"ნაპოლი" გადამწყვეტ ეტაპს სუპერფორმაში ხვდება
"ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაშია, რაც სერია A-ს ბოლო ტურში დაამტკიცა. მაურიციო სარის გუნდი "ბოლონიას" ესტუმრა და 7 გოლი გაუტანა.

ბრწყინვალე ფორმაში არიან მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი, რომლებმაც ბოლონიელებს სამ-სამი გოლი გაუტანეს. კარგად ირჯებიან ხოსე კალეხონი და ლორენცო ინსინიე და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გუნდს არკადიუშ მილიკი დაუბრუნდა. ბოლო ტურში მილიკი, ისევე, როგორც ლეონარდო პავოლეტი, თადარიგში იჯდა. მოკლედ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს კარგ ფორმაში ხვდება, მეტოქედ კი ნეაპოლელებს მადრიდის "რეალი" ჰყავთ.

"რეალთან" მოახლოებული მატჩების შესახებ პრესასთან კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა: "გუნდი პროგრესირებს და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მახარებს. დღეს "ნაპოლი" გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სეზონის სტარტზე ან თუნდაც გასულ სეზონში. მართალია, აღარ გვყავს გონსალო იგუაინი, მაგრამ გვყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. დიახ, ნებისმიერის და მათ შორის, მადრიდის "რეალის".

არ არსებობენ დაუმარცხებელი გუნდები და ეს "რეალსაც" ეხება - ამიტომ მაქსიმალური მობილიზება, სრული კონცენტრირება და ყველაფერი კარგად იქნება. არის თამაშები, რომლებიც მთელ სეზონს უდრის და ასეთია "რეალთან" დაპირისპირება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პლუსები და უნდა გამოვიყენოთ - თუ "რეალი" გავა მომდევნო ეტაპზე, ნეაპოლში ამისგან ტრაგედიას არ შექმნიან, ჩვენი გამარჯვება კი სენსაცია იქნება.

"რეალთან" მატჩებს ექნება დაახლოებით ისეთივე დატვირთვა, როგორც "იუვენტუსთან" ნებისმიერ დაპირისპირებას - ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და გულშემატკივარი გავაბედნიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა