დღის მიღწევები და სტატისტიკა
გიჟური მატჩი გაიმართა ატლანტაში, სადაც გამარჯვებული ოთხი ოვერტაიმის შემდეგ გაირკვა.

"ჰოქსს" შეეძლო უფრო ადრე დაემარცხებინა "ნიქსი", მაგრამ ნიუიორკელები ორჯერ გადაარჩინა კარმელო ენტონიმ და ერთხელ - კორტნი ლიმ.

თავდაპირველად, ენტონიმ გაათანაბრა ანგარიში მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 2.6 წამით ადრე, შემდეგ, იგივე გააკეთა 6.9 წამით ადრე პირველი ოვერტაიმის დამთავრებამდე. მეორე ოვერტაიმში კარმელოს აღარ ჰქონდა თავისი გუნდის გადარჩენის შანსი, რადგან ექვსი პერსონალურის გამო დატოვებული ჰქონდა მოედანი, სამაგიეროდ, ეს გააკეთა ლიმ - შორეული ტყორცნით 1.5 წამით ადრე.

მესამე ოვერტაიმში კი უკვე "ატლანტა" გადაარჩინა დენის შრიოდერმა, რომელმაც 128:130-ზე სირენამდე სამი წამით ადრე გამოიყენა ტყორცნა. მეოთხე დამატებულ ხუთწუთეულში მასპინძლებმა მაინც გამოსტაცეს "ნიქსს" გამარჯვება. გადამწყვეტი ბურთი 11.4 წამით ადრე პოლ მილსეპმა ჩააგდო. მან ამ შეხვედრაში 60 წუთი და 7 წამი ითამაშა, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა. ბოლოს იმავე ლის კიდევ ერთი ოვერტაიმის ორგანიზება შეეძლო, მაგრამ ბოლო ტყორცნა არაზუსტი იყო.

ეს იყო მე-11 შეხვედრა ლიგის ისტორიაში, როცა გუნდებს ოთხი ოვერტაიმი დასჭირდათ. ბოლო ასეთი მატჩი შარშანდელი სეზონის სტარტზე გაიმართა "დეტროიტსა" და "ჩიკაგოს" შორის.

"დალას მავერიქსმა" 2010 წლის 26 ნოემბრის შემდეგ, პირველად მოიგო სან ანტონიოში. ეს სერია შვიდ წაგებულ მატჩს უდრიდა. დალასელთა რიგებში საუკეთესო იყო სეტ კარი. სტივენ კარის ძმამ 24 ქულით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა და სწორედ მან ჩააგდო გადამწყვეტი ტყორცნა სირენამდე 17.3 წამით ადრე. არადა, "სან ანტონიო" მეორე მეოთხედში 15 ქულით იყო დაწინაურებული.

ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა დააგროვა და გახდა პირველი მოთამაშე "კლივლენდის" ისტორიაში, ვინც ამ კლუბის მაისურით 20 ათასი ქულა დააგროვა.

"ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა 20 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა და 24-ე სამმაგი დუბლი შეასრულა სეზონში. თუმცა, თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და მხოლოდ შვიდი ჩააგდო, თან ოთხი შეცდომა დაუშვა.

"სან ანტონიოს" წაგების შემდეგ, დღის მეორე მოულოდნელობა გახდა "ტორონტოს" წაგება შინ "ორლანდოსთან". კანადური კლუბი კომფორტულად იგებდა პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე მეოთხედის ბოლოს, "ორლანდომ" ზედიზედ 19 ქულა აიღო.

"რეპტორზისთვის" ეს იყო მეექვსე წაგება ბოლო შვიდ მატჩში, "ორლანდომ" კი ბოლო რვაში მეორედ მოიგო.

"ინდიანამ" პოლ ჯორჯის 33 ქულის დახმარებით გაანადგურა "ჰიუსტონი". "პეისერსმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და მხოლოდ 15 ქულა ააღებინა "როკეტსის" ლიდერს ჯეიმს ჰარდენს. ჯორჯისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე 30-ქულიანი მატჩი.

"ინდიანასთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე გამარჯვება და მეცხრე ბოლო 13 შეხვედრაში.

"ნიუ ორლეანი" პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულას აგებდა, მესამე მეოთხედის შემდეგ, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. "ვაშინგტონის" რიგებში მარკიფ მორისმა თავისი 21 ქულიდან 12 მეოთხე მეოთხედში დააგროვა.

"უიზარდსმა" ბოლო ცხრა მატჩში მერვედ მოიგო.

ატლანტა-ნიუ იორკი 142:139 (4OT)

30:37, 31:28, 22:16, 21:23, 9:9, 10:10, 7:7, 12:9

ა: მილსეპი (37+19 მოხსნა+7 პასი), ბეიზმორი (24), შრიოდერი (23+15 პასი), ჰარდუეი (19+8 პასი), ჰოვარდი (19+13 მოხსნა), დანლივი (12).

ნ-ი: ენტონი (45), ჯენინგსი (18+11 პასი), ლი (17), პორზინგისი (15), ჰოლიდეი (15), კუზმინსკასი (13), ნოა (6+14 მოხსნა), ო’ქუინი (2+12 მოხსნა).

კლივლენდი-ოკლაჰომა 107:91

21:24, 37:21, 22:20, 27:26

კ: ირვინგი (29+10 პასი), ჯეიმსი (25+14 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (19+12 მოხსნა+4 დაფარება), შამპერტი (16).

ო: უესტბრუკი (20+12 მოხსნა+10 პასი), ოლადიპო (17), ლოვერნი (13), საბონისი (12), ადამსი (7+10 მოხსნა).

ინდიანა-ჰიუსტონი 120:101

33:20, 24:23, 33:27, 30:31

ი: ჯორჯი (33), ტერნერი (18+10 მოხსნა+4 დაფარება), ტიგი (17+15 პასი), რობინსონი (14), იანგი (11), ალენი (10).

ჰ: ანდერსონი (27), ჰარდენი (15+8 პასი), გორდონი (14), ჰარელი (10), კაპელა (10).

ნ. ორლეანი-ვაშინგტონი 94:107

23:29, 17:28, 33:17, 21:33

ნ-ო: დევისი (36+17 მოხსნა), ჰოლიდეი (26+11 პასი), მოტეიუნასი (10).

ვ: ბილი (27), მორისი (21), უოლი (18+19 პასი), გორტატი (17+11 მოხსნა), პორტერი (13).

ტორონტო-ორლანდო 113:114

36:27, 15:33, 27:22, 35:32

ტ: ლაური (33+8 პასი), დეროზანი (22+6 პასი), როსი (17), ვალანჩუნასი (12), პატერსონი (7+10 მოხსნა).

ო: ვუჩევიჩი (25+10 მოხსნა+4 დაფარება), ოგასტინი (21), გრინი (16), უოტსონი (15), იბაკა (12), პეიტონი (11+10 პასი).

ჩიკაგო-ფილადელფია 121:108

37:23, 30:34, 29:30, 25:21

ჩ: ბატლერი (28+7 პასი), ლოპესი (21+10 მოხსნა), უეიდი (14+6 პასი), მაკდერმოტი (14), ციპზერი (13), მიროტიჩი (13), რონდო (8+10 პასი).

ფ: ილიასოვა (31+11 მოხსნა), კოვინგტონი (21+12 მოხსნა), სტაუსკასი (15), მაკონელი (14+12 პასი), ნოელი (12).

სან ანტონიო-დალასი 101:105

28:27, 31:22, 22:28, 20:28

ს-ა: ლენარდი (24), პარკერი (16), ოლდრიჯი (16), ლი (14), ჯინობილი (10).

დ: სეტ კარი (24+10 მოხსნა), ბარნსი (19), მეტიუზი (17), ნოვიცკი (15+10 მოხსნა+4 დაფარება).

პორტლენდი-გ. სტეიტი 111:113

24:33, 26:20, 24:31, 37:29

პ: მაკალუმი (28), ლილარდი (19+8 პასი), ტერნერი (18+6 პასი), პლამლი (15+11 მოხსნა), ჰარკლესი (10).

გ-ს: დურანტი (33+10 მოხსნა+6 პასი), ტომპსონი (27), ფაჩულია (14+4 ჩაჭრა), იგუოდალა (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა