მსოფლიოს ისტორია ამტკიცებს, რომ მამაკაცები სიდიადეს იმ დროს აღწევენ, როცა მათ გვერდით ჭკვიანი ქალები არიან.

მსოფლიოს ისტორია ამტკიცებს, რომ მამაკაცები სიდიადეს იმ დროს აღწევენ, როცა მათ გვერდით ჭკვიანი ქალები არიან. ნაპოლეონი მხოლოდ ჟოზეფინასთან ერთად იმარჯვებდა, ჩერჩილი არაფერი იქნებოდა კლემენტინას გარეშე და რომ არა მიშელ ობამას მონდომება, მისი ქმარი თეთრ სახლში ვერ მოხვდებოდა. ჟოზე მოურინიოს ისტორიაც ამ სერიიდანაა: პორტუგალიელი, ალბათ, ვერ გახდებოდა წარმატებული მწვრთნელი, მის გვერდით მომთმენი მეუღლე - მატილდა კოუტინიო რომ არ ყოფილიყო.

ოლიგარქის შვილიშვილი

მოურინიომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ღვთისგან მოვლენილ საჩუქარზე ("მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე"), ცოლი მას ჯერ კიდევ ბაბუამ - ზე მარია ლედუმ შეურჩია. სწორედ მას, თევზსაჭერი ფლოტისა და თევზის კონსერვების ქარხნების მფლობელს მოუვიდა თავში უფროსი შვილიშვილის - ჟოზესა და სუპერმარკეტების ქსელის მფლობელის შვილიშვილის - მატილდა კოუტინიოს დანიშვნა. დონ ზე მარიას სულაც არ ეუხერხულებოდა ის ფაქტი, რომ "ნიშნობის" მომენტში ჟოზე რვა წლის იყო, მატილდა - ექვსის. ბაბუა ოცნებობდა პატარა ჟოზე პორტუგალიის ყველაზე მდიდარ მამაკაცად ექცია.

საერთოდ, მოურინიოს ბაბუა ცალკე ლაპარაკის თემაა, თუნდაც იმიტომ, რომ მის ყოველ ხსენებას წამში გამოჰყავს წყობიდან "რეალის" ახალი მწვრთნელი. ბაბუა უბრალოდ ოლიგარქი არ ყოფილა, ის დიქტატორ სალასარის საუკეთესო მეგობარი იყო. მშობლიურ სეტუბალში რასაც მოესურვებოდა, იმას აკეთებდა: დიქტატურის მოწინააღმდეგეებს კლავდა, იტაცებდა, აწამებდა, რითაც საყოველთაო ზიზღი დაიმსახურა. ტირანის ერთადერთ ღირსებად ფეხბურთისადმი სიყვარული მიიჩნეოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1962 წელს ოლიგარქმა უფროს ქალიშვილს - მარიან ჟულიას ნება დართო ადგილობრივი "ვიტორიას" მეკარეს ფელიქს მოურინიოს გაჰყოლოდა ცოლად. მერე რა, რომ ფელიქსს არაკეთილშობილური გვარი ჰქონდა, სამაგიეროდ ფეხბურთს კარგად თამაშობდა. უკვე მომავალი წლის იანვარში მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელიც ჟოზე ზე მარია ფელიქს სანტუშ ლედუ მოურინიოდ მონათლეს. პირველი 10 წელი საყვარელ მემკვიდრეს ყველა პრინცად აღიქვამდა. ჟოზე სახლში სწავლობდა, მამულიდან მხოლოდ ბრონირებული ლიმუზინით გადიოდა, თვეში ერთხელ კი ბაბუის თვითმფრინავით ფლორიდულ დისნეილენდში გასართობად მიდიოდა. თუმცა ჟოზე ყველაზე ხშირად სტადიონს სტუმრობდა. ოთხი წლის ასაკიდან ბაბუა შვილიშვილს საკუთარი ლოჟიდან ფეხბურთს აყურებინებდა და ბავშვიც ამ სპორტით სამუდამოდ დაავადდა.

სენიორ ზე მარიას გაუმართლა - ის ფაშისტური რეჟიმის კრახამდე ნახევარი წლით ადრე გარდაიცვალა და მისი ცოდვების მონანიება ნათესავებს მოუწიათ. 1974 წლის 26 აპრილს, "მიხაკების რევოლუციის" მეორე დღეს შურისძიებით ანთებულმა სეტუბალელებმა გააცამტვერეს ოლიგარქის ვილა, ლედუს კლანის წევრებს კი ქვეყნიდან გაქცევა აიძულეს. ფელიქს მოურინიომ გადაწყვიტა, რომ მას და მის ვაჟს ოლიგარქის დანაშაულებებთან კავშირი არ ჰქონიათ და ამიტომაც სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. ყოველი შემთხვევისთვის ყოფილმა მეკარემ თავი დაიზღვია და ვაჟის გრძელი სახელიდან ზე მარია და ლედუ ამოიღო. რთული პოსტრევოლუციური პერიოდი მამა-შვილმა დედაქალაქში გადაიტანეს, სადაც მოურინიო ადგილობრივი "ბელენენსეშის" მეკარეებს ავარჯიშებდა - ამისთვის კვირაში 300 დოლარს იღებდა, ჟოზეს კი უბრალო ბავშვივით ჩვეულებრივ სკოლაში მოუწია წასვლა.

მენავთობე ბოსის ქალიშვილი

მომავალი სენიორა მოურინიოს ბავშვობაც ისეთივე უპრობლემო იყო, როგორც მისი მეუღლის. მამამისი - კლაუდიო კოუტინიო პორტუგალიის უმსხვილეს კოლონიაში - ანგოლაში სანავთობო კომპანიის მმართველი იყო და მისი ოჯახი ლუანდას გარეუბანში ნამდვილ სასახლეში ცხოვრობდა. მატილდას პრინცესასავით ზრდიდნენ - მას უამრავი ძიძა და მასწავლებელი ეხვია თავს. მაგრამ ყველაფერი 1975 წლის შემოდგომაზე დასრულდა, როცა ყოფილ პორტუგალიურ კოლონიაში სამოქალაქო ომი დაიწყო და ქვეყანას კუბელთა მთელი არმია შეესია. მათ მეთაურს ისე მოეწონა კოუტინიოს სასახლე, რომ მისი მფლობელების ქუჩაში გაყრა ბრძანა. ოჯახს პორტუგალიაში დაბრუნება მოუწია. მათდა საბედნიეროდ, მატილდას ბაბუა - სუპერმარკეტების მფლობელი - პოლიტიკაში არ ერეოდა და ქონება შეინარჩუნა. ასე რომ, სეტუბალში დაბრუნებული მატილდას ცხოვრება პრაქტიკულად არ შეცვლილა.

მატილდას ბაბუამ არამარტო შეიკედლა ღარიბი ნათესავები, არამედ სეტუბალში დაბრუნებაში დაეხმარა მოურინიოს. მისი პროტექციით ფელიქსმა "ვიტორიაში" მეორე მწვრთნელის თანამდებობა მიიღო.

სწორედ იმ დროს (1977) შედგა ჩვენი გმირების - 14 წლის ჟოზესა და 12 წლის მატილდას გაცნობა. თავიდან ერთმანეთი არ მოეწონათ. მატილდას ბიჭი თავხედი და თვითკმაყოფილი მოეჩვენა, ჟოზეს გოგო - სულელად და მახინჯად . ბოლო მოსაზრებაში უმცროსი მოურინიო ახლოს იყო სიმართლესთან - არც მაშინ და არც შემდეგ მისი რჩეული სილამაზით არ გამოირჩეოდა.

საჩუქარი საყვარელი ბაბუისგან

მოურინიოები კოუტინიოს ვილასთან ახლოს დასახლდნენ და მატილდასა და ჟოზეს, უნდოდათ თუ არა, ხშირად უწევდათ შეხვედრა. თინეიჯერები თანდათან დამეგობრდნენ. ჟოზე მატილდას (უფრო სწორედ, ტამის - უკვე მაშინ ასე ეძახდნენ გოგონას) უცხოური ენების სწავლაში ეხმარებოდა, ის კი ბიჭს საკუთარ ოთახში დიდ ტელევიზორში საფეხურთო მატჩების ყურების უფლებას აძლევდა. ამ პერიოდმა კიდევ უფრო გააძლიერა მათი მეგობრობა. ულამაზო ტამი ხვდებოდა, რომ მომხიბვლელი ჟოზეს მოპოვების არანაირი შანსი არ ჰქონდა და მეგობრის სასიყვარულო საქმეებში მთავარ მრჩევლად იქცა. ის თავისი ტემპერამენტიანი მეგობრისთვის სკოლაში საუკეთესო გოგონებს არჩევდა. მაგრამ თვითმხილველნი იხსენებენ, რომ ტამის მონდომება, როგორც წესი, ფუჭი იყო. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ჟოზე პაემნის დროდ და ადგილად სტადიონზე საფეხბურთო მატჩებს ირჩევდა და ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ტაქტიკურ სქემებსა და მოთამაშეებზე მსჯელობდა და თან მუდმივად გაიძახოდა: "მის ადგილას მე უკეთ ვითამაშებდი!" მატჩის შემდეგ ჟოზეს ახალი ნაცნობი სტადიონთან ახლოს იაფ ბისტროში შეჰყავდა, სადაც მას ჰამბურგერებზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ გოგონებს მეორედ პაემანზე წასვლის სურვილი აღარ ჰქონდათ. საწყალ ტამის ყოველი ასეთი ფიასკოს შემდეგ ჟოზეს ნუგეში უწევდა - "შენ ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე ჭკვიანი და ის სულელი გოგონები შენი ღირსები არ არიან".

დრომ და მანძილმა მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო. ედინბურგში სწავლისას მოურინიო დღეში სამჯერ ურეკავდა მეგობარს და მასთან შოტლანდიელი ქალების ფრიგიდულობაზე წუწუნებდა. შინ დაბრუნებისას ტამის ერთ ბოთლ შოტლანდიურ ვისკის ჩუქნიდა, რომელიც პორტუგალიელს მისმა მასწავლებელმა - ბობი რობსონმა შეაყვარა. არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს უცნაური ურთიერთობა, 1987 წლის შემოდგომაზე მოურინიოს ადვოკატისგან ახალი ამბავი რომ არ შეეტყო: 25-ე დაბადების დღეზე ჟოზე ბაბუის მიერ ანდერძით დატოვებულ მილიონ დოლარს მიიღებდა, ოღონდ ერთი პირობით - მას მატილდა კოუტინიოზე უნდა ექორწინა. დიდხანს არ უფიქრია, ჟოზე ტამისთან წავიდა და ფიქტრიური ქორწინება შესთავაზა, რაშიც მეგობარს ნაანდერძევი თანხის 20 პროცენტი დაპირდა. მაგრამ მატილდამ მალე გადააფიქრებინა - განუცხადა, რომ ეს დანაშაულია და შეიძლება ამის გამო ციხეში აღმოჩნდეს. სიმამაცისთვის სამი ჭიქა ვისკის მიღების შემდეგ, ტამი იმ საღამოს ჟოზეს სიყვარულში გამოუტყდა, რითაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ბიჭი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა გოგონას გრძნობებზე. მომდევნო ორი თვე მოურინიო ფიქრისგან იტანჯებოდა: რა უფრო უკეთესი იყო - სიღარიბე და თავისუფლება თუ მილიონი და ულამაზო ცოლი. ბოლოს მეორე ვარიანტი აირჩია - ვადის გასვლამდე სამი დღით ადრე, 1988 წლის იანვარში ადგილობრივ მერიაში დააკანონა მატილდასთან ურთიერთობა, ერთი წლის შემდეგ კი ტაძარში ჯვარიც დაიწერა.

იდეალური ცოლი

როგორც მოსალოდნელი იყო, ტამი იდეალური მეუღლე აღმოჩნდა. არასდროს და არაფერში საყვებურობდა ქმარს და რა დროც არ უნდა ყოფილიყო, შინ მუდმივად გაღიმებული ხვდებოდა მეუღლეს. ხანგრძლივი მეგობრობის პერიოდში მან ისე კარგად შეისწავლა საყვარელი ადამიანის ხასიათი, რომ მაშინვე ხვდებოდა მის განწყობას. თუ ჟოზე სამუშაოდან გაღიზიანებული ბრუნდებოდა, ცოლი მას თავისა და ფეხების მასაჟს უკეთებდა, თუ მოურინიო მხიარულ ხასითზე იყო, ვისკის ჭიქით ეგებებოდა. მატილდამ ჟოზესთვის ბავშვობის საყვარელი კერძების დამზადებაც ისწავლა. რაც მთავარია, ქმრის გადამკიდე ბრწყინვალედ ერკვეოდა ფეხბურთში და მეუღლეს მეტოქეებზე დოსიეს შედგენაში ეხმარებოდა. იმ დროისთვის, დამქირავებლები ჟოზეს უცხოური პრესიდან საჭირო ინფორმაციის მოძიებას ავალებდნენ. მოკლედ, ასეთ ცოლზე ნებისმიერი ქმარი იოცნებებდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ჟოზემ თანაცხოვრების პირველივე წელს დაიწყო მატილდას ღალატი.

იმის გამო, რომ ჟოზე თითქმის მთელს დროს სტადიონსა ან ბაზაზე ატარებდა, ღალატიც სწორედ აქ ხდებოდა. როგორც კი კლუბში რომელიმე სიმპატიური მდივანი, მზარეული ან საკლუბო მუზეომის თანამშრომელი გამოჩნდებოდა, მის გვერდით მაშინვე მოურინიო ჩნდებოდა. თავის თავგადასავლებს ის არავის უმალავდა. ამის გამო კარიერაში პირველი მეტსახელი მიიღო - mulherengo ("მექალთანე").

1994 წელს მოურინიოს კარიერაში ნანატრი გარღვევა მოხდა - მისმა მასწავლებელმა, ინგლისელმა ბობი რობსონმა, რომელიც "პორტუს" ედგა სათავეში, ჟოზე პირველ ასისტენტად მიიწვია. აწ უკვე გარდაცვლილი სერ ბობი მხიარული და სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო. ამიტომაც სამსახურეობრივი მოვალეობების გარდა, მოურინიოს მასთან ჭიქის აწევაც უწევდა, გარდა ამისა, ჟოზე შეფისთვის ღამის გასატარებლად გოგონებს ეძებდა. სამაგიეროდ, მაშინ, როცა ინგლისელი თვრებოდა და გიჟური ღამის შემდეგ უგონოდ იყო, მოურინიოს გუნდის პირადად გაწვრთნის საშუალება ეძლეოდა.

მთელი ეს წლები ტამი დაფეხმძიმებას ცდილობდა. მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ ბავშვი თუ მოარჯულებდა მის მექალთანე მეუღლეს. ბოლოს და ბოლოს, რვა წელი თანაცხოვრების შემდეგ მათ სიმპატიური გოგონა გაუჩნდათ, რომელმაც დედის საპატივცემულოდ მატილდა-უმცროსი დაარქვეს. გოგონას დაბადებამ იმოქმედა ჟოზეს ხასიათზე, ოღონდ ისე არა, როგორც ტამი ფიქრობდა. მან თავი დაანება მრავალრიცხოვან საყვარლებს და ერთი მუდმივი გაიჩინა.

წარმოშობით ბრაზილიელი, მომხიბვლელი ქერათმიანი გამყიდველი ელზა სოუზა ჟოზემ პატარა ქალაქ ლეირიას სუპერმარკეტში გაიცნო. ამ ქალაქში მორინიო ადგილობრივ კლუბს ავარჯიშებდა. როცა მომდევნო წელს "პორტუში" მუშაობა შესთავაზეს, მოურინიომ ელზა თან წაიყვანა. თანაც არამარტო წაიყვანა, არამედ მასთან ერთად დასახლდა მისთვის გამოყოფილ სახლში. უფრო მეტიც, ჟოზემ საყვარელი მეუღლედ გააცნო "პორტუს" ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს. მატილდასთვის კი შეთხზა ისტორია მეტად საქმიან და მოხერხებულ ასისტენტზე, რომლის დახმარების გარეშე ვერაფერს გააკეთებდა. ტამიმ დაიჯერა ან უბრალოდ თავი მოიტყუა.

იდეალური ქმარი

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ მოურინიო რელიგიური ადამიანია. მისთვის ეკლესიაში დაკანონებული ქორწინება წმინდაა, ამიტომაც ტამის არასოდეს გაეყრება. თანაც 22 წლის განმავლობაში ცოლი მხოლოდ ერთხელ გამოვიდა წყობიდან, როცა ელზასთან ისტორია გაზეთ "სანის" ფურცლებზე გაჩნდა. მაშინ მან მეუღლე სეტუბალის სახლიდან გააგდო და განქორწინებისთვის მზადებაც კი დაიწყო. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ დამშვიდდა და ისევ შეუშვა მოურინიო სახლში. მაგრამ ოჯახური იდილიის მისაღწევად მოურინიოს ელზა სოუზაზე უარის თქმა მოუწია. ეს არ იყო გონიერი ნაბიჯი, რადგან მიტოვებულმა საყვარელმა მემუარები დაწერა, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გამოვა გაყიდვაში. მანამდე კი მორინიო ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა - ვინც ხელთ მოხვდება, იმასთან ატარებს დროს. თუ იტალიურ ტაბლოიდები დავუჯერებთ, მილანში ორი წელი მუშაობისას პორტუგალიელმა ორ მდივანთან და უნგრელ დამლაგებელთან "დამეგობრება" მოასწრო. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს ტრიო მან მადრიდში იახლა, თითქოს იქ ლამაზი ქალების დეფიციტი იყოს. და ტამი? ის ეტყობა საბოლოოდ შეურიგდა ღალატს. მან იცის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს ჟოზე, ბოლოს თავის ოჯახს - ცოლსა და ორ შვილს უბრუნდება.

ლელო

maestro1705
ძალიან კარგი სტატიაა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ