3 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება
3 თებერვალს, ზამთრის შესვენებით და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 24, 25 და 27 იანვარს თბილისმა ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისრაელის, შოტლანდიის და შვეიცარიის ნაკრებები იყვნენ.

ჩვენმა გუნდმა ეს ეტაპი უდანაკარგოდ დაძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეინ რაუნდის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, გადამწყვეტი ეტაპის შეხვედრები მარტის მიწურულს მინსკში გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქეები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელორუსის ნაკრებები იქნებიან.

რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ლიგის VI ტურს, იგი ორ დღეზე გადანაწილდება და 7 თებერვალს ბათუმში დასრულდება.

2017 წლის პირველი სათამაშო დღე 3 თებერვალს, 16:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. ვიცე-ჩემპიონი და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "სტუ-თელასი" "თბილისი ვარიორსს" დაუპირისპირდება. "ენერგეტიკოსების" და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის შეგირდები სეზონის სტარტზე, დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

18:00 სთ-ზე პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გაიმართება. წინა სეზონის ბრინჯაოს ფინალისტები მფკ "თბილისი" და მფკ "აფხაზეთი" ამჯერად ერთმანეთს მნიშვნელოვანი ქულებისთვის და პლეი-ოფისათვის ბრძოლაში პოზიციების გასამყარებლად დაუპირისპირდებიან. "დედაქალაქელები" 6 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ, "შავიზღვისპირელები" კი მათ ორი ქულით და ორი საფეხურით ჩამორჩებიან.

თბილისურ სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს. 20:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი და ჩემპიონობის ფავორიტი, მფკ "ტატიშვილი" და წლევანდელი სეზონის აღმოჩენა, მფკ "აგორა" წარდგებიან. თუკი "მედიკოსები" უდანაკარგოდ ლიდერობენ სატურნირო ცხრილს, დებიუტანტი "აგორა" ხუთი ტურის შემდეგ, სამი მოგებითა და ორი ფრით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

03.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VI ტური

16:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ თბილისი - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ აგორა - მფკ ტატიშვილი

VI ტურის კიდევ ორი შეხვედრა სამშაბათს, 7 თებერვალს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება. ბათუმური კლუბები საშინაო შეხვედრებს, ტრადიციულად, აჭარის დედაქალაქში ჩაატარებენ.

16:00 სთ-ზე მფკ "დინამო ბათუმი" გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდება და ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება. რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბს, მისი მეტოქე სატურნირო ცხრილის მეზობელი, მფკ "მგლები" იქნება. ორივე გუნდი მფკ "აფხაზეთთან" ერთად 4-4 ქულით მე-7-მე-9 ადგილებს იყოფს და შესაბამისად, "ბათუმელი სტუდენტები" მასპინძლის ფაქტორის გამოყენებას მნიშვნელოვანი ქულების მოსაპოვებლად შეეცდებიან. შეხვედრა 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

07.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. VI ტური

16:00 მფკ დინამო (ბთ) - მფკ იბსუ

18:00 მფკ ბსუ (ბთ) - მფკ მგლები

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები: sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა