ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მილტონ ჰეიგი: უმთავრესი ამოცანა მაინც პირველობა და სეზონის გამარჯვებით დაწყებაა

მილტონ ჰეიგი: უმთავრესი ამოცანა მაინც პირველობა და სეზონის გამარჯვებით დაწყებაა

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი 2017 წლის სანაკრებო სეზონზე და ნაკრებში გამოძახებული უკეპო მორაგბეების შესახებ ლაპარაკობს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი რაგბის კავშირის ვებგვერდთან საუბარში 2017 წლის სანაკრებო სეზონზე, "რაგბი ევროპის ჩემპიონატსა" და ნაკრებში გამოძახებული უკეპო მორაგბეების შესახებ ლაპარაკობს.

- "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა

"ახალი სანაკრებო სეზონი იწყება. ადვილი არ იქნება მიღწეული წინსვლისთვის ფეხის აწყობა. ცხადია, აქამდე 2015 საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო, მაგრამ მაღალი დონის შედეგებით 2016 ყველაზე წარმატებული წელი გამოგვივიდა.

ადრეც ვფიქრობდით და ახლაც იმ აზრზე ვართ, რომ 2017 წელს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ახალგაზრდა მორაგბეთა შერჩევა და საქმეში ნახვაა, რათა 2019 წელს, იაპონიის მსოფლიოს თასისთვის ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი მორაგბე გვყავდეს თითოეულ პოზიციაზე.

ამისთვის 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს. პირველ ორ მატჩში ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მწვრთნელებსა და რაც მთავარია, ქართული რაგბის ქომაგებს დაანახონ და დაუმტკიცონ, რომ საერთაშორისო დონეზე თამაში შეუძლიათ. ვიხილავთ თუ არა ამავე მოთამაშეებს ივნისსა და ნოემბერში, ეგ მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული.

რაც მე ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს ტურნირი ზედიზედ 5-ჯერ მოვიგეთ. არ მინდა, რომ 2017 წელი გამონაკლისი იყოს და საამისოდ ყველაფერს ვიღონებ. მინდორზე გავდივართ იმისთვის, რომ ყოველ კვირაში თითო ტესტ-მატჩი მოვიგოთ!

რა თქმა უნდა, ვგეგმავთ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგებას, თან გვსურს პოზიციებზე"სიღრმის" (მარაგის) შესაქმნელად ახალგაზრდების მოსინჯვა. ერთი კია, უმთავრესი ამოცანა მაინც პირველობა და სეზონის გამარჯვებით დაწყებაა.

ასევე მნიშვნელოვანია, რაგბის სამყაროს კიდევ დავანახოთ უდავო ფაქტი, რომ ევროპაში ე.წ. მეორე ეშელონის ნომერ პირველი გუნდი ვართ. ეს არსებითია, რადგან თუ "6 ერში" ან გაფართოებულ "7 ერში" ჩვენი ჩართვის შესაძლებლობაზე წავა საუბარი, "რაგბი ევროპის" მოგება აუცილებლობაა. ასე რომ, ეს მოტივაციას გვმატებს.

აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდა, უკეპო მორაგბეებით. რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს ეროვნულ ნაკრებში არ გამოვიძახებდით, მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით.

ზოგიერთმა შარშან მანჩესტერში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მე ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ თამაშს და მინდა გითხრათ, რომ ერთი-ორს საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები აქვს - ისინი ძალიან ბევრს შრომობენ.

ბოლო თვეებში ისინი ცოტაჯერ მინახავს, რადგან საფრანგეთის კლუბებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ტულუზაში რომ ჩავალთ, შევამოწმებთ, თუ გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი და მონაცემები...

ადრეც მითქვამს, რომ ახალგაზრდა მორაგბეების გუნდში ყოლა ზრდის ენთუზიაზმს, გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი ზოგიერთ გამოცდილ მოთამაშეს "ქუსლებზე დააბიჯებენ", რაც ჩვენს მიზანთან - სასტარტო პოზიციებზე კონკურენციის გაზრდასთან მიგვაახლოებს.

სოსო ბეკოშვილი შესანიშნავად ირჯება "ბრივში". შარშან, ნოემბრის ტესტებამდე, ლეგიონერთა მოსანახულებლად საფრანგეთს რომ ვეწვიეთ, "ბრივის" პირველ ხაზში ქართული გვარი შევნიშნე. ვიკითხე, თუ ვინ იყო, მაგრამ ბევრი ინფორმაცია ვერ მივიღე. ვუყურე მის თამაშს და ძალიანაც კარგად გაართვა თავი საქმეს. ვისაუბრეთ და შთაბეჭდილებაც კარგი დატოვა. ის ტექნიკური და დინამიკური ბურჯია: შერკინებაში კარგად დგას და ამავდროულად, კარგი მბოჭავიცაა.

გიორგი მჭედლიშვილი ბოლო ორი წელია ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და წელს მიეცემა კვართის მორგების შესაძლებლობა - ვიტყოდი, რომ ეს მისი დაუღალავი შრომის დაფასებაა.

რაც შეეხება გიორგი ჭყოიძეს, ადრეც ვახსენე, რომ იგი ბრწყინვალედ ირჯება თავის კლუბში, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ 4-ჯერ გახდა. ამაში ჭყოიძის დამსახურებაც დიდია. მან მესამე ხაზიდან კვაჭის პოზიციაზე გადაინაცვლა. გიორგი მზარდია და ბოლო 6 თვე ბევრი იშრომა... ესაა სწორედ ამ ბიჭების გამოძახების მიზეზი - მათ ბევრი ოფლი ღვარეს და გვინდა შანსი მივცეთ.

ბადრი ლიპარტელიანმა 20-წლამდელთა სისტემა გაიარა და ალაფაზეც გამოიჩინა თავი. მერე ტრავმა აწუხებდა, თორემ შარშანაც ვფიქრობდით მის გამოძახებას. კარგი მბოჭავია, დაცვაში საუცხოოდ თამაშობს და ნაკრების შინ მოთამაშე წევრებთან კარგა ხანია ვარჯიშობს.

თორნიკე მატარაძემ და ლაშა ტაბიძემ შარშან, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს. ვუყურე მათ თამაშებს, ბიჭებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მატარაძეს უკვე მოუწია "ლიონის" პირველ გუნდში თამაში, ხოლო ტაბიძე ჯერაც "ბორდოს" ესპუარებში ირიცხება.

ორივე გასაოცარი მორკინალია, რაც შარშან "მსოფლიოზეც" დაამტკიცეს. მათ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მწვრთნელებს დაგვანახონ, შეუძლიათ თუ არა ამ დონეზე თამაში და დამდეგ ორ წელში თუ შეძლებენ გამოცდილ ბურჯებს გაუწიონ კონკურენცია.

გიორგი ცუცქირიძის გამოძახების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საოცრად ბევრს შრომობს და ფენომენალური მბოჭავია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირაკლი მაისურაძეს ვესაუბრე და მანაც, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ცუცქირიძის უნარებს.

მისი გამოძახება იმიტომ გვინდოდა, რომ უშუალოდ ნაკრების გარემოცვაში დავკვირვებოდით. შარშან საფრანგეთში შევხვდი, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ცუცქირიძე არის ინტელექტუალური მორაგბე და ზოგადადაც, ძალიან კარგი ახალგაზრდაა.

ორი წლის წინ ხომ აღმოვაჩინეთ ვასილ ლობჟანიძე (იცინის). გელა აფრასიძეც, ლობჟანიძის მსგავსად, კარგი 9 ნომერია - კარგი მორაგბა, რომელიც კარგად თამაშობს. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არამხოლოდ შარშანდელ 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე, არამედ საკლუბო რაგბიშიც - კარგი ტექნიკის მქონე შემტევი მორაგბეა; მეტსაც ვიტყოდი, ბუნებრივად ყველაზე შემტევი მორაგბეა საქართველოში. ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი. რაზმში გვეყოლება, დავაკვირდებით, ვნახოთ, თავს როგორ გაართმევს საქმეს და არაა გამორიცხული, რომ თამაშიც მოუწიოს", - ამბობს ჰეიგი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• sss

გაიხარეთ! მადლობა ყველას!!!

• gia

ეს კეპი არ უხდება რაგბს რა. შევცვალოთ და მუზარადებზე გადავიდეთ რაღაც უფრო უხდება რაგბს ვიდრე კეპი.

• sss-ს სოსო

კეპი ნიშნავს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობას,შესაბამისად უკეპო ნიშნავს მორაგბეს,რომელსაც პირველ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

• emre

უკეპო მორაგბე არის ის ვისაც ნაკრებში არ აქვს ნათამაშები

• zviadi

ანუ დებიუტანტია უკეპო

• sss

ძალიან გთხოვთ, ამიხსენით ვინმემ რას ნიშნავს უკეპო მორაგბე.

• daviti

ეს ტურნირი აუცილებლად მოსაგებია, სხვანაირად ვერ ვაიძულებთ 6 ერის ფორმატის შეცვლას.წმინდა გიორგიმ გაამარჯვებინოს საქართველოს,ჩვენს ნაკრებში ხომ ბევრი გიორგი თამაშობს, ეს ხომ ღვთის დიდი წყალობაა.გამარჯვება ჩემო ბიჭებო,გამარჯვება.

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს