითარებას ხელს რომ შეუწყობს.

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?