აზერბაიჯანული "ყარაბახის" პრეზიდენტმა ელდარ კერიმოვმა azerisport.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
აზერბაიჯანული "ყარაბახის" პრეზიდენტმა ელდარ კერიმოვმა azerisport.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერიმოვის თქმით, აზერბაიჯანული რაგბის განვითარებისთვის ქართველებთან მეზობლობა ძალიან კარგია.

ინტერვიუს, რომელშიც კლუბის პრეზიდენტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- რაგბი ერთ-ერთი ის იშვიათი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელსაც აზერბაიჯანში თამაშობენ. რაგბიში წარმატების მისაღწევად არა ლეგიონერების ყოლა, არამედ ახალგაზრდების სწორად აღზრდაა საჭირო. ზუსტად ვიცი, ეს ბიჭები იმედებს არ გაგვიცრუებენ.

მეზობელ საქართველოს ევროპულ რეიტინგში მე-6, მსოფლიო რეიტინგში კი მე-12 ადგილი უკავია. ჩვენი რაგბის განვითარებისთვის მეზობლობა საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ფუფუნება, სისტემატურად ვეთამაშოთ ამ ქვეყნის კლუბებს ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში. მათთან თამაში ჩვენთვის საკმაო გამოცდილებაა.

საქართველოს აზერბაიჯანული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. რამდენიმე თვის წინ 8 აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა (აქედან 2 "ყარაბახიდან") წარმატებით გაიარა World Rugby-ს კატეგორიის საერთაშორისო კურსი, რომელიც FRA-ს ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგები, გიორგი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, "აკადემიის" სპეციალისტებმა ჩაატარეს.

რაგბი აზერბაიჯანში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

- რას მიაღწია "ყარაბახმა" ბოლო 1,5 წელიწადში?

- გუნდში 30-მდე მოთამაშე გვყავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ ჩვენმა მორაგბემ, ნაზარ ჯაფაროვმა ქართულ კლუბ "წიქარასგან" მიიღო შემოთავაზება. ეს მისთვის შესანიშნავი შანსია კარიერის ასაწყობად. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებს.

- როგორია წელს კლუბის გეგმები?

- გეგმა ბევრია. ზაფხულში კლუბში ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი სპეციალისტის მოწვევას ვგეგმავთ. მთავარია, ფინანსური პრობლემები არ შეგვექმნას და აუცილებლად გვეყოლება გამოცდილი მწვრთნელი.

ten
ბურძგლამ ასწავლა და შეაყვარა რაგბი აზერებს.
glaxuna
ძლიერი მეზობლები გვჭირდება!
dk
ფრთხილად ქართველებო. ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ხომ იცით, უმადურები ბევრად ბევრია.
სსს 21
დაახლოებით 10 წლის წინ, ქართველი სპეციალისტი მუშაობდა და ასე თქვა დიდი ფულია ჩადებული Yურადღებას აქცევენო და კარგი მომავალი აქვსო, მაგრამ დღემდე არაფერი საინტერესო არ მომხდარა...
გია
რამდენს ნიშნავს სწორად გაკეთებული საქმე, წარმოგიდგენიათ იგივე ფეხბურტზე თქვან?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა