"პიტერ ბოში ჩემთვის მამასავითაა და მასთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება"
ჰოლანდიურმა საიტმა vi.nl-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ფორვარდ ვაკო ყაზაიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. "ლეგია" ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება, რომლისთვისაც ჰოლანდიაში თამაშის დროს ყაზაიშვილს არაერთხელ გაუტანია.

ვაკომ სწორედ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ჰოლანდიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა. გარდა ამისა, ვაკომ "აიაქსის" მთავარ მწვრთნელ პიტერ ბოშზე ისაუბრა, რომელიც მას "ვიტესში" ყოფნის დროს წვრთნიდა.

"დიახ, ჰოლანდია ძალიან მომენატრა. ჰოლანდიაში 5 წელი გავატარე და ის ჩემს მეორე სახლად იქცა. ჩემთვის "აიაქსის" წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, ამ შეხვედრებში ყველამ ნახოს, თუ რა შემიძლია.

პიტერი ძალიან კარგი მწვრთნელია და სწორედ მისი მწვრთნელობისას მქონდა ჰოლანდიაში საუკეთესო პერიოდი. ის ჩემთვის მამასავითაა და მასთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება.

"ლეგიაში" პირველი 2-3 თვე ძალიან გამიჭირდა. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ სათამაშოდ ახალ კლუბსა და ახალ ქვეყანაში გადავედი. ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის უნდა ვიბრძოლო. ამ ბოლო დროს უკეთ ავთამაშდი და გუნდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვხდები.

"ლეგია" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც სათადარიგოთა სკამზეც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, შანსები "აიაქსთან" 50-50-ზეა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

"ლეგიას" და "აიაქსის" პირველი შეხვედრა 16 თებერვალს ვარშავაში გაიმართება.

იკა
ახლა ვინც აპირევთ რო ნიშნისმოგებით დაწეროთ კომენტარები: 1."აი ხო ვამბობდი" 2."გამოდით ვინც ვაკოს ლეგიაში გადასვლას მხარს უჭერდა" 3. "რას მიდიოდა საერთოდ" 4. და.ა.შ. მოგმართავთ: დაგასწარით :D ვაკო რაგინდოდა ლეგიაში, ნეტა რას ელოდებოდი, ლიგაზე თავს როგორ გამოიჩენდი ლეგიაში. აი ლეგიამ რა უდნა ქნას რო რომელიმე ფეხბურთელი გამოჩნდეს იქ :))) თუ შანსი გაქ დაუფიქრებლად გადადი რამე ნორმალურ კლუბში დასავლურ ევროპულში სასურველია )
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
გოგა გახოკიძე: "ვიტესში" ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ
გურამ კაშია: ლევანდოვსკი? არ მიყვარს ასეთი ფორვარდების წინააღმდეგ თამაში
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა