"სამეფო კლუბი" "სამეფო თასიდან" გამოაგდეს
"სამეფო კლუბი" სამეფო თასისთვის ვეღარ იბრძოლებს, ზინედინ ზიდანის გუნდმა ვიგოში ვერ შეძლო "სელტას" დამარცხება, 2:2 დაუზავდა და ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

გუშინდელი დღის მერე ბრძოლას "ატლეტიკო" და "სელტა" აგრძელებენ, რომლებიც "ალავესს" შეუერთდებიან. დღეს ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა "კამპ ნოუზე" გაირკვევა, როცა "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ვიგოში "რეალი" შეფერთხილი შემადგენლობით ჩავიდა გალისიაში 1:2-ის ამოსაქაჩავად, მაგრამ... მატჩი სტუმართათვის ცუდად დაიწყო, ტაიმის მიწურულს დანილომ საკუთარი კარი დალაშქრა და კიდევ უფრო გაართულა "რეალის" მდგომარეობა.

62-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა და შანსიც დაბრუნდა, ერთი გოლი თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა, გოლი კი გავიდა, მაგრამ ისევ "რეალის" კარში - დანიელ ვასის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, "რეალს" ორი გოლისთვის დრო არ ეყო (ლუკას ვასკესმა გაქვითა) და თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა.

"ატლეტიკომ" იპურუაში ასეთივე ანგარიში დააფიქსირა, მაგრამ თანაქალაქელებისგან განსხვავებით, დიეგო სიმეონეს გუნდს "ეიბართან" 2:2 აწყობდა. სტუმართა ორივე გოლი მცველების ანგარიშზეა, ხოსე ხიმენესმა ანგარიში გახსნა, ხოლო ხუანფრანმა წერტილი დაუსვა.

დღეს ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს. "ბარსამ" პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო (ნეიმარის პენალტის წყალობით) და ნახევარფინალში გასვლის აშკარა ფავორიტია. ამ მატჩში ლუის ენრიკეს ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემები ექნება.

სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში (ეიბართან) დაიმტვრა და მე-10 წუთისთვის შესაცვლელი გახდა. სერხიო ვერ ითამაშებს ბასკებთან, ისევე, როგორც ვერ ითამაშებენ ანდრეს ინიესტა და რაფაელ ალკანტარა. ოთხშაბათის ვარჯიში ამ ტრიომ გამოტოვა. ახლა ლუის ენრიკე ნახევარდაცვის ტრიოს ამ ოთხეულიდან (არდა თურანი, დენის სუარესი, ანდრე გომეში, ივან რაკიტიჩი) შეარჩევს. მწვრთნელს აქვს კიდევ ერთი ვარიანტი, მას შეუძლია სერხი რობერტო მარჯვენა მცველობიდან თავის ჩვეულ პოზიციაზე დააწინაუროს.

ეიბარი-ატლეტიკო 2:2 (0:3)

გოლები: 0:1 ხ. ხიმენესი (49), 1:1 ენრიჩი (73), 2:1 პედრო ლეონი (80), 2:2 ხუანფრანი (85)

სელტა-რეალი 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 დანილო (44 ს. კ.), 1:1 რონალდო (62), 2:1 ვასი (85), 2:2 ლ. ვასკესი (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს