საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე, ინგლისი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უზარმაზარ წნეხში ამყოფა, მაგრამ გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოახერხა და მეტოქეს მხოლოდ გარდასახვებით ჩამორჩა - 31:35.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს, მაგრამ მხოლოდ სამი გარდასახეს, მაშინ, როდესაც ინგლისელებმა ხუთივე გარდასახვა გამოიყენეს. საგულისხმოა, რომ საქართველო დასკვნით 30 წუთში სრულად დომინირებდა, ხელდახელ ძალიან კარგად უტევდა და ამ პერიოდში 3 ლელო გაიტანა. ერთი ამდენის გატანა კიდევ შეიძლებოდა, თუმცა ტექნიკურმა წუნმა და უიღბლობამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მთლიანობაში, ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებმა შეიძინეს. მათ ნახეს, რომ მსგავს გუნდებთან თამაში შეიძლება და როდესაც ეს ირწმუნეს, სანახაობასთან ერთად შედეგიც მიიღეს.

ინგლისმა მატჩის დებიუტში მოლით შემოგვიტია, ის ზედ ლელოსთან შევაჩერეთ, თუმცა რაქის გვერდით ძალისმიერი ლელო მაინც მივიღეთ. პასუხი მე-7 წუთზე გავეცით, როდესაც რეზი ცხვედიანი მეტოქეს მისსავე 22-თან კარგად დაუხვდა, ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ლელომდე დაახლოებით 25 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 5:7.

ბრიტანელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და რამდენჯერმე მათი სახიფათო იერიში მოვიგერიეთ, თუმცა მე-16 წუთზე ფრთაზე ხაზი მაინც გაიჭრა, შემტევი სამ მბოჭავს გაექცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 10 წუთში მაღალ ტემპში შეტევა მათი მესამე გარდასახული ლელოთი დასრულდა და უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა.

ტაიმის ბოლოს ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, ხელდახელ რამდენჯერმე კარგი შეტევა განვახორციელეთ, ინგლისელები დაჯარიმდნენ, რის შემდეგაც დერეფნიდან აგორებული მოლით შევუტიეთ და საბა მერებაშვილმა მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო. სამწუხაროდ, ტაიმის გაწითლებულ დროზე ინგლისმა ჩვენი შეცდომის შემდეგ მეოთხე ლელო გაიტანა და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 10:28.

მეორე ტაიმიც ინგლისელების შეტევით დაიწყო, რასაც მათი მორიგი ლელო მოყვა, თუმცა ამის შემდეგ საქართველომ ბურთზე კონტროლი დაამყარა და სრული უპირატესობა მოიპოვა, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა. 46-ე წუთზე საქართველომ ხელდახელ შეუტია, რამდენიმე მორაგბემ ძალიან კარგად ითამაშა, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი შებოჭილმა ლუკა შულაიამ ბურთი იაგო ღუდუშაურს გაატანა და მისი ლელო მათე მახარაძემ გარდასახა.

დაახლოებით 10 წუთში მახარაძემ ფეხით შესანიშნავი დარტყმა შეასრულა და 50/22-ზე გაახერხა. ამას დერეფნიდან ხელდახელ შეტევა მოყვა, ლუკა ჭაკუამ მეტოქე პაუზაზე დაიჭირა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. მან გარდასახვა თავადვე შეასრულა. 64-ე წუთზე მეტოქეს კიდევ უფრო მივუახლოვდით. 5-მეტრიანი დერეფნიდან ჩამოყალიბებული მოლისა და რაქის შემდეგ, ბურთი ხაზზე გაიშალა, ჭაკუასა და შულაიას შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ კი, ოვალი სანდრო გამყრელიძეზე გავიდა და ბოჭვის მიუხედავად ის ლელოში შევიდა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა - 31:35.

დარჩენილ 6 წუთში ლელოს გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მწყობრიდან გამოსულმა ინგლისელებმა ჩხუბი აგვიტეხეს და სინბინითაც დაისაჯნენ. ამის შემდეგ ლელოში შესვლაც მოვახერხეთ, მაგრამ მსაჯმა წინ თამაში დააფიქსირა, ბოლო შეტევისას კი მეტოქის 22-ში, კონტაქტის შემდეგ წინ თამაში დაფიქსირდა და თამაშიც დასრულდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ბოლო, მესამე თამაშს 11 აპრილს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ის ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

II რაუნდი. 7 აპრილი.

საფრანგეთი. ვიში

საქართველო - ინგლისი 31:35 (10:28)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი კუპრეიშვილი, 14. რეზი ცხვედიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. ატო ლიპარტელიანი, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი სუთიაშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე, 17. გიორგი ბერძენიშვილი, 18. იაგო ღუდუშაური, 19. გიორგი ქევანიშვილი, 20. ლუკა შულაია; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მიხეილ მგალობლიშვილი, 23. მათე მახარაძე, 24. ალექსანდრე მამაიაშვილი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ნიკოლოზ ფანცულაია.

11 აპრილი

შოტლანდია - საქართველო (13:00 საქ. დრო)

ესპანეთი - უელსი

ინგლისი - იტალია

საფრანგეთი - ირლანდია

Rugby.ge

ინგლისელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეხუთე ლელოც დაგვიდეს და ჩათვალეს,რომ თამაში უკვე დამთავრებული იყო!ქართველებმა მეხუთე ლელო გაუშვეს და მიხვდნენ,რომ დასაკარგი აღარფერი ჰქონდათ.ისინი ცოტა მოეშვნენ,ჩვენები კი პირიქით,დაძაბულობა მოეხსნათ,დასაკარგი რაღა გვაქვსო და თავისუფლად ათამაშდნენ.სისწრაფეებს მოვუმატეთ და აღმოჩნდა,რომ ჩვენც რაღაცა შეგვძლებია და ვეღარც ინგლისელები აჩერებდნენ სისწრაფეზე წასულ ქართველ ბიჭებს.31-35-ზე მივიყვანეთ ანგარიში,ინგლისელები უმცირესობაში დარჩნენ და ისევ თავი იჩინა ჩვენმა ჩვეულმა სენმა,20 წლამდელების და ზოგჯერ პირველი ნაკრების თავს რომ ხდებოდა ხოლმე.ვიგრძნობთ,გარდატეხა მოვახდინეთ და გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია,მაგრამ ეიფორიაში ვვარდებით,ვიწყებთ შცდომების დაშვებას და საბოლოო ჯამში შანსს ვკარგავთ.დარჩენილ რამმდენიმე წუთში,ინგლისელები რამდენჯერმე შეცდნენ და ჩვენგან დაკარგული ბურთი,ისევ ჩვენთან აღმოჩნდა,მაგრამ ყოველ ჯერზე აჩქარება თუ მღელვარება,შანსს გვაკარგვინებდა.წავაგეთ მატჩი,რომლის მოგებაც შეგვეძლო!ალბათ გამოცდილების არ ქონაც სწორედ ეს არის!ხშირად მოგვიწევს ასეთი დონის თამაშები?-ბიჭები მიეჩვევიან წონასწორობის არდაკარგვას და ლოგიკურ დასასრულამდე,გამარჯვებამდე მატჩის მიყვანას.ასაკობრივ ნაკრებებში უკვე მერამდენედ გვიწევს თქმა,რომ მათ კი არ დაგვამარცხეს,არამედ ჩვენ წავაგეთ და ეს,სრული სიმართლეა,რადგან გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო და ხელიდან გავუშვით.ბოლო 30 წუთი,ინგლისის ნაკრები,თუნდაც გამარჯვებაში უკვე დარწმუნებული და ოდნავ მოდუნებული,ფაქტობრივად შევჭამეთ და ისევ ჩვენი ფსიქოლოგიის გამო ვერ მივიყვანეთ გამარჯვებამდე.პირველი მატჩის შემდეგ,იმხელა სხვაობა იყო ჩვენ ბიჭებში,რომ მესამე თამაშში,ისინი უკვე სულ სხვა რწმენით გავლენ მოედანზე და მთელი მატჩი,დასაწყისიდანვე,სავარაუდოდ სრულფასოვან ბრძოლასაც გავუმართავთ.ინგლისელები,მთელი მატჩი,ხელით თამაშზე იყვნენ ორიენტირებულები,ფიზიკურად ჩვენზე დიდები,ჯანის ხარჯზე კი არა,სწორედაც ხელით თააშში ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.მათ მატჩის შედეგი საფრთხეში ჩააგდეს,რათა სწორედ ხელით თამაშის უნარები განევითარებინათ და ჩვენც ასევე უნდა ვათამაშოთ,ამ ასაკში.ჯანი,რამდენიმე წლის შემდეგ მოდის,ასაკთან ერთად,ამ ასაკში კი,სწორედ ტექნიკური უნარები უნდა განავითარონ და არა შედეგებს სდიონ.წავაგეთ წინა თამაში,ესეც წავაგეთ და დაე სხვებიც წავაგოთ,ამ ასაკში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.მნიშვნელოვანია,რა შეეძლებათ,როცა დიდ რაგბში მოვლენ და შეფასებებში,სწორედ ასე უნდა შევაფასოთ,მათი თამაში.გუშინ მე ვნახე,რომ მთლად დაკარგულები არ ვართ და სამომავლოდ ამ თაობას შეუძლია საგრძნობ პროგრესს მიაღწიოს.მწვრთნელებსაც ყოჩაღ,რომ ანგარიშის მიუხედავად,ბიჭების ბოლომდე ბრძოლისათვის მობილიზება შესძლეს.არც ეგ უნდა ყოფილიყო,ადვილი საქმე. სადაც ამდენი კარგი დავინახე,ცოტა უარყოფითზეც ვიტყვი,რაზეც ყურადღების მიქცევა,კარგი იქნებოდა.საქართველოს ნაკრებმა,პირველი ლელო რომ დადო,ცხვედიანმა ბრწყინვალედ ითამაშა,ბურთს დაეუფლა და ინდივიდუალური გარღვევით დაამიწა.დიდებული ლელო იყო,არა?მართლაც დიდებული იყო,მაგრამ ჩათვლის მოედანზე რომ შევიდა,აღტაცებული გაფრინდა და ბურთი დაამიწა,თუმცა სივრცე ჰქონდა,უფრო ძელებიდან ახლოს დაედო ბურთი.დადო ლელო და გარდასახვაც ცხვედიანმა დაარტყა.ცუდად დაარტყა და კარგა დიდი მანძილით ააცილა ბურთი ძელებს.ვერავინ დამაჯერებს,რომ უკეთესად დარტყმა არ შეუძლია,მაგრამ ასეც რომ იყოს,შენი თავის ამბავი თუ იცი,რომ ცუდად ურტყამ,ან თუნდაც კარგად ურტყამდე,ყოველთვის უნდა ეცადო,ბურთი რაც შეიძლება ძელებთამ ახლოს დაამიწო.ინგლისელები სწორედ ასე თამაშობდნენ,მიუხედავად იმისა,რომ შესანიშნავი დამრტყმელი ჰყავდათ.თითქოს უმნიშვნელო დეტალია,არა,მაგრამ პირველი და მეორე ლელოს გარდასახვები გავაფუჭეთ,ორივე გასატანი პოზიციიდან და თამაშიც მაგ დაკარგული 4 წულით წავაგეთ.მაგ ორიდან ერთი მაინც რომ გარდაგვესახა,ბოლოს 2 ქულით ვიქნებოდით უკან და ბოლოსკენ ჯარიმის დარტყმით გამარჯვების შანსიც გვექნებოდა.არც ეს შეცდომაა,მხოლოდ ამ ნაკრების დამახასიათებელი.წინა ნაკრებებშიც ხშირად ხდებოდა მსგავსი რამე და ლელოს დამდები როგორ უნდა გააკრიტიკო,მაგრამ ამის გამო,საკმაოდ ბევრი გარდასახვა გვაქვს დაკარგული.როცა იცი,რომ დამრტყმელი არც ისე საიმედო გყავს,ამაზეც უნდა იფიქროს მორაგბემ და მისთვის დასარტყმელი კუთხის გაუმჯობესებას შეეცადოს. მომდევნო თამაშს კიდევ უფრო უკეთესის მოლოდინით დაველოდები და იქნებ ჩვენც მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება.შეგვძლებია და რატომაც არა!
irakli81
მეორე ტაიმმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, ესე ხელდახელ ბურთაობა უნდა ვცადოთ თუ ხარვეზები გვექნება არა უშავს ამ ასაკში შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი განვითარებაა თორე მარტო დარტყმა ახურვით შორს ვერ წავალთ. კარგი იქნება თუ ირლანდიასთან კიდევ უფრო მეტს ვიბურთავებთ ხელდახელ და შეცდომების არ შეგვეშინდება, მთავარია ბიჭებმა სილაღე იგრძნონ, თამაშით სიამოვნება მიიღონ და ანგარიშს ნუ გამოვეკიდებით.
ზურა პაპა
ჩემო პატარა დიდო გმირებო.გილოცავთ!
რამაზ
დიდი მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს შემდგარი, ტოლსწორი თამაშისთვის ინგლისის ნაკრებთან, მართლაც რომ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მეორე ტაიმში უმაღლესი უნარებისა და კლასის დემონსტრირება გვქონდა. შოტლანდიელების წინააღმდეგ დაუმტკიცეთ ყველას თქვენი შესაძლებლობები.
თოკო
მეორე ტაიმი კარგი იყო ძალიან ხელით თუ ასე შეგვძლებია სად იყავით აქამდე?! 9 ნომერმა ძლუვს ტემპის ასწრაფება დაიწყო რაც კარგი სანახავია. მეორე ტაიმი იყო რაგბი. ჩემი აზრით ასაკობრივ ლიგებში ა და ბ ლიგაში ორივეგან უნდა გაუქმდეს ჩემპიონობა და ამ ტურნირივით საფესტივალო ხასიათის გახდეს - უფრო სწრაფ და სწორ რაგბს შეეჩვევიან ბავშვები და არა სვარკაობას. მე ერთადერთი გამოსავალი ეს მგონია კლასის ასამაღლებლად
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით