ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ... უცნაური სკანდალი ესპანურ ფეხბურთში

ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ... უცნაური სკანდალი ესპანურ ფეხბურთში

ესპანელი სოციალისტები და უკრაინელი ნაციონალისტი
გულშემატკივრებმა ესპანეთში ტრანსფერი ჩაშალეს. უკრაინის ნაკრების წევრი რომან ზოზულია იჯარით უნდა გადასულიყო "ბეტისიდან" "რაიო ვალეკანოში". კლუბების ხელმძღვანელებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს, თუმცა გარიგება არ შედგა. ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს.

ნაციონალისტი თუ ნაცისტი?

საიდუმლო არავისთვისაა კიეველი რომან ზოზულიას გამოკვეთილად პროუკრაინული შეხედულებები. საკმარისია, წაიკითხოთ მისი სოციალური ქსელები ან ინტერვიუები. და მაინც, ნაადრევია ნაცისტად მისი შერაცხვა.

ალბათ, ეს სკანდალი არ მოხდებოდა, ზოზულია რომელიმე რუსულ კლუბში რომ გადასულიყო. მაშინ ის იტყოდა, რომ არ არის რუსი ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგი. უბრალოდ, არის იმ პოლიტიკის წინააღმდეგი, რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინაში და იმასაც დაამატებდა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

სხვათა შორის, დაახლოებით ამას წერს ის "რაიოს" გულშემატკივრებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც მოჰყვა აგორებულ საპროტესტო ტალღას. აღმოჩნდა, რომ ულტრასების ცოდნა ზოზულიას ცხოვრებისეულ გზაზე საკმარისი იყო, რათა მათ ფეხბურთელის მიმართ შეურიგებელი პოზიცია დაეჭირათ.

საქმე ისაა, რომ მადრიდთან ძალიან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი ვალეკასი, "ვალეკანოს" სამშობლო, ისტორიულად სოციალისტური, მემარცხენე რაიონია. ადრე ის კედლად იდგა ფრანკოს რეჟიმის მებრძოლების წინააღმდეგ, დღეს კი ეს ადგილი ესპანელ ანტიფაშისტთა გულია. ძალიან ბევრი რადიკალი გულშემატკივართა კლუბის წევრია. ამდენად, მათთვის სულ ერთია, ნაცისტი ხარ შენ თუ ნაციონალისტი.

ბანდერას პორტრეტთან ფოტოსათვის...

ზოზუალიასთან დაკავშირებული გაუგებრობა მაშინვე დაიწყო, როცა იგი "ბეტისში" გადავიდა და სევილიაში ჩაფრინდა. თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხბურთელი უკრაინის გერბიანი მაისურით ჩავიდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაშისტური ორგანიზაციის გერბი.

მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში მოიხადა და სტატიაც აიღო, მაგრამ უკრაინელი ფეხბურთელის მიმართ საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დანარჩენი ზოზულიას მოქალაქეობრივმა აქტიურობამ გააკეთა. ის ფინანსურად ეხმარება უკრაინულ არმიას, სტუმრობს მოხალისეთა ბატალიონებს და ასე შემდეგ. აქვს ფოტო ბანდერას პორტრეტთან.

როდესაც "რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელობა შეეცადა, რომ მღელვარება ოდნავ მაინც ჩაეცხრო, კლუბის გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა მოამზადა სპეციალური ბანერი, სადაც ყველაფერი ეს "გამოფენილი" იყო. ამავე დროს, ეს იყო პასუხი იმ წერილზე, რომელიც ზოზულიამ გულშემატკივრებს მისწერა.

ზოზულია თავიდანვე დიდ წნეხში მოექცა. მას პოლიციის კორდონის დახმარებით მოუხდა კლუბის საწვრთნელი ბაზის დატოვება. ვარჯიშის მსვლელობის დროს კი ყველამ წაიკითხა წარწერა ბანერზე: "ვალეკესი არ არის ადგილი ნაცისტებისათვის. პრესა (კლუბის პრეზიდენტი), არც შენთვის. წადი!"

როცა ყველა ზარალშია

საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა პრესამ პრესს ვერ გაუძლო. საიჯარო ხელშეკრულება მასზე ხელის მოწერიდან 24 საათის შემდეგ გაუქმდა. მართალია, ამას გაგებით შეხვდნენ "ბეტისში", მაგრამ ზარალი მაინც ორივე გუნდმა ნახა. "რაიოს" იმიჯი შეირყა, "ბეტისმა" კი ფინანსური თვალსაზრისით იზარალა. თავად ზოზულია კი ნახევარი წლით უფეხბურთოდ დარჩა, "ბეტისმა" ხომ მის გარეშე შეავსო განაცხადი.

რომან ზოზულია არასოდეს ყოფილა "ტკბილი და მურაბა" ფეხბურთელი. ის ხშირად უწყრება მსაჯებს, მის მიერ გატანილ გოლებს მეომრებს უძღვნის, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" თამაშის დროს მას ამისთვის, უბრალოდ, აღმერთებდნენ.

რაიო: დაბრუნდი!

"რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს და კლუბში დაბრუნება სთხოვეს. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "რაიოს" ხელმძღვანელობა ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რაულ რუბიალესს შეხვდა. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ესპანეთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი და თავად ზოზულია.

ფეხბურთელს უსაფრთხოების გარანტიები და "რაიოში" თამაში შესთავაზეს. თუ ის ამას არ გააკეთებს, უახლოეს მომავალში ვერც "ბეტისში" ითამაშებს და ექვსი თვის განმავლობაში უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა.

რაიოს ფანატების არ მეშინია, მაგრამ...

საინტერესოა, რას ფიქრობს შექმნილი სიტუაციის თაობაზე თავად ზოზულია. აი, მისი კომენტარიც.

"მე არ მეშინია "რაიო ვალეკანოს" გულშემატკივრების. ძალიან მინდოდა, რომ ამ გუნდს დავხმარებოდი და საწყენია, ყველაფერი ასე რომ აეწყო. გუშინ შევხვდი ესპანური ლიგისა და ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მე შემომთავაზეს ორი ვარიანტი. პირველი, ესაა "რაიოში" დაბრუნება, სადაც მე და ჩემი ოჯახი თავს ვიგრძნობთ უსაფრთხოდ. მე ვიკითხე, ხომ არ ექნება პრობლემა ჩემს შვილს, რომელიც დადის სკოლაში. ამ კითხვაზე მიპასუხეს, რომ არა. მეორე ვარიანტი "ბეტისში" დაბრუნებაა, მაგრამ მე იქ არ მექნება თამაშის საშუალება, მხოლოდ ვივარჯიშებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს ფეხბურთს და ოჯახს შორის, მე ოჯახს ავირჩევ. მე არავისი მეშინია, მათ შორის, არც ულტრასების, მაგრამ მე ოჯახი მყავს.

როცა "რაიოში" მოვედი, გულშემატკივრების შეურაცხყოფა დამბრალდა. მე მზად ვიყავი, პირადად შევხვედროდი მათ და ყველა კითხვაზე მეპასუხა. მე უკრაინული არმიის მხარდაჭერაში მადანაშაულებენ. ისინი კი მეორე მხარეს უჭერენ მხარს, რომელიც დონბასში საომარ მოქმედებებს აწარმოებს. მე მათთვის მხოლოდ იმიტომ გავხდი ფაშისტი, რომ უკრაინის არმიას დავუჭირე მხარი ტერორისტებთან ბრძოლაში. მე ვეცადე, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ფაშისტი არ ვარ. ასეთი რამ ესპანეთში რომ მოხდეს, მჯერა, ბევრი აიღებს ხელში იარაღს სამშობლოს დასაცავად. ხალხი ტანსაცმლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე რომ დარჩეს, ბევრი ესპანელი დაეხმარებოდა მათ, რადგან ისინი თავიანთ სამშობლოს იცავენ", - თქვა ზოზულიამ.

შევჩენკო: რომან ზოზულია პოლიტიკური ინტრიგების ტყვეა

შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა რომან ზოზულიას მწვრთნელი უკრაინის ეროვნულ ნაკრებში, ანდრეი შევჩენკო.

"ჩვენ, უკრაინის ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეშფოთებულები ვართ იმ სიტუაციით, რომელიც შეიქმნა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, რომან ზოზულიას გარშემო. ის ჩვენთვის იყო და რჩება შესანიშნავ პარტნიორად, დიდებულ ადამიანად.

ზოზულიასადმი ბრალდებები პროვოკაციული ხასიათისაა. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ უკრაინის ინტერესების სადარაჯოზე. ის პოლიტიკური ინტრიგების ტყვეა და ეს დაუშვებელია, თუ მივიღებთ მხედველობაში საყოველთაოდ აღიარებულ საფეხბურთო ნორმებს.

კომპეტენტური ორგანოებისაგან სიტუაციის შეფასებას ვითხოვთ. გვაქვს იმედი, რომ რომანი წარმატებით განაგრძობს კარიერას როგორც კლუბში, ისე უკრაინის ნაკრებში", - განაცხადა შევჩენკომ.

ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ!

"ბეტისის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა კლუბის ფეხბურთელების განცხადება, რომელშიც ისინი ზოზულიას მხარს უჭერენ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ჩვენმა პარტნიორმა, რომან ზოზულიამ გადაიტანა. ეს იყო მისი საზოგადოდ გასამართლება ლინჩის წესით. ეს იმის მიუხედავად, რომ ის უნაკლოდ იქცეოდა ჩვენს გუნდში მოსვლის შემდეგ. ჩვენ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ვიზიარებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი უკავშირდება ცრუ ინფორმაციას იმ საფეხბურთო მაისურის თაობაზე, რომლითაც ის ჩამოვიდა ესპანეთში.

ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. ლა ლიგის იმიჯმა არ უნდა მიიღოს დარტყმა იმ ხალხისგან, ვისაც არ ესმის ჩვენი თამაშის ფასეულობები. ბოლომდე ვუჭერთ მხარს რომანს და მის ოჯახს. ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.

და მაინც, თუ სასწაული არ მოხდა, ზოზულია ზაფხულამდე მხოლოდ ვარჯიშს დასჯერდება "ბეტისში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მეც ზოზულია ვარ

ბეტისის ფანები ნაციონალისტები არიან და მათი უარყოფითი რეაქცია რანაირად მოყვა ამას?

• ალექსანდრე

ასე იცავენ გამოხატვის თავისუფლებას ესპანეთში? :) ბეტისის ფან კლუბი Ultras Sur ნაციონალისტირია (და არა ფაშისტური) და ბოლომდე დაუდგებიან მაგ ადამიანს!

• Irakli

ბაბაბია არის კგბ ს აგენტი და მისი დავალებაა ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ პატრიოტულად გამწყობილ ადამიანზე, განსაკუთრებით რუსეთის მოწინააღმდეგეზე.

• კახა ქირია

ბაბაია შენ იმას მაგონებ აფხაზეთის ომის დროს რუსები რო იძახდნენ ქართველები ღებავენ თავიანთ თვითმფრინავებს რუსულ ფერებშიო და ბოამბავენო მოსახლეობას

ბაბაია მგონი რაღაცა აგეწვა

• guro

ბაბაია ეს სპორტული საიტია. პოლიტიკაზე სხვაგან აკეთე კომენტარები!აქ მაინც მოგვასვენეთ

• ბბბ

ვინც ესპანეთსი ნამყოფია, ყველა ერთნაირად მოგიყვებათ, თუ რა დიდი სხვაობაა ესპანელებსა და ბასკებს შორის, როგორ იძინებენ ტანზე გაუხდელად, რას ჭამენ, რა აცვიათ, ჭუჭყიანი ერი, აი ბასკები სულ სხვა ხალხია, სუფთა, ლამქზი, კოხტა. ასე რომ მაგარი ტუპოი ხალხია და სულაც არ მიკვირს მათგან.

• ბაბაია

ესპანელები ტყვილა არ გაოაძევებდენ ამას ევროპეისტებო . ნაციონალისტები და ბანდერები იმდენს იზავენ კიევი დარჩება მარტო უკრაინა ლენინ სტალინის მიერ შეკოწიწებული ქვეყნიდან . რუსეთუმეები და ლიბერალ ევროიპეიდები თქვენსკენ მოიკითხეთ დაზომბირებულებო ევროპეიდული პროპაგანდით

• ბაბაია

თქვე დალოცვილებო თავის მოსახლეობას ბომბავენ ავდეევკაში და დონეცკში მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება მაგათი ბომმბებით რომელ ლოგიკაზე ლაპარაკობთ. სტეფან ბანდერა ცნობილი ფაშისატ იყო და იმის მიმდევარია ეს ზოზულიაც . მაგ ფაშიზმმა დაღუპა უკრაინა ზუსტად.

• giga

ლოგიკის ზეობა მესმის, ყველა ქართველი ვინც ჩვენს ჯარზე კარგს ვიტყვით ფაშისტები გამოვსულვართ.

• ბაბაიას

შენ ხარ რუსეთუმე

• ბაბაია

მაგარი ცუდი ფეხბურთელია ეს ზოზულია თან ბანდერა და ფაშისტი სწორად მოიქცნენ ესპანელები

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

"ბარსელონას" ქამბექი - ფლიკის გუნდმა "რეალთან" სხვაობა შეამცირა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"იყო რუსი, ნიშნავს იყო მძ**რი... ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეგიძულებენ" - ზოზულია დატყვებებული უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯას ეხმაურება

მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება - გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

"მადლობა ყ..ო!" - უკრაინელ ფორვარდს ქველმოქმედება "დაუფასეს"

მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, "ვალენსია" წაგებას - ვერა [VIDEO]

მამარდაშვილის შემცვლელი უკვე "ვალენსიაშია" - სად გადავა ქართველი?

ოკუპანტებთან მეომარი არმიის დახმარება დაუფასეს - უკრაინელი ფეხბურთელი მედლით დააჯილდოეს

ყველაფერი გამარჯვებისათვის - უკრაინელმა ფეხბურთელმა სამშობლოში ორი ჯავშნიანი ავტომობილი გააგზავნა

რომან ზოზულია: "რაიოს" ფანები უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ძალიან ვგავარ სტეფან ბანდერას

[VIDEO] ფრე მადრიდში - მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა

უკრაინა ზოზულიას სოლიდარობას უცხადებს - ეს რუსული პროპაგანდის თანაჟღერადია

ლა ლიგაში სამუელ ეტო’ოს შვილის დებიუტი შედგა

ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა