პოლონური "შლიონსკის" ქართველმა მცველმა თურქეთში თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა
თურქულ შეკრებაზე "საბურთალომ" მეორე საკონტროლო შეხვედრაში პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "შლიონსკს" დაუპირისპირდა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თამაშობს.

თბილისური გუნდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა, მეტოქეთა რიგებში კი შეცვლაზე ითამაშა დვალმა, რომელიც წლების განმავლობაში "საბურთალოს" სკოლის ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ყოფილ კლუბთან ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგიდან" ვროცლავის "შლიონსკში" გადასული ლაშა დვალი პოლონეთს კარგად შეეწყო და ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში არაერთხელ მოხვდა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე მოასწრო ეროვნულ ნაკრებში (5 მატჩი) თამაში, ირიცხებოდა ინგლისის პრემიერშიფის "რედინგში", სადაც გამოსვლის საშუალება იურიდიული პრობლემების გამო არ მიეცა. უკვე შეიცვალა სამი უცხოური კლუბი ლატვიაში, თურქეთსა და გერმანიაში, ახლა კი პოლონელები მასზე დადებითად ლაპარაკობენ. ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ მცველზე პოლონელები წერდნენ, რომ შესაძლოა "შლიონსკმა" გაყიდოს და ისიც ითქვა, რომ მისი შეძენით ამსტერდამის "აიაქსი" დაინტერესდა.

ფაქტია, რომ პოლონეთის ექსტრაკლასა საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და ფეხბურთელისთვის ტრამპლინად გამოდგება.

მოსალოდნელია თუ არა დვალის ტრანსფერი? ამის დასადგენად პოლონური გუნდის შემადგენლობაში თურქეთში შეკრებაზე მყოფ 21 წლის ქართველ მცველს დავუკავშირდით.

"პოლონეთს ნამდვილად კარგად შევეწყვე. რაც შეეხება დაინტერესებებს, იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ კონკრეტული გუნდების დასახელება არ შემიძლია, რადგან, სავარაუდოდ, ჩემპიონატს ისევ "შლიონსკში" ჩავამთავრებ.

ყველაზე რეალურია, პოლონეთში ჩემპიონატი ბოლომდე ვითამაშო და რაც მთავარია, შრომით პროგრესირება გავაგრძელო", - ამბობს დვალი.

დავინტერესდით, რა შთაბეჭდილება დარჩა დვალს ყოფილ გუნდზე:

"სიმართლე რომ გითხრათ, "საბურთალომ" გამაკვირვა. თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და დროის გარკვეული მონაკვეთი ბურთს საკმაოდ კარგ დონეზე აკონტროლებდნენ კიდეც.

ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი და ნიჭიერი ბიჭები ჰყავთ, მათ წარმატებებს ვუსურვებ. "საბურთალომ" ეს შემადგენლობა და ბირთვი რომ შეინარჩუნოს, 2-4 წელიწადში არ გამიკვირდება, ევროპის ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს.

საერთოდაც, "საბურთალოს" განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ამ კლუბში გავატარე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
ღმერთმა ქნას რომ მასე იყოს , მაგას რა აჯობებს. ეგაა რომ კლუბმა უნდა ისწავლოს გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ფეხბურთელების უფასოდ გაშვებაზე უარი თქვას და რაც მთავარია მაყურებელი უნდა ჰყავდეს ჩემპიონატის მატჩებზე თუნდაც 4-5000 კაცი მუდმივი. უმაყურებლოდ ევროპა კი არა ანგოლა ლიგაზე ვერ გახვალთ
gio
კი კაცო მოხვდება დილიტ გაიგვიზე და
ehh
2-4 weliwadshiii? ara mgonia, 10-12 uechveli. avtor simartle tkvi es xo sheni mopikrebulia?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა