"ვან გაალს დავურეკე, ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ არ შემიძლია, ნაკრები თბილისში უჩემოდ გავუშვა-მეთქი..."
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გუშინ, 25 იანვარს, იორდანიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2005 წელს იორდანიასთან გამართული მატჩი გაიხსენა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა იორდანიას თბილისში 3:2 მოუგო, გუშინ კი დუბაიში დამარცხდა.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [PHOTO]

- გოლი, რომლითაც იორდანიამ საქართველო დაამარცხა [VIDEO]

არველაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"იორდანიის ნაკრებთან თამაში კარგად მახსოვს. ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გვქონდა. "ალკმაარში" გადასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, ნაკრებში საკმაო პერიოდის მანძილზე არ მიძახებდნენ. დაახლოებით 8-9 თამაში გამოვტოვე. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, რატომ არ მიძახებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა.

მიუხედავად ამისა, "ალკმაარში" ჩემს საქმეს ვაკეთებდი, სეზონი მაგრად დავიწყეთ და საწყის თვეებში, გამოკითხვების მიხედვით, სიმბოლურ ნაკრებშიც ვხვდებოდი.

ნოემბერში ბულგარეთის ნაკრებთან, სტუმრად ამხანაგური მატჩი გვქონდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორედ ამ თამაშისთვის გამომიძახეს. ის მატჩი 6:2 წავაგეთ. ძალიან დათრგუნული და განადგურებული ვიყავი თამაშის შემდეგ.

ვან გაალთან, რომელიც მაშინ "ალკმაარის" მწვრთნელი იყო, შეთანხმებული ვიყავი, რომ ბულგარეთთან თამაშის შემდეგ ჰოლანდიაში დავბრუნდებოდი. არადა, ბულგარეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ თბილისში იორდანიის ნაკრებთან თამაში გვქონდა.

ლუის ბულგარეთიდანვე დავურეკე და ვუთხარი, ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ არ შემიძლია, ნაკრები თბილისში უჩემოდ გავუშვა-მეთქი. ვთხოვე, გაეთვალისწინებინა ყველაფერი და უფლება მოეცა, რომ თბილისში მეც ნაკრებთან ერთად წავსულიყავი. ჩემ გარდა, ბიჭებს, ვინც ევროპაში თამაშობდნენ, თითქმის ყველას, თავისი გუნდის მწვრთნელისთვის ანალოგიური პირობა ჰქონდათ მიცემული. ჩვენთან ერთად თბილისში კობი, იაშკა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ წამოვიდა. შესაბამისად, იორდანიასთან თამაშს საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით შევხვდით.

თამაში თურქებს უნდა ემსაჯათ და მახსოვს, თამაშის წინ მათ ხუმრობით ვუთხარი კიდეც, აბა, თქვენ იცით, ცოტა ჩვენკენაც გამოიხედეთ-თქო. საკმაოდ ტექნიკური გუნდი ჰყავდა იორდანიას. ანგარიში ჩვენ გავხსენით, დემემ გაიტანა, შემდეგ გაგვითანაბრეს. მერე ჩემი პასით ისევ დემემ გაიტანა და ისევ გაგვითანაბრეს. მესამე და გამარჯვების გოლი მე გავიტანე.

სტადიონზე არცთუ კარგი ატმოსფერო იყო. ბულგარეთთან წაგების შემდეგ გულშემატკივარიც გაღიზიანებული იყო, თუმცა ამ მოგებამ მათ ხასიათი ცოტათი გამოუკეთა.

მახსოვს, რომ შემცვალეს, მოედნიდან ოვაციებით გამაცილეს და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. საბოლოოდ ეს თამაში ჩემთვის კარგ მოგონებად იქცა", - წერს არველაძე.

Optimisti
Shota kai fexburteli iyo mara ara sakmarisi qartuli fexburtistvis. Erti kaci arafris momcemia. Ager ukve 22 welia qartul fexburts vuyureb da sul ukan ukan mivdivart yovel wels. Mivtirit dzvel taobas da vixsenebt sasiamovno istoriebs mara tanamedrove fexburtshi magrad vart chamorchenilebi rac saerto fizikuri da disciplinaruli problemaa yvela fexburtelistvis aseve mwvrtnelta nakleboba da rac mtavaria ertmanetis gaqachva da natesaobaa mtavari. Cota gadametebulad sheidzleba gamomivudes mara bevri axalgazrdidan mesmis tanxis motxovna dziritadshi dayenebis sanacvlod. Qartuli fexburtis sikvdilis mtavari tu ara ert erti mizezi aris zemot chamotvlili problemebi.
jetro
სჰოტას 26 გოლი აქვს ნაკრებსჰი ნეტა ვინმეგააუმჯობესებს
namdvili zaza
იმ დროინდელ ნაკრებში შოთი ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას, ფეხბურთის თამაშითაც, პროფესონალიზმითაც და ადამიანობითაც! შოთი მთელი ეპოქაა...
nika
სჰოტა ნომერი 1 ტავდამსხმელია საქარტველოს დამოუკიდებლობის სჰემდეგ. მასტან ვერცერტს ვერ მივაახლოვებტ
dato
სენზე მაგარი თავდასხმელი არ ყოლია საქართველოს შითი,ამათ გული არ დაგცყდეს ესეთია ეს ცხოვრება,სულ დზლიერებს ებზვიან,თკვენ სამივენი მაგრები ხართ და იმიტომაც უყვარხართ ყველას
giorgi-ს
ის თუ გახსოვს მანამდე ჟირესის მწვრთნელობისას დანიასთან არველაძეს რომ აგინა მთელმა სტადიონმა? ანუ დასკვნა: ქართველი ვაი გულეშემატკივრების უმეტესობა უკულტუროა. მაშინ გუშინდელი თამაშიდან განსხვავებით მოვიგეთ ხოლო დღეს მოლდოვას, ფაერრებს და უზბეკეთს ვერ ვუგებთ იორდანისთან ვაგებთ და ვინაა შესაგინებელი?
giorgi
რაც იყო ის თქვა :) მახსოვს ეს თამაში, დარსაძე იყო მწვრთნელი. ძალიან მაგრად აგინა სტადიონმა. არველაძეს რომ ცვლიდა ამაზეც მაგრად აგინეს, მახსოვს ერთმა არველაძეს დაუძახა, მიდი შენც შეაგინე მაგისიო. ყველაზაე მაგარი დარსაძის განცხადება იყო, მე თამაშში ვიყავი ჩართული და არაფერი გამიგონიაო.
giorgi
ანუ მე უფრო კაი ტიპი ვარ, მე მწვრთნელს დავურეკე და პირობის მიუხედავად თბილისში წამოვედი. იაშკამ და კობიმ კი ეს ვერ ან არ გააკეთაო. (თარგმანი ასეთია D)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ვან გაალი: რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მესი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ