დღის მიღწევები და სტატისტიკა
ემოციური საღამო იყო გუშინ ბოსტონში. ლეგენდარულმა ფორვარდმა, "კლიპერსის" ვეტერანმა პოლ პირსმა ბოლო მატჩი ითამაშა კარიერაში. სიმბოლურია, რომ ეს მოვლენა დაემთხვა მატჩს "ბოსტონის" წინააღმდეგ, რომელშიც ის 15 წლის განმავლობაში თამაშობდა.

"ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა, სიყვარულის დემონსტრაცია იყო. მე არ მქონია გამოსათხოვარი ტურნე კობი ბრაიანტის სტილში, როცა მას სიყვარულში უტყდებოდნენ ყოველ არენაზე. ასე რომ, ეს არის ჩემი დამშვიდობება, თან არა მხოლოდ "სელტიქსისთვის", არამედ მთელი ლიგისთვის. 18 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს დაიწყო ჩემი კარიერა, ხოლო დასრულდა 2017 წლის 5 თებერვალს", - განაცხადა პირსმა, რომელსაც ბოსტონური პუბლიკა ძალიან თბილად შეხვდა.

თავის ბოლო მატჩში პირსი "კლიპერსის" სასტარტოში იყო და პირველი ხუთი წუთი ითამაშა, მაგრამ ქულა ვერ აიღო. მეორედ მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 19 წამით ადრე შეუშვეს და პოლმა კარიერაში ბოლო სამქულიანი ჩააგდო. ეს იყო "ბოსტონის" საშინაო არენაზე პირსის 630-ე მატჩი და არ ყოფილა შემთხვევა, რომ უქულოდ დაეტოვებინოს მოედანი.

ამ მატჩის კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი იყო "ბოსტონის" საკლუბო რეკორდი - 52 ნასროლი სამქულიანი.

გუშინდელ სათამაშო დღეს, მორიგ სამმაგ დუბლს ელოდნენ რასელ უესტბრუკისგან, თუმცა, ტრიპლ-დაბლი "ტორონტოს" მცველმა კაილ ლოურიმ შეასრულა - პირველი ამ სეზონში და მეცხრე კარიერაში. მის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი იყო. ამ გადაცემების დიდი ნაწილი იონას ვალანჩუნასის მისამართით იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.

ასე თუ ისე, "ბრუკლინმა" გაუწია წინააღმდეგობა კანადურ გუნდს, მაგრამ მაინც წააგო ზედიზედ მერვე მატჩი და ზედიზედ მეთორმეტედ დამარცხდა საკუთარ მოედანზე.

რაც შეეხება რასელ უესტბრუკს, მან, ამჯერად, არა სამმაგ დუბლზე, არამედ, შედეგიანობაზე იზრუნა და ეს გამოუვიდა - 34-დან 16 ბურთი ჩააგდო და 42 ქულა დააგროვა, რასაც რვა შედეგიანი პასი და ოთხი მოხსნა დაუმატა.

ბრუკლინი-ტორონტო 95:103

24:26, 19:29, 20:20, 32:28

ბ: ლოპესი (20+7 მოხსნა), კილპატრიკი (18), ბუკერი (15+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13).

ტ: ვალანჩუნასი (22), როსი (17), ლაური (15+11 მოხსნა+11 პასი), კეროლი (15), პაუელი (10), ვანვლიტი (10).

ბოსტონი-კლიპერსი 107:102

29:19, 27:28, 25:20, 26:35

ბ: ტომასი (28+8 პასი), სმარტი (13), ოლინიკი (13), ჯონსონი (13), ჰორფორდი (13+15 მოხსნა+6 პასი), კრაუდერი (11), ბრაუნი (11).

კ: გრიფინი (23+8 მოხსნა), კროუფორდი (23), ფელტონი (16), სპეიტსი (11), ჯორდანი (6+16 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 105:99

24:16, 22:36, 25:21, 34:26

ო: უესტბრუკი (42+8 პასი), ოლადიპო (24+13 მოხსნა), რობერსონი (14+11 მოხსნა), ადამსი (7+13 მოხსნა).

პ: ლილარდი (29+7 მოხსნა), მაკალუმი (19+8 მოხსნა), პლამლი (13), კრები (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..