"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატს" განახლებული რაზმით იწყებენ
"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატს" განახლებული რაზმით იწყებენ.

11 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას ეწვევა, ხოლო 19 თებერვალს, წლის პირველი საშინაო მატჩში, რუსთავის სტადიონზე, 15:00 საათზე, გერმანიას უმასპინძლებს.

საქართველომ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2015 წელსვე, ბრიტანეთში, უკეთეს 12 გუნდში მოხვედრით დაიბევა.

"წელს და გაისად "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ყველა სხვა მონაწილე იაპონიის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ჩვენთან რკენის შედეგი შესარჩევი ტურნირის ცხრილში არ ეთვლება. ამიტომ ევროპულ თამაშებს ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ", - ნათქვამია რაგბის კავშირის ვებგვერდზე.

მილტონ ჰეიგი, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენს მიზანს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება წარმოადგენს, სხვა მხრივ კი, გვინდა, რომ სათამაშო პოზიციებზე "სიღრმე" - კონკურენცია შევქმნათ და ახალგაზრდა მორაგბეებს შანსი მივცეთ.

წლევანდელ გათამაშებაში უნდა ვცადოთ სტილის განვითარება და თამაშიც უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ასევე მნიშვნელოვანია შეტევითსა და დაცვით სტილებში სიახლეთა შეტანა".

რადიკალური გზა

ჰეიგმა შარშან 11 ტესტში სულ 5 ახალბედა გამოსცადა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის (ბელგიის და გერმანიის წინააღმდეგ) კი 31-კაცა რაზმში ერთბაშად 8 უკეპო შეიყვანა. თუ ბელგია-გერმანიასთან ყველანი ითამაშებენ, "ბორჯღალოსანთა" ამქარის წევრთა რიცხვი 249-მდე ავა.

"პირველი ორი მატჩისთვის ახალგაზრდები შევარჩიეთ, რაც მათ კარგ შესაძლებლობას მისცემს, სამწვრთნელო შტაბს უნარები დაანახონ. ვინაიდან ჩვენი მზერა 2019 წლის მსოფლიოს თასისკენაა მიმართული, ცხადია, ეს შანსი სამომავლოდ მათი შერჩევის პროცესის დასაწყისია.

ამ ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ყოველ ქმედებას თვალს მივადევნებთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. საქმისადმი მათ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მიკროსკოპით დავაკვირდებით" - რაზმში გამოძახებული ახალბედების შესახებ შენიშნა ჰეიგმა.

ახალი სეზონის სტარტზე არ ითამაშებს 2016 წლის ნოემბრის ტესტების 15 მონაწილე, ანუ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა.

დიახ, მწვრთნელი რისკავს, მაგრამ მის თამამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ისტორია - საქართველო ორივე მეტოქეს ბევრად ჯობნის:

საქართველო - ბელგია (2013-14)

2 ტესტი (1 შინ - 1 გარეთ)

2-0 (52:13, ლელოებით 8/1)

საქართველო - გერმანია (1995-2016)

5 ტესტი (3 შინ - 2 გარეთ)

5-0 (252:26, ლელოებით 37/3)

ისიც სათქმელია, რომ ამ ექსპერიმენტულ რაზმშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ლიდერები: კვირიკაშვილი, კაჭარავა, მალაღურაძე, ხმალაძე, ბეგაძე და ნემსაძე, ახალბედა პირველხაზელები კი, იმედია, წინამორბედთა მიერ ჩაყრილ ტრადიციას უპრობლემოდ გააგრძელებენ და მეტოქეს დაჯაბნიან.

ბელგიამდე საფრანგეთში

"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ორი მატჩისთვის შეკრებას 4 თებერვალს, საფრანგეთში დაიწყებენ. გუნდი ტულუზაში 9 თებერვლამდე დარჩება, მერე გეზს ბრიუსელისკენ აიღებს და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18:00 საათზე შეერკინება.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. 19 თებერვლის თამაში რუსთავში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა:

უკანა ხაზი (ბექები)

მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, გიორგი ფრუიძე, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კოშაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, გელა აფრასიძე

შერკინება (ფორვარდები)

ზურაბ ჟვანია, თორნიკე მატარაძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, სოსო ბეკოშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, საბა შუბითიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ცუცქირიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gogig
გერმანია ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ნუშევცდებით მის შეფასებაში. ზოგადად, ახალგაზრდების გამოცდა აუცილებელია, თუნდაც რეტინგში შესაძლო ჩამოქვეითების ფასად.
ako
რეიტინგს ნუ გავრისკავთ უფრო მეტ სალაპარაკოს მივცემთ ბობოლებს მითუმეტეს ბელგია პროგრესიფებს
giga
გერმანიას ნაირ არაფრის მაქნის და ძალიან სლაბი გუნდთან შეხვედრა არაფრის მომცემია.
კკა
კარგია ბეკოშვილი ძლიერი პირველი ნომერია
სოსო
ვფიქრობ ვასკასაც სჭირდება მუდმივი პრაქტიკა ნაკრებში,უკანა ხაზი მასთან ერთად უნდა შეთამაშდეს.
giorgi
საჯაიას ბევრის დამტკიცება მოუწევს. მის ადგილზე ჯაბა ბრეგვაძე შჰალვა მამუკაშვილი(მონპელიე) და ბადრი ალხაზაშვილი(ტულონი) არიან. მეტი ახალბედა უკანა ხაზში და მეორე მესამე ხაზში
tazo
ახალგაზრდები რაც შეიძლება ბევრი უნდა ათამაშოს, მომავლისთვის ეს ძალიან კარგი იქნება, ბევრ ახალ სახეს ვხედავთ მთავარ ნაკრებში და კიდე მეტი უნდა იყვნენ მაგ. საჯაია ლაშა.
ნ
წარმატებები ბიჭებს, ოღონდ მსოფლიო რაგბის რეიტინგი ამ ექსპერიმენტებს არ უნდა შეეწიროს!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა
მეტოქე: "შავი ეშმაკები" "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის დაირაზმნენ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს