რა არის ანდალუსიელთა წარმატების საიდუმლო?
"სევილია" არგენტინელი ხორხე სამპაოლის მეთაურობით კარგად თამაშობს. წლევანდელ სეზონში სწორედ ის უწევს კონკურენციას "ბარსელონას" და "რეალს", ესპანური ფეხბურთის გოლიათებს. რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება და ამასაც აქვს თავისი მიზეზი.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში "სევილიამ" მისთვის სარეკორდო ქულების რაოდენობა მოაგროვა. გუნდი მატჩის ბოლოს რომ არ იყოს გოლების გატანას დაჩვეული და ძალიან გვიან არ "ფხიზლდებოდეს", ამ დროისათვის "სევილიას" 10-12 ქულით მეტი ექნებოდა. ასეთი თამაში სულ რვაა.

ამ დროისათვის "სევილია" ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ამ გუნდის თავისებური, ყველასაგან განსხვავებული სათამაშო სტილი იმსახურებს იმას, რომ მის თაობაზე გამორჩეულად ვილაპარაკოთ.

ნებისმიერი გუნდის სათამაშო ხელწერას მნიშვნელოვნად განაპირობებს მწვრთნელი. "სევილიას" სათავეში დგას სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.

რა არის სამპაოლის მთავარი მახასიათებელი სამწვრთნელო ნიშნები? მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ინტენსივობა თამაშის დროს და პრესინგი. მას ძალიან უყვარს ბურთის კონტროლი. არასოდეს ერიდება გუნდის გადაწყობას. იმავე "სევილიაში" მან მშვიდად გადაჭრა ტრავმებით გამოწვეული პრობლემა დაცვის ცენტრალურ ზონაში. გუნდური მოძრაობა - სამპაოლის გუნდი ყოველთვის სინქრონულად მოძრაობს და ეს სინქრონი ძალიან იშვიათად თუ ირღვევა.

არგენტინელი რომ შემტევ ფეხბურთს აღმერთებს, ამაზე ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც მეტყველებს. თუ დავაკვირდებით "სევილიას" თამაშს, ვნახავთ, რომ დაცვის ხაზი ძალიან "ზემოთ" თამაშობს. არგენტინელ მწვრთნელს შეუძლია, ბევრი რამ შესწიროს მინდორზე შეტევას.

სამპაოლის საყვარელი სქემა 3-4-3-ია. თვით სამმცველიან განლაგებაშიც კი არგენტინელი სპეციალისტი ფეხბურთელებს არასოდეს უზღუდავს შეტევაში ჩართვის უფლებას. მისი წარმოდგენა ფეხბურთზე ასეთია:

"ფეხბურთი ყოველთვის იყო სანახაობა და არსებობის ბოლომდე ასეთად უნდა დარჩეს. ეს თამაში ისეთი დიდებულია, რომ მან პირვანდელი სილამაზე ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ბალანსი აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის მისაღებია მხოლოდ შემტევი ფეხბურთი", - ამბობს სამპაოლი.

სხვათა შორის, "სევილიას" სატურნირო მდგომარეობა ახლა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა შედარებით ცუდი ასპარეზობა ესპანური პრიმერას უტსაიდერ და საშუალო გუნდებთან გამართულ შეხვედრებში.

...ყველამ კარგად ვიცით, როგორ იქცევა სამპაოლი თამაშის დროს. ამ სპეციალისტის განსაკუთრებული თვისება ემოციურობაა. ასე იყო ჩილეს ნაკრებში და ასეა "სევილიაში". მსოფლიოში ბევრი ემოციური მწვრთნელია, მაგრამ ამ საქმეში არგენტინელს ბევრი ვერავინ დაეტოლება.

"ეს ჩემი საქმეა და მე მასში მთელ სულსა და გულს ვდებ, არავითარი ხელოვნურობა. თავად ვარ ბოლომდე მოტივირებული. ფეხბურთელებისგანაც ამავეს მოვითხოვ. მე მინდა, რომ მათ წამითაც არ დაკარგონ კონცენტრაცია" - ამბობს სამპაოლი.

იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად პრიმერაში "სევილიას" ფრანგი ნახევარმცველი სტივენ ნ'ზოზი დაასახელეს. სწორედ სამპაოლის ხელში გაიხსნა ბოლომდე ეს ფეხბურთელი. საყრდენ ზონაში დღეს ის შეუცვლელია. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ, ბევრი მიიჩნევდა, რომ ანდალუსიურ კლუბს სწორედ ამ ზონაში ექნებოდა პრობლემები.

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება, რომ "სევილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, საყრდენმა ნახევარმცველმა გრჟეგოჟ კრიხოვიაკმა "პარი სენ-ჟერმენში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. არანაირი პრობლემა - კრიხოვიაკი შეიცვალა.

ასევე შეიცვალა კევინ გამეირო. შესაძლოა, ფრანგი ფეხბურთელი ნანობს კიდეც, "ატლეტიკოში" რომ გადავიდა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ გუნდში გამეირომ ვერ იპოვა მისთვის დამახასიათებელი თამაში და მას ძველებურად ხშირად ვეღარ გააქვს გოლები.

სევილიადან წასულები

"სევილია" არ ერიდება წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას. ახლა რომ ის მოქმედი ფეხბურთელები შევკრიბოთ, სხვადასხვა დროს რომ გაყიდა "სევილიამ", ძალიან მაგარი შემადგენლობა გამოვა:

კაპიტნის ვაკანსია ამ ვირტუალურ გუნდში ალბათ მალევე შეივსებოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ მოუხდებოდნენ ერთმანეთს სამპაოლი და სერხიო რამოსი. რამოსი ახლაც ძალიან კარგ ადგილზეა, მაგრამ წარმოდგენას წინ რა უდგას?

სამპაოლი მის მიერ გაწვრთნილი გუნდების წარმატების საიდუმლოს ასე ხსნის:

"ჩემთვის ყოველთვის მთავარია, მინდორზე ვნახო გუნდური მოქმედება. ჩემთვის მთავარი პრინციპი ესაა: ყველა უტევს და თავს ყველა იცავს. ამის გარეშე ჩემი გუნდების წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ