ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო სეზონს ოდიველასით იწყებენ
ამ უქმეებზე ახალი საერთაშორისო სეზონი ქართველი ძიუდოისტებისთვისაც დაიწყება - 4-5 თებერვალს ეროვნული ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა პორტუგალიურ ოდიველასში "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" იჭიდავებს.

ეს არ იქნება ძლიერი შეჯიბრება და სწორედ ამიტომ ჩვენები იქ სარეზერვო ფალავნებს გზავნიან, რადგან მსგავსი შეჯიბრებები მათთვის საუკეთესო გზაა, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ საერთო დონე და გაუშინაურდნენ უცხოურ ასპარეზს.

ჩვენი ნაკრები გუშინ, გამთენიისას უკვე გაფრინდა პორტუგალიაში, სადაც მწვრთნელებად გია გუგავა და გიორგი ბაინდუროვი გაჰყვნენ. მათ უმეტეს წონებში 2-2 კაცი წაიყვანეს, თუმცა ზოგან სამ მონაწილესაც სცდიან. აქვე შეგახსენებთ, რომ შენსავე კონტინენტზე გამართულ ამ რანგის შეჯიბრებებში წონაში ქვეყნიდან ოთხი მონაწილის დაყენება შეიძლება, თუმცა ჩვენები ამ კვოტას ბოლომდე არ იყენებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ძირითადად, ახალგაზრდულია. ესეც მისასალმებელი ფაქტია - ახალი კადრებისთვის შანსის მიცემა, მეტი სატურნირო პრაქტიკის მიღება ხელს შეუწყობს მათ დაწინაურებას და კონკურენციის გაზრდას თვით ეროვნულ ნაკრებში. ფედერაციის მიზანიც ესაა - მათ წლევანდელ კალენდარში ადრინდელზე ბევრად მეტი ამ რანგის ტურნირი შეიტანეს, რითაც ზრუნავენ ეგრეთ წოდებული "მეორე ნაკრების" გაზრდაზე. ეს მიღებული პრაქტიკაა ყველა განვითარებულ საჭიდაო ქვეყანაში, რაც იმის წინაპირობაცაა, რომ არ გვეყოლება "თავკომბალა" წონები, ანუ შეიცვლება ჩვენში დამკვიდრებული რეალობა, როცა წონაში გვყავს ერთი ლიდერი - იქნებ ძალიან მაღალი დონისაც, მაგრამ იმის იქით არაფერი და არავინ არაა.

ამასობაში გაირკვა კიდევ ერთი "ევროპის ღია კონტინენტური თასი", სადაც ჩვენი ეს სათადარიგო ნაკრები იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ორი ალტერნატივა ჰქონდა - რომი ან პოლონური კატოვიცე და არჩევანი სწორედ ამ მეორეზე შეაჩერა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ წინა კვირას გუნდის ხელმძღვანელობა მთავარ გუნდთან ერთად ისედაც დიუსელდორფში იქნება "დიდ პრიზზე", ანუ ეს ორი შეჯიბრება ერთიან ციკლში გამოვა.

თუმცა რომის ტურნირიც ასეა მიყოლებული პარიზისას, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ მაინც პოლონეთი არჩია, სადაც გუშინწინ დამთავრებული მეორე დონის ჩემპიონატის გამარჯვებულები გაემგზავრებიან. ოღონდ, სავარაუდოდ, მათ სხვებიც დაემატებიან.

დასასრულ გეტყვით, რომ პორტუგალიის შემდეგ ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც ჩაებმება შეჯიბრებებში - ისინი 11-12 თებერვალს პარიზში "დიდ მუზარადზე" გამოვლენ, სადაც ერთობლივ შეკრებასაც გაივლიან და გერმანიაში გადაინაცვლებენ. იქ ჯერ ასევე ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, 24-26 თებერვალს კი დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როცა ტურნირზე სათადარიგოები მოგყავს, ისინი პერსპექტიული ახალგაზრდები უნდა იყვნენ და არა მე-4 და მე-7 ნომრებად დაბერებულები.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია
ᓒᓘᓐ ᓒᓣᓒᓐᓕᓐ: ᓩᓕᓔᓜᓘ ᓣᓙᓕᓔ ᓔᓨᓘᓜᓘᓐᓗ!
გიორგი ბაინდუროვი: ჩემი აზრით, ჭრიკიშვილმა დაინდო მეტოქე და ამას ემსხვერპლა
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს