მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა
სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა - კაცების სუპერგიგანტში. და ისევე როგორც წინა დღეს ქალებს შორის, ახლაც, მოულოდნელი ჩემპიონი მივიღეთ.

35 წლის კანადელ ერიკ გუეის ადრეც მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი სუპერგიგანტში, კერძოდ, 2011 წელს, მაგრამ, ამ სეზონში მას მხოლოდ ერთი პოდიუმი ჰქონდა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და ამიტომაც არის ეს შედეგი მოულოდნელობა.

გუეის მძლავრი სტარტი გამოუვიდა და ფინიშზე კიდევ უფრო მოუმატა, ამიტომაც, დისტანციის შუაში დაშვებულ მცირე შეცდომებს არ უმოქმედია მის შედეგზე. კანადელმა მთელი 45 მეასედი წამით მოუგო მთავარ ფავორიტს, ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს.

საერთოდ, გუშინდელმა სუპერგიგანტმა კანადელთა დომინირებით ჩაიარა- მესამე ადგილიც ამ ქვეყნის წარმომადგენელს ერგო: მანუელ ოსბორნ-პარადიმ სულ რაღაც ექვსი მეამედი წამი წააგო იანსრუდთან და კიდევ უფრო ცოტა - სამი მეასედი მოუგო მეოთხეადგილოსან ნორვეგიელთან ალექსანდერ აამოდტ კილდეს.

სხვათა შორის, გუეი გუშინ ისტორიაში შევიდა - ის გახდა სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი.

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფდაშვებაში საკონტროლო ვარჯიშების დღეა. მედლების მომდევნო კომპლექტი პარასკევს გათამაშდება - ქალებს შორის სუპერკომბინაციაში.

სუპერგიგანტი. კაცები

1. ერიკ გუეი (კან) 1:25.38

2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) +0.45

3. მანუელ ოსბორნ-პარადი (კან) +0.51

4. ალექსანდერ კილდე (ნორ) +0.54

5. ვინსენტ კრიხმაირი (ავსტრია) +0.88

6. ალექსის პინტურო (საფ) +0.90

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა