საქართველოს ნაკრებისა და "ურალის" ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს
საქართველოს ნაკრებისა და ეკატერინბურგის "ურალის" ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ რუსული კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

გიორგიმ მძიმე ტრავმა გასულ წელს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო. ქართველ ფეხბურთელს მუხლის მყესებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მაშინდელი პროგნოზით, ჭანტურიას რეაბილიტაციისთვის ნახევარი წელი დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც გიორგი აცხადებს, გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს...

- გიორგი, როგორ გრძნობ თავს ოპერაციის შემდეგ?

- გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ექიმმა და ფიზიოთერაპევტმა მითხრეს კიდეც, რომ ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ მუხლი სტაბილურადაა. ასე რომ, უკვე შემიძლია სირბილი და სიმძიმეებით ზოგიერთი რთული სავარჯიშოს შესრულება. ყოველდღე 6-7 საათს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ, რათა უფრო სწრაფად დავბრუნდე, ვიდრე ვარაუდობდნენ.

- ფეხი როგორ გაქვს, ტკივილები კიდევ გაწუხებს?

- ფეხი კარგად მაქვს და აღარც ტკივილს ვგრძნობ.

- გუნდს როდის შეუერთდები?

- გუნდს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდები, როდესაც 100%-ით მზად ვიქნები. არ მინდა გავრისკო, რადგან ქომაგის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მათთვის ხომ გოლები უნდა გავიტანო?!

- ემოციური თვალსაზრისით, მძიმეა ფეხბურთის გარეშე ცხოვრება?

- სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაოდენ მძიმეა ცხოვრება ბურთისა და საფეხბურთო მოედნის გარეშე. ამის დაძლევაში ძალიან მეხმარებიან ოჯახი და მეგობრები. მწამს ღმერთის და მჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი უკეთესად იქნება.

- როგორ გადაიტანე ის მომენტი, როდესაც დიაგნოზის შესახებ პირველად შეიტყვე და გააცნობიერე, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდებოდა?

- როდესაც ტრავმა მივიღე, არ მეგონა, თუ ოპერაცია და 6-7-თვიანი უქმობა მომიწევდა. მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი სამუშაო მაქვს, ეს ფეხბურთია და სპორტში ასეთები ხდება. მე კი არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც მსგავსი გადახდენია.

ახლა სიტყვას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ დაბრუნების შემდეგ უფრო ძლიერი და ეფექტური ვიქნები, ვიდრე უწინ ვიყავი.

zaza
რუსეთის დონეზე რომ გაქაჩოს ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდება და გამოადგება კიდეც ნაკრებს... მონდომებული ჩანს,წონაშიც დაიკლო( სურათზე ასე ჩანს)და ვნახოთ.... წარმატებები!!!
GELA 2
ამ კაცის ნათამაშები ფეხბურთის რა მოგახსენო? ორი დღე იყო ბარსელონაში და თავი შეუცვლელად წარმოიდგინა, ზოგი იტყვის პატარა იყოო, მაგრამ ხასიათის ეს თვისება მაინც შერჩა, ასე ჩანს გარედან, თუ გამოსწორდება ამ საკითხში შეიძლება რუსეთის დონეზე რაღაც გაქაჩოს...
gizog
გაიხარე გიორგი, მალე გამოჯანმრთველებას გისურვებ, სერბეთთან ძალიან გვჭირდება შენი თამაში.უფალი იყოს შენი ძშემწე ყველგან და ყველაფერში. ზოგიერთ კომენტარზე კი აღვნიშნავ, მართლაც ძალიან ამართლებენ საკუთარ გვარს, თუ არჩეულ ფსევდონიმს.
პეტრე კუპრი
ამ კაცის ნათამაში ფეხბურთი ახსოვს ვინმეს?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი
წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
მარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის
გაგნიძე და "ურალის" რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ლუკა წულუკიძე "ურალში" დაბრუნდა - 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი რუსულ კლუბში ითამაშებს
თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი რუსეთში გადაბარგდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ