2017 წლის 1-ელი თებერვლიდან "ბორჯღალოსნებს" სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - "ქენთებრი" (Canterbury) შემოსავს
2017 წლის 1-ელი თებერვლიდან "ბორჯღალოსნებს", "უმცროს ბორჯღალოსნებს", 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - "ქენთებრი" (Canterbury) შემოსავს.

პირველ თებერვალს ახალი ფორმის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და "ქენთებრის" შორის. ახალი კვართები "ბორჯღალოსნებმა": მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.

ახალი კვართი, ახალი ფერი

"ბორჯღალოსნების" ახალი კვართი "ქენთებრის" უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.

"ქენთებრის" სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ განაცხადა:

"ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს".

ღვინო ჩვენი ფერია!

რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და "ქენთებრიმ" იმუშავეს იმაზე, რომ შეექმნათ სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - "ღვინის ფერი".

"საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი.

რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან" - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი.

ახალი ფორმით "ბორჯღალოსნები" პირველად 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.

ქართული რაგბის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზია

დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი, ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებ-გვერდზე www.rugbystore.ge

ინტერნეტ-მაღაზია "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, "სარაგბო" კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.

"ძალიან ღირშესანიშნავი დღეა. დღეს გაიმართა "ბორჯღალოსნების" ახალი კვართის, ასევე რაგბის პირველი ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია.

რაგბის ონლაინ-მაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონალინ-მაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები.

"თიბისი ბანკი" დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას" , - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

რაგბის საგულშემატკივრო აქსესუარების შეძენა ონლაინმაღაზიაში დღეიდან უკვე შესაძლებელია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

daviti
ღვინის პერს მივესალმები მაგრამ ფერის იდენტობა დასახვეწია,თან ბრონზეს ფერის მაგივრად თეთრი ყოფილიყო. გასაგებია ბრენდის ნიშანია მაგრამ ეს სამი ბჭყალი სამი ექვსიანის მოხაზულობისაა და რასაც ნიშნავს იცით,ქართველებისთვის ტრადიციები ბევრად უმჯობესია.სპონსორი კი ღვინის ან მინერალური წყლის სახით მოვიძიოთ.
გგგ
მე მომწონს. ძალიან კარგი ფერია ესეც და თეთრიც კარგი იქნება. ჩემი აზრით არაა აუცილებელი დროშის ფერში იყოს. მთავარია გემოვნებით შერჩეული და ლამაზი გამოვიდეს! წარმატებები ბიჭებს! რაგბი ჩვენი თამაშია!!!!
რეზო
ფერი კარგია,მართლაც ჩვენი. ბრინჯაოს ფერი არ უხდება, და ნატახტარს ვაზთან არაფერი ესაქმება. P.S. უცხოეთში ვარ და აქ არ აგზავნიან. ქვის ხანაა?
papai
სწორი გადაწყვეტილებაა, იდენტიფიცირება ხდება მაისურითაც, წითელი ინგლისს უელსს კანადას ტონგასაც აცვია. ეს ფერი იქნება ქართული და აღარც უნდა შეიცვალოს. ძველი დროშა არაფერ შუაშია.
ირაკლი
250 ლარად რო ვიყიდო ეგ მაისური და მერე სადმე დამესვაროს ხო გადავეშვი მეხუთე სართულიდან :დ ფორმას რაც შეეხება, შინდისფერზე ცუდი ფერი ალბათ არარსებობს და როცა ლაპარაკი დაიყწო რო შინდისფერი იქნებაო, ვიფიქრე რამე საშინელება იქნებოდა, მაგრამ ძალიან მაგარი გამოვიდა. ყოჩაღ მართლა. თეთქი ფორმა აჯობებს ალბათ უფრო, მაგრამ ესეც ძალიან მაგარია
ასად
კვართი. გრუზინების ამპარტავნებას საზღვარი არ აქვს
გიგა
პირველ რიგში მთავარია მოგებით გავიხაროთ და ფერს მნიშვნელობა არ ექნება (ის რო ფერი წყვიტავს მოგება-წაგებას მაგის იმედია არავის გვჯერა). მარა მაინც ნამეტანი ხშირად არ უნდა ხდებოდეს გამოცვლა. მსოფლიოსთვის შავი კვართები რო იყო, ის ვიყიდე 200 ლარად და ახლა ამაშიც ამდენივეს ჯერ ვერ გადავიხდი. და ეს ფერი თუ გადაწყდა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ლურჯი ფერი რატო შეიქმნა?
GEO
250 ლარი არ გეძვირებათ?
თენგო
პირველი რეაქცია უარყოფითი იყო - (1) ზუსტად ასეთი ფერი ქონდა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს, მგონი კრემლის ფერის ასოციაცია; (2) ძალიან დიდი ლოგო წინ; (3) უკან ვაზი აღარ ჩანს იმდენად უაზროდ ახლოს მიუწერეს ნატახტარი; (4) თუმცა კიდვ კარგი ეინა ლოგო ლურჯი არ არის, ეგ უკვე დადებითია:); (5) და თეთრი ფორმა მგონი მაინც ჯობია. მოკლედ ამ ფორმას არ ვიყიდი, დავლოდები მსოფლიოს, იქ ლოგოებს მოაცილებენ. ისე კი მნიშვნელობა თამაშს აქვს და არა ფორმას! ლელო!
avto
რა განხილვაზე ლაპარაკობთ რამდენი წელია ფერის შეცვლის თემა განიხილება გულშემატკივარში ძაან კაია რომ დააბრუნეს ღვინისფერი
nemo
ცუდი ფერი არ არის მაგრამ ღვინო რა შუაშია
bs
სხვისი არ ვიცი მარა მაგრად გამეხარდა ეს ფერი რომ აირჩიეს, ჩვენს ტრადიციებთან დაახლოებული ფერია შინდისფერი და თუნდაც ღვინის ფერი უწოდონ არა აქ მნიშვნელობა, ბოლოს და ბოლოს ორჯერ დამოუკიდენლობა ამ ფერის დროშით მოვიპოვეთ და დღეს რომ სხვანაირი (შესანიშნავი) დროშა გვაქ არ ნიშნავს რომ ამ ფერთან დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ლამაზი ისტორია დავივიწყოთ. შავი ფერი არა აქ ზელანდიას დროშაზე მაგრამ ,,ოლ ბლექსია" ცისფერი არა აქ იტალიას მარა მათი გუნდი ,,აძურია", საერთოს არ მოდის მგონი ფორთოხალი ჰოლანდიაში მაგრამ გუნდი ,,ნარინჯისფერია" ჩვენებმა იდეალური გამოსავალი ნახეს და არ დაემსგავსნენ თეთრ-წითელ ინგლისელებს. ფერი არის ჩვენი! ქართული! ტრადიციული! ლამაზი! მოკლედ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ რომ გარდა იმისა, რომ ჯიგრები და გულიანები ხართ, ჭკვიანებიც ხართ! გენაცვალეთ !!!
SL
ჯობია ჯერ განხილვა და შემდეგ მოქმედება. მთავარია მოვიგოთ და ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ისე საქართველოში ასიდან მაქსიმუმ ერთი ღვინო იყოს მაგ ფერის. შავი საფერავის ფერის ელემენტებით გაწყობა მოუხდებოდა ფორმას, რახან ეგ ფერი აიღეს. ალბათ ახლა უკვე გვიანია ამაზე მსჯელობა. ამიტომაც ჯობია ჯერ განხილვა და შემდეგ მოქმედება :) პატივისცემით ლადი სვანიძე
რეზო
მადლობა ღმერთს! მშვენიერი ფერია.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"სამპდორიამ" ახალი ფორმა ტყეში წარადგინა [PHOTO]
ინტერნეტში "იუვენტუსის" ახალი ფორმის ფოტოები გავრცელდა [PHOTO]
ინტერნეტში "ბარსელონას" მომავალი სეზონის ახალი გასვლითი ფორმის სურათი გავრცელდა
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
საქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ბარსელონამ" საგარეო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო [VIDEO]
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
შეაფასე "ბარსელონას" ახალი ფორმა - კლუბმა თარიღი დააანონსა