საქართველოს ნაკრები "ევროპა რაგბის" ჩემპიონატში 11 თებერვლიდან ჩაებმება
საქართველოს ნაკრები "ევროპა რაგბის" ჩემპიონატში 11 თებერვლიდან ჩაებმება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრებია, რომელსაც ბრიუსელში დავუპირისპირდებით. საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, საფრანგეთის ქალაქ ტულუზში შეიკრიბება და ბელგიაში იქიდან გაემგზავრება.

ამჟამად ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ახალ ზელანდიაში იმყოფებიან სტაჟირებაზე ამ ქვეყნის წამყვანი კლუბების, ოკლენდის "ბლუზისა" და ველინგთონის "ჰარიკენზის" ბაზაზე. "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობასაც მილტონ ჰეიგი სამშობლოდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

ბელგიელთა მზადების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სამაგიეროდ, უკვე ემზადება მომავალი ბატალიებისთვის რუსეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც პირველ მატჩს ესპანეთში გამართავს. რუსთა თავკაცმა ალექსანდრ პერვუხინმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც 12 იანვარს სოჭში დაიწყო, 33 მორაგბეს უხმო, რომელშიც ევროთასებზე მოასპარეზე "ენისეის" მორაგბეები არ არიან.

პერვუხინის რჩეულთა შორის ისევ მოხვდა ქართული წარმოშობის პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე ("კრასნი იარი").

რუსეთის ნაკრები

ვასილი არტემევი, აზამატ ბიტიევი, იგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ვასილი დოროფეევი, ევგენი კოლომოიცევ, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ბოგდან ფედოტკო, ვალერი ცნობილაძე (ყველა-კრასნი იარი), სერგეი ბელენკოვი, ვიქტორ კონონოვი, დიმიტრი კროტოვი, ვლადიმირ სუსლოვი, აზატ მუსინი, ნიკიტა ჩურაშოვი, ალექსეი ცეიცინი (ყველა-ენისეი), დენის ბარაბანცევი, ანტონ დროზდოვი, ვლადიმირ პოდრეზოვი, სერგეი ტრიშინი, დანილა ჩეგოდაევი, სერგეი იანუშკინიუ (ყველა-ვვა), ტაჰირ გაჯიევი, დიმიტრი გრიცენკო, მაგომედ დაუდოვი, ევგენი ნეპეივოდა, სერგეი სუგრობოვი (ყველა-ყუბანი), დენის ანტონოვი, ევგენი მიშეჩკინი, სერგეი ჩერნიშოვი (ყველა-სლავა), ანტონ სიჩევი (მეტალურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
დავით კაჭარავა 2016 წლის რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რუსებმა ქართველი მორაგბეები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ დაითანხმეს
მეტოქე: "შავი ეშმაკები" "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის დაირაზმნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი ქართველი ორი მეტოქის რიგებში
რაგბი. ლეგიონი: რუსეთის ჩემპიონატს ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდი მოიგებს
მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს