ოქრიაშვილის აგენტი: "დამიჯერეთ, ქართველ ფეხბურთელს სხვა ეროვნების წარმომადგენლისგან განსხვავებული ხასიათი ნამდვილად არ აქვს"
ერთხელ თემურ ქეცბაიამ იხუმრა, უმენეჯეროდ კვიპროსიდან ინგლისში გადავედი, მენეჯერმა კი კვიპროსში დამაბრუნაო...

საფეხბურთო აგენტები - საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსფერო ბაზარი უზარმაზარი თანხების სამყაროა, სადაც უცებ შეიძლება გამდიდრება და გაკოტრება, სადაც "გადაგდება", "შავი ფული" და სიბინძურე ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ხშირია ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებთან მიმართებაში.

თუმცა, დღეს სულ სხვა რამეზე ვაპირებთ საუბარს - აქტუალურ საკითხზე, რატომ ვეღარ გადადიან ქართველი ფეხბურთელები კარგ ევროპულ კლუბებში? ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი - ფეხბურთელების, აგენტების თუ კიდევ სხვა მიზეზი არსებობს?

"მანჩესტერ სიტი", "მილანი", "აიაქსი", "ჩელსი", "შალკე", "ნიუკასლი" - ყოფილა დრო, ქართველი ფეხბურთელები ამ კლუბებში გადასულან და საკმაოდ წარმატებითაც უთამაშიათ. დღეს კი საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი დანიის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში გადადის, ქვეყნის ჩემპიონი გუნდის ნახევარმცველი - ლატვიის მე-6-ადგილოსან კლუბში. და რატომღაც ფეხბურთელები ამას ნორმალურად თვლიან... არა, ეს არანორმალურია!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აზრის დაფიქსირება ფეხბურთში ჩახედულ რამდენიმე პიროვნებას ვთხოვეთ, დასკვნა კი ასეთია: კარგ კლუბებში ვერმოხვედრა არა იმდენად აგენტების, რამდენადაც თავად ფეხბურთელების ბრალია. დღეს ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია!

ზოგადად, დღეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ევროპაში წარმატებული კარიერის აწყობა ძალზე რთულია. მაგალითად, ჰოლანდიის ჩემპიონატში არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს მინიმალური წლიური ხელფასი ოფიციალურად 540 000 ევრო (21 წლამდე 270 000) უნდა ჰქონდეს, ბელგიაში - შედარებით ნაკლები და ა.შ. შესაბამისად, ევროპული კლუბები თავს იკავებენ ქართველი ფეხბურთელის შეძენისგან, თუ ის მართლა გამორჩეული არაა და ბევრად არ სჯობს იმ "ევროკავშირელ" ფეხბურთელს, ვის აყვანასაც შედარებით მცირე ხელფასითაც შეძლებენ.

კიდევ ერთი პრობლემა ფიფას რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების პოზიციაა. ცნობილი ამბავია, რომ ამ მიზეზით გიორგი ლორია ლონდონის "ჩელსიში" ვერ გადავიდა, რადგან ინგლისის პრემიერლიგის კარი პრაქტიკულად დახურულია იმ ფეხბურთელისთვის, რომლის ნაკრებიც რეიტინგში 70-ე საფეხურის ქვემოთაა.

ასეა თუ ისე, მთავარი პრობლემა მაინც დღევანდელი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც დონით ახლოსაც ვერ მივა მათთან, ვინც ოდესღაც "სიტის" და "მილანის" მაისურით თამაშობდა. გიორგი აბურჯანიას გარდა ("ანორთოსისიდან" "სევილიაში"), ბოლო წლებში ნამდვილად არ გვახსენდება ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც კვიპროსის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ჩემპიონატები კარიერაში ტრამპლინად გამოიყენა. არადა, პირველი, რასაც ტრანსფერის "გასამართლებლად" ინტერვიუში ამბობენ ხოლმე, სწორედ უკეთეს ლიგასა და კლუბში მოხვედრის მიზანია.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ბედმა გაუღიმა და კარგი ევროპული კარიერის აწყობის შანსი მაინც მიეცა, მაგრამ ქართულმა ხასიათმა, რომელზეც ბევრი თქმულა და დაწერილა, "თავისი გაიტანა". რა თქმა უნდა, აქ უპირველესად საუბარი თორნიკე ოქრიაშვილზეა, რომელსაც თავისი მონაცემების წყალობით, ბელგიის ჩემპიონატის "გენკის" ტრამპლინად გადაქცევა ნამდვილად შეეძლო. ასევე საუბარია გიორგი ჭანტურიაზე, რომელმაც "ბარსელონას" აკადემიიდან, სადაც მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და კონტრაქტსაც უხანგრძლივებდნენ, არნემის "ვიტესს" მიაშურა. ვინ იცის, 1-2 სეზონი რომ დაეცადა, გიორგის სახით ევროპულ ფეხბურთში ნამდვილი ვარსკვლავი გვყოლოდა, თუმცა...

ხასიათთან ერთად, ჩვენებურების პრობლემა ფიზიკური მონაცემებიცაა - მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მადრიდის "ატლეტიკოში" სინჯებზე მყოფ ქართველებს ჯანი დაიწუნეს...

რა თქმა უნდა, ყველაფერს მხოლოდ ფეხბურთელებსაც ვერ დავაბრალებთ... აგენტების როლი ფეხბურთელის წარმატებაში საკმაოდ დიდია და ამას თავადაც ამბობენ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი აგენტების დიდ ნაწილს რუსეთს იქით კავშირები არ აქვს. სინამდვილეა ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში ისინი ფეხბურთელს, ევროპული არჩევანის გაკეთების ნაცვლად, მისთვის ფინანსურად უფრო მომხიბვლელ რუსულ, უკრაინულ თუ თურქულ კლუბებში დარჩენას ურჩევენ...

იშვიათი არც სტატიის თავში ნახსენები "გადაგდება", "შავი ფული" და ა.შ. მიზეზებია... ერთი სიტყვით, თავის საქმეში ვერც აგენტთა უმეტესობა ბრწყინავს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თორნიკე ოქრიაშვილის აგენტს, მამე ამიროვსაც ვთხოვეთ, რომლის თქმითაც, ფეხბურთელის წარმატებული ტრანსფერი მასსა და აგენტზე თანაბრადაა დამოკიდებული.

"ამ შემთხვევაში, ფეხბურთელისა და აგენტის როლი 50/50-ზეა. ზოგადად კი, ჩვენი პროფესია ბევრს იოლი ჰგონია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, როგორც სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანები, საფეხბურთო აგენტებიც ორ ნაწილად ვიყოფით: არიან კარგები და არიან შედარებით სუსტებიც. იგივე ითქმის ფეხბურთელებზეც...

გეთანხმებით, დღეს ქართველ ფეხბურთელებზე ევროპული კლუბებიდან მოთხოვნა ნაკლებად იმ მიზეზის გამოა, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი იქაურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ ეს გამოსწორდება - ქართველები კვლავ ითამაშებენ ევროპის ძლიერ კლუბებში. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მჯერა, გარკვეული ხნის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ევროპიდან კვლავ არაერთი კარგი შემოთავაზება ექნებათ.

ახლა მთავარია, ეროვნული ჩემპიონატი გაძლიერდეს, მის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ჩემი აზრია და, შესაძლოა, ახალს არაფერს ვამბობდე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საჭიროა.

რთული ხასიათი? ესეც ჩვეულებრივი ამბავია - სანამ გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევ, შეცდომას უშვებ, რაზეც სწავლობ, იზრდები... დამიჯერეთ, ქართველ ფეხბურთელს სხვა ეროვნების წარმომადგენლისგან განსხვავებული ხასიათი ნამდვილად არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივარმა მხარი უნდა დაუჭიროს ფეხბურთელებს და დანარჩენს კი დრო მოიტანს...", - გვითხრა ამიროვმა.

ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ევროპული ბაზრისთვის კვლავ მიმზიდველნი გახდებიან. ოღონდ საქმეს მხოლოდ იმედი არ შველის...

კახა ქირია
გულწრფელად რომ ვთქვათ, კაშიას გარდა რომელი ქართველი ფეხბურთელი იმსახურებს საშუალო,კარგ ევროპულ გუნდში თამ აშს დაახლოებით "ევერტონი""პსვ" "ანდერლეხტი""სელტიკი" და დაახლოებით ასეთ დარ გუნდზე ზე მაქ საუბარი
giga
არა კაცო მარტო პირადად ჩემი ბრალია და სხვა არავისი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
მურთაზი
გამოდის რომ მწვრთნელებიც ძალიან სუსტები გვყოლია მე კი მარტო ფეხბურთელები მეგონა უნიჭო და ზარმაცები-ფერი ფერსა და...
გუჯა კახაძე
რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ. მიზეზი მარტივია - ბურთი ვიცით, თამაში არა. თანამედროვე ფეხბურთის თამაში რომ შევძლოთ ჯერ 2 ტაიმის განმავლობაში მაღალ ტემპში სირბილი უნდა ვისწავლოთ. ტრადიციული ფიზმომზადება ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ გამოსავალი არის და ეს ყველამ შესანიშნავად იცის, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ.
ფაშა ძლიერი
ამიტომაც უნდა განვავითაროთ ჩვენი ჩემპიონატი და ივლიან პუჭურ-პუჭურა გუნდებში ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
აგენტი: კონტრაქტი 4-წლიანია, ოქრიაშვილი ძირითადის ფეხბურთელი იქნება!
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...