დღის მიღწევები და სტატისტიკა
ბრედლი ბილმა თავისი 31 ქულიდან 13 მესამე მეოთხედში დააგროვა და "ვაშინგტონმა" კომფორტული უპირატესობით მოუგო "ბოსტონს". ეს იყო დედაქალაქური კლუბისთვის ზედიზედ მე-14 გამარჯვება საშინაო არენაზე, რაც ყველაზე გრძელი მიმდინარე სერიაა ლიგაში.

"ვაშინგტონი" ერთხელაც არ ყოფილა ჩამორჩენილი ანგარიშში და თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 57.8 პროცენტი ჰქონდა. "უიზარდს" ბოლო 11 მატჩში ცხრა მოგება დაუგროვდა.

"ბოსტონისთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე წაგება.

"ფილადელფიას" ტრავმის გამო დააკლდა ჯოელ ემბიდი, "კლიპერსს" კი დაუბრუნდა ბლეიკ გრიფინი, მაგრამ "სიქსერზმა" მაინც შეძლო საშინაო მოგებათა სერიის ექვს მატჩამდე გაგრძელება. ემბიდი სასტარტოში ნერლენს ნოელმა შეცვალა და 19 ქულით სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

"ფილადელფიას" ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოგება აქვს, ბოლო ცხრაში შვიდი და ბოლო 12-ში ცხრა.

"ჩიკაგოს" ლიდერმა დუეინ უეიდმა პირველი ექვსი სროლა ააცილა, მაგრამ შემდეგ ცხრიდან რვა ჩააგდო და მესამე მეოთხედში თავის გუნდს ლიდერობა მოუტანა, რომელიც "ხარებს" მატჩის ბოლომდე აღარ დაუკარგავთ. უეიდმა 21 ქულით დაასრულა შეხვედრა, ჯიმი ბატლერმა - 20 ქულით.

"სან ანტონიომ" თავისი ლიდერის კავალი ლენარდის გარეშე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო აღმოსავლეთ ტურნეში. "სპურსს" დაეხმარა ისიც, რომ "ტორონტოსაც" სერიოზული დანაკლისი ჰქონდა დემარ დეროზანის სახით.

"სან ანტონიოს" ზედიზედ ხუთი მოგება აქვს, "ტორონტოს" - ზედიზედ ოთხი წაგება.

"დენვერმა" ბოლო ოთხ წუთში გატეხა "იუტას" წინააღმდეგობა. დროის ამ მონაკვეთში ჯამირ ნელსონმა შვიდი ქულა დააგროვა და დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში.

"იუტამ" ბოლო ორ დღეში ორი მატჩი წააგო, მანამდე კი ექვსმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

ენდრიუ უიგინსმა თავისი 31 ქულიდან 14 მეოთხე მეოთხედში დააგროვა, მანვე ჩააგდო ბაზერი, რომელმაც "მინესოტას" გამარჯვება მოუტანა.

"მინესოტა" შესანიშნავ ფორმაში შევიდა - ზედიზედ სამი და ბოლო რვაში მატჩში ექვსი მოგება აქვს.

ტორონტო-სან ანტონიო 106:108

25:29, 29:32, 25:18, 27:29

ტ: ლაური (30), როსი (21), პაუელი (16), პატერსონი (12), ჯოზეფი (10), ვალანჩუნასი (9+13 მოხსნა), ნოგეირა (6+10 მოხსნა).

ს-ა: ოლდრიჯი (21), მილსი (18), ბერტანსი (12), მიურეი (11), ლი (11).

ფილადელფია-კლიპერსი 121:110

27:29, 32:39, 30:21, 32:21

ფ: ნოელი (19), ჰოლმსი (18), შარიჩი (16), კოვინგტონი (14), ჰენდერსონი (11), მოტეიუნასი (10), მაკონელი (9+10 პასი).

კ: კროფუორდი (27), რედიკი (22), რივერსი (20), გრიფინი (12+11 მოხსნა), ჯორდანი (10+20 მოხსნა).

ვაშინგტონი-ბოსტონი 123:108

33:24, 33:35, 25:21, 32:28

ვ: ბილი (31), უოლი (27+7 პასი), მორისი (19+11 მოხსნა), გორტატი (16), უბრე (11).

ბ: ტომასი (25+13 პასი), ჰორფორდი (22), კრაუდერი (17), სმარტი (13).

ორლანდო-ჩიკაგო 92:100

22:20, 27:32, 24:26, 19:22

ო: ვუჩევიჩი (20), იბაკა (16), გრინი (13), გორდონი (13), პეიტონი (10).

ჩ: უეიდი (21+7 ჩაჭრა), ბატლერი (20), მაკდერმოტი (12), ფელისიო (12+10 მოხსნა).

დენვერი-იუტა 103:93

18:22, 33:17, 29:28, 23:26

დ: იოკიჩი (23+11 მოხსნა+6 პასი), ნელსონი (17+7 პასი), არტური (16), გალინარი (11), ფარიდი (11), ჰარისი (10).

ი: ფეივორსი (18), ჯორჯ ჰილი (17), დიაო (16), ბერკსი (13), გობერი (11).

ფინიქსი-მინესოტა 111:112

27:23, 29:36, 23:28, 32:25

ფ: ბუკერი (26), ჩენდლერი (22+17 მოხსნა), ბლედსოუ (18+7 პასი), ლენი (11+10 მოხსნა), ნაითი (10).

მ: უიგინსი (31), თაუნსი (18+10 მოხსნა), ჯენგი (16), მუჰამადი (16), რუბიო (14+10 პასი), ლავინი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა