ქართველ სამთო მოთხილამურეებს წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელით
ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალებში ქართველი სპორტსმენები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მონაწილეობენ. 1997 წელს შვედურ სუნდსვალში ფიგურულად მოციგურავე ვახტანგ მურვანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც ჩვენებისთვის მსგავს შეჯიბრებებში დღემდე ერთადერთი ჯილდოა. 2015 წლის ფესტივალზე მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ მე-5 ადგილი დაიკავა.

წლეულს ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თურქეთის საკურორტო ქალაქ ერზრუმში 12-17 თებერვალს გაიმართება. ზამთრის სპორტის 9 სახეობაში (ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, სამთო თხილამურობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ქერლინგი, ყინულის ჰოკეი და შორტ-ტრეკი) მედლებისთვის 39 ქვეყნის 1400-მდე სპორტსმენი იბრძოლებს.

მონაწილეთა შორის საქართველოს 6 წარმომადგენელიც იქნება: სამთო მოთხილამურეები - ეკატერინე გოცირიძე (თბილისი), თამარ ბარბარიანი, ლაშა და გიორგი კურტანიძეები (სამივე - ბაკურიანი), სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი (მესტია) და ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე (თბილისი).

ერზრუმში საქართველოს 16-კაციან დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებენ. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იქნებიან მწვრთნელები - ირაკლი ნასყიდაშვილი, ლაშა გავა, ლელა ჩოფიკაშვილი და ლევან მშვილდაძე, ფიგურული ციგურაობის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. ოლიმპიურ მისიას სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია ჩაუდგება სათავეში.

ფესტივალის გახსნისა (12 თებერვალი) და დახურვის (17 თებერვალი) ცერემონიალები ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, უშუალოდ შეჯიბრებები კი 13-17 თებერვალს ჩატარდება.

თურქეთის მთავრობამ ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის 15 მილიონი ევრო გამოჰყო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი საგანგებო ზომები მიიღო.

პირველიდან 8 თებერვლის ჩათვლით, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი ზამთრის სახეობებში მსოფლიო უნივერსიადას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ოთხი სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს: სამთო თხილამურებში - გოგა ოგბაიძე (გუდაური), შოთა ნათაძე (ბაკურიანი) და თამარ ბაქრაძე (თბილისი), ხოლო ფრისტაილში დათო თედიაშვილი (ბაკურიანი) იასპარეზებს.

- ქართველ სამთო მოთხილამურეებს წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელით, - გვითხრა ყოფილმა მოთხილამურემ, ამჟამად სათხილამურო ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სოფიო ახმეტელმა. - უფროსები ევროპაში იმყოფებიან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვალში გაიმართება.

გოგა ოგბაიძეს, შოთა ნათაძესა და თამარ ბაქრაძეს, რომლებიც დეკემბრის მიწურულს მსოფლიო უნივერსიადაზე გაემგზავრებიან, საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობის კარგი გამოცდილება აქვთ.

ერზრუმში ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე გამომსვლელი ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარიანი, ლაშა და გიორგი კურტანიძეები თანატოლთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და თასის მფლობელები არიან. შარშან, ოქტომბერში, სეზონის დაწყებამდე იუნიორთა ნაკრების წევრები - თამარ ბარბარიანი და ლაშა კურტანიძე ავსტრიულ შტუბაიტალსა და ჰინტერტუქსში იმყოფებოდნენ საწვრთნელ შეკრებაზე.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად იწვევენ ახალგაზრდა სპორტსმენებს (1996-2000 წწ. დაბადებულ სპორტსმენებს). ამჟამად ეს პატივი ქართველთაგან თამარსა და ლაშას ერგოთ.

დეკემბერში გოცირიძემ, ბარბარიანმა, ლაშა და გიორგი კურტანიძეებმა ეროვნული ნაკრების წევრ იასონ აბრამაშვილთან ერთად ერზურუმი/პალანდუკენში (თურქეთი) იმ ტრასებზე იასპარეზეს, სადაც წლეულს ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. იასონმა იქ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა.

პირველ დღეს 8 ქვეყნის 51 სამთო მოთხილამურეს შორის ლაშა კურტანიძემ მე-13, გიორგი კურტანიძემ კი მე-15 ადგილი დაიკავა. ქალთა შორის გოცირიძე და ბარბარიანი, შესაბამისად, მე-10 და მე-12 ადგილებზე გავიდნენ. არადა, კატომ, თამარმა და ლაშამ იუნიორთა შორის პირველად იასპარეზეს. მეორე დღეს ლაშამ და თამარმა მეექვსე ადგილები დაიკავეს.

მესამე დღეს ლაშა კურტანიძე მე-7, გიორგი კურტანიძე კი მე-10 იყო, გოცირიძე და ბარბარიანი, შესაბამისად, ისევ მე-10 და მე-12 ადგილებით დაკმაყოფილდნენ. ასე რომ, ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ოლიმპიურ ფესტივალზეც უნდა გვასახელონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
რამდენი ხანი გავიდა და ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის მშენებლობაზე ვერაფერი გავიგე.რა ხდება?არადა მის აშენებას მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი გვპირდებოდა,ნოდარის სიცოცხლის საკომპენსაციოდ.იმათ გადაგვაგდეს თუ ჩვენებმა?
სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
იასონ აბრამიშვილმა ერზრუმში ღია ჩემპიონატზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
კვარცხლბეკზე იასონ აბრამაშვილი და ჯაბა გელაშვილი
საქართველო ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე 8 სპორტსმენით წარსდება
[VIDEO] ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მე-10 ადგილი დაიკავა
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ