"მე ცოტა სპეციფიკური ფეხბურთელი ვარ - ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებიც კი არ მიყვარს, რადგან კარგახნიანი პაუზის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მიჭირს"
ქართულ ფეხბურთში დღეს ბევრი როდია ისეთი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი რომ ეთქმის. საშემსრულებლო ოსტატობას რომ თავი დავანებოთ, ჩვენებურები ვერც საქმისადმი მიდგომითა და დისციპლინით გამოირჩევიან.

არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია. თითქოს ნიუანსია, მაგრამ ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები - ჰოლანდიიდან რამდენიმე საათის ჩამოსული კაშია "დინამო არენაზე" სწრაფადვე მოვიდა და სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.

"ლელოს" დღევანდელი რესპონდენტი ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების დაცვის ბურჯი გურამ კაშიაა.

- გურამ, თავდაპირველად თქვენი სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე ვთქვათ. დაირხა ხმები, შეიძლება კაშიამ "ვიტესი" დატოვოსო...

- არა, არ არის მართალი. ისე, ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მყავს აგენტები. მათ თავიანთი საქმე აქვთ, მე - ჩემი.

- ფეხის თითის მოტეხილობის გამო კარგა ხანს იუქმეთ. აღიდგინეთ თუ არა ოპტიმალური სათამაშო ფორმა?

- კი, შეიძლება ითქვას, ოპტიმალურ ფორმაში ვარ. "ფეიენოორდთან" გვქონდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი და სრულად ვითამაშე. სპეციალისტების შესაფასებელია, როგორ გავართვი თავი დაკისრებულ ამოცანას, თუმცა საკუთარი გარჯით უკმაყოფილო არ ვარ. ინტენსიური, დაძაბული შეხვედრა იყო, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. სწორედ ასეთი მატჩები გვიჩვენებს, რამდენად კარგად არის მზად ესა თუ ის ფეხბურთელი.

"ფეიენოორდთან" მატჩამდე "ვიტესის" მეორე გუნდში ვთამაშობდი. ახალგაზრდებში ჩემი გამოჩენა იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ აღმედგინა დაკარგული კონდიციები. საბოლოოდ ეს მოვახერხე.

- "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა განაცხადა, რომ გუნდის კაპიტნობა არ არის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია. მოხვდებოდით თუ არა "ვიტესის" ძირითადში როტერდამელებთან მატჩში, არნემელთა ერთ-ერთ მცველს, კრაუსვაიკს ტრავმა რომ არ მიეღო?

- ჩემი სპორტული კარიერის მთავარი პრინციპია, რომ იქ, სადაც ვარ, თავს ლიდერად უნდა ვგრძნობდე და ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდე. ჩემთვის ის სეზონი დაკარგულია, რომელშიც 50 მატჩს არ ჩავატარებ. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ მგონი, "ვიტესში" მაქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ სეზონის განმავლობაში, ვთქვათ, 40-50 შეხვედრა ჩავატარო და ძირითადის ფეხბურთელი ვიყო. თუ ჩემს ამ სტატუსს საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინ ნამდვილად არ გამიჭირდებოდა ჰოლანდიის ჩემპიონატის თუნდაც საშუალო გუნდის მოძებნა, სადაც თავს ლიდერად ვიგრძნობდი.

ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "ვიტესში" მენდობიან და თავს გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად მივიჩნევ. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ მე ცოტა სპეციფიკური ფეხბურთელი ვარ. თუ დამიჯერებთ, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებიც კი არ მიყვარს, რადგან კარგახნიანი პაუზის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მიჭირს.

- მაშ, საიდან უნდა იყოს ხმები თქვენი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე?

- მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ ტრავმა მივიღე და ხანგრძლივად მომიწია უქმობა. ფეხის თითი მოვიტეხე, ეს უკვე იცით. ესაა, მეტი არაფერი. 5 კვირა გამიცდა. აქამდე, პრაქტიკულად, არ მიმიღია ტრავმა. მოკლედ, ჩემთვისაც უცხო იყო ეს სიტუაცია.

- საკლუბო თემა "ვიტესის" მიზნებზე დასმული კითხვით ამოვწუროთ...

- მას შემდეგ, რაც მერაბ ჟორდანია აღარ არის ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, ხატოვნად რომ ვთქვათ, "ვიტესის" მატარებელი ძველებური სისწრაფით აღარ მიჰქრის. ამას მარტო მე არ ვამბობ. გულშემატკივრებს რომ ჰკითხოთ, ისინიც იმავეს იტყვიან.

ჩვენი მიზანი ევროტურნირების ზონაში დამკვიდრებაა. ამის მიღწევა გუნდს ნამდვილად შეუძლია. სათამაშო პოტენციალითაც და თამაშის ხარისხითაც "ვიტესი" ამას იმსახურებს. გასათვალისწინებელია, რომ "ვიტესი" მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. რამდენიმე ფეხბურთელი მეორე გუნდიდან დაწინაურდა.

- პოლონეთთან შეხვედრაზე გადავიდეთ. მეტოქისგან რას ელით?

- ცხადია, ძლიერ გუნდთან მოგვიწევს საქმის დაჭერა. არ მინდა, ბანალური ვიყო, თუმცა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან მოპოვებული გამარჯვება ყველაფერზე მეტყველებს. სხვა შეხვედრებშიც კარგად გამოიყურებოდნენ პოლონელები... მოკლედ, ურთულესი მოწინააღმდეგე გვყავს და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის.

- ჩვენი გუნდისგან რაღას უნდა ელოდოს გულშემატკივარი?

- მხოლოდ ერთი მიზნით უნდა გავიდეთ მინდორზე - 3 ქულა უნდა დავტოვოთ თბილისში. ჩვენ ყველა საშინაო მატჩზე ასე ვამბობთ, ახლა სიტყვიდან საქმეზე უნდა გადავიდეთ. მგონია, რომ მეტოქის ძალის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შეუძლია პოლონეთთან წარმატებით თამაში. ყველაფერი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება. პოლონეთზე ძლიერი ნაკრებები შეგვიჩერებია თბილისში.

- ცხადია, პოლონეთი ერთი ფეხბურთელის ნაკრები არ არის, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიზე გამორჩეულად უნდა გკითხოთ. დიდი ალბათობით, მასთან ხშირი "შეხება" გექნებათ მინდორზე. ვიცით, რომ ყველა მატჩის წინ არაერთხელ ნახულობთ საქმეში თქვენს პოტენციურ მეტოქეებს. საინტერესო იქნება "ბაიერნის" ვარსკვლავის თქვენეული დახასიათება...

- მართალი ბრძანდებით, ეს ჩვევა ნამდვილად მაქვს, თამაშამდე ვუყურებ იმ თავდამსხმელებს, რომლებთანაც მინდორზე შეიძლება ხშირი ორთაბრძოლა მქონდეს. იმედია, ეს გამომადგება.

ლევანდოვსკიზე მართლა ბევრი შემიძლია გელაპარაკოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ პოლონელი ფორვარდი ულაპარაკოდ შედის მსოფლიოს 5-6 საუკეთესო თავდამსხმელს შორის. მას ძალიან თავისებური სათამაშო მანერა აქვს. ლევანდოვსკი განსაკუთრებულად სახიფათოა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში.

მას არაერთი დადებითი მხარე აქვს, თუმცა პირადად მე პოლონელის არანორმალურ ელასტიკურობას გამოვარჩევდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარს ასეთი ფორვარდების წინააღმდეგ თამაში. მირჩევნია, ეგრეთ წოდებული "სტოლბა" ფორვარდს ვეთამაშო, თუმცა რას ვიზამთ - ლევანდოვსკი ჩემი და საქართველოს ნაკრების გულისთვის არ შეიცვლება.

- ცხადია, მისი შეჩერებაც შეიძლება...

- თავისთავად. შეუჩერებელი არავინაა. ამ თავსატეხის გადაჭრა მინდორზე მოგვიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

liza
დაიჭერ შენ მაგას კი :D:D:D
ggg
ელასტიკური კარგია!
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
გოგა გახოკიძე: "ვიტესში" ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია
ვაკო ყაზაიშვილი: ჰოლანდია მომენატრა... ის ჩემი მეორე სახლია
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა