"მანჩესტერ სიტის" კოტდივუარელი მცველი კოლო ტურე, შეიძლება, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"მანჩესტერ სიტის" მცველი კოლო ტურე, შეიძლება, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. მიზეზი: კოტდივუარელი მცველის ორგანიზმში დოპინგი აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ არ ათამაშა რობერტო მანჩინიმ 29 წლის ვარსკვლავი ოთხშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ისტლენდელებმა 3:0 მოიგეს.

ხუთშაბათს, ანტისადოპინგო ლაბორატორიის თანამშრომელთათვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა ნივთიერება აღმოაჩინეს ტურეს ორგანიზმში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყი ძალთა აღმდგენი წამლის "ნაწილი", თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა პირწმინდა დოპინგის კვალიც აღმოჩენილიყო. მკაფიო პასუხი მეორე ტესტმა უნდა გასცეს, მანამდე კი "სიტის" ყოფილ კაპიტანს თამაშის უფლება არ აქვს. ინგლისური ტაბლოიდები "გაძვრნენ-გამოძვრნენ" და მავანი წყაროებისგან გაიგეს, რომ დიდი შანსია ტურე თავისი "ფარმაცევტული საქმიანობის" შესახებ კლუბს უმალავდა. თუმცა, ასეც რომ იყოს, ფეხბურთის ასოციაციას გული არ მოულბება.

ბრიტანეთში ასეა: ყველა სპორტსმენს ეძლევა აკრძალულ ნივთიერებათა ჩამონათვალი და, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი ხდებიან თავიანთ ექიმებს შეუთანხმონ რა ვიტამინებს თუ წამლებს სვამენ. ახლა, როგორც მოგახსენეთ, ტურეს ამბის ბოლომდე გასარკვევად კიდევ ერთი ტესტია საჭირო, თუმცა, რომც გაირკვეს, რომ ის ძალთა აღმდგენ საშუალებას ეტანებოდა, "კრიმინალური შემოწმება" მაინც გასავლელი იქნება - ვაითუ, ნარკოტიკის კვალია?

მეორე მხრივ, ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ კრიმინალური კვალის აღმოჩენა საეჭვოა, რადგან ტურე მორწმუნე მუსლიმია და სასმელსაც კი არ ეკარება, თუმცა ნივთიერებას, რომელიც ფეხბურთელის ორგანიზმში აღმოჩნდა შესაძლოა კოკაინი და მარიხუანა შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ კოლო ტურე "მანჩესტერ სიტიში" ორი წლის წინ მარკ ჰიუზმა გადაიყვანა. რასაკვირველია, დღეს, "უიგანთან" შეხვედრაში ის მოედანზე არ იქნება. იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ ფეხბურთელი დოპინგს იღებდა, მას დასჯიან. ყველაზე მარტივ შემთხვევებში ოთხიდან ცხრა თვემდე დისკვალიფიკაციას უსჯიან ხლმე. ამასთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტიმ" გაავრცელა ოფიციალური განხადება:

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ კოლო ტურეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან მოუვიდა წერილი, სადაც მას ატყობინებენ, რომ ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. შესაბამისად, სანამ ყველაფერი იურიდიულად არ გაირკვევა და დამტკიცდება, ის "მანჩესტერ სიტის" შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს".

ტაბლოიდებს ტურეს ერთ-ერთმა ახლობელმა და საქმეში ჩახედულმა ადამიანმა უთხრა: "შესაძლოა დამტკიცდეს, რომ კოლო უბრალოდ სულელია და კარიერა გაიფუჭა."

აღსანიშნავია, რომ კოლო ტურე ნაცნობ-მეგობართა შორის ცნობილია, როგორც პატიოსანი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი. ამბობენ, რომ როდესაც დოპინგის ამბავი შეიტყო, მას წარბიც არ შეუხრია.

კ ო მ ბ ლ ე
საგოლე პასი კი არა გოლი და მოგებაც მაგას ეკუთვნის რატომ? ჩვენია და იმიტომ. ჰმ, საგოლე პასი, ტუ ტუუუუუუუუუ
ოთო
რა შუაშია აქ კაჭარავა? კაცი შემთხვევით ოდნავ შეეხო ბურთს :)))))) ნეტა მართლა საგოლე პასი გაეკეთებინა ან გაეტანა მარა ეს არარის საგოლე პასი ..
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა