13 მარტს იტალიის "ოლ სტარი" გაიმართება, რომლის ჩატენვების კონკურსში ქართველი კალათბურთელი გამოვა
13 მარტს იტალიის "ოლ სტარი" გაიმართება, რომლის მონაწილეები გულშემატკივრებმა შეარჩიეს. მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს არაერთი მატჩი გაუცდათ და ამიტომ ისინი 24-კაციან რჩეულთა სიაში ვერ მოხვდნენ. თუმცა ვიქტორს არანაკლებ საპატიო მისიით მოუწევს "ოლ სტარზე" გამოცხადება - იგი ჩატენვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ამ შეჯიბრებაში მისი კონკურენტები იქნებიან: ჯეიმს უაითი (სისარი), ერლ როულანდი (კრემონა) და ჯეფ ვიჯიანო (ბიელა). იტალიურ გამოცემა "ტუტობასკეტში" ჩატენვების კონკურსისადმი მიძღვნილ სტატიას ასეთი სათაური აქვს: "სამი უაითის წინააღმდეგ".

როგორც ჩანს, იტალიელებს ფავორიტად ჯეიმს უაითი მიაჩნიათ. მას ამერიკაში სამჯერ მოუგია ჩატენვების კონკურსი - 2001, 2006 და 2010 წელს. ზოგიერთის აზრით, უაითს არათუ იტალიის, NBA-ს ჩატენვების კონკურსშიც შეუძლია წარმატებით გამოსვლა.

"ვიჯიანო ძალიან მოქნილია და თამაშებისას არაერთ ეფექტურ ილეთს ასრულებს.

როულანდი გამოცდილი კალათბურთელია და ტიტულების კოლექციის გამრავალფეროვნებას ეცდება.

სანიკიძეს გრძელი ხელები აქვს და მისგან საინტერესო გამოსვლაა მოსალოდნელი", - ვკითხულობთ "ტუტობასკეტში".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ვიქტორ სანიკიძესაც აქვს ჩატენვების კონკურსში არათუ მონაწილეობის, არამედ გამარჯვების გამოცდილება. მან 2008 წელს ქართულ "ოლ სტარში" იყოჩაღა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ესტონეთში მოიგო ანალოგიური შეჯიბრება.

დაველოდოთ 13 მარტს...

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა