...როცა აქ ყველაფერი კარგად მიდის
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" დატოვებს და სამწვრთნელო კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

სპეციალისტის სამომავლო ნავსაყუდელად ყველაზე ხშირად ლონდონის "არსენალზე" მიუთითებენ, სადაც, როგორც ჩანს, არსენ ვენგერის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. "იუვეს" თავკაცი შეეცადა მედიასთან საუბარში სიცხადე შეეტანა ამ საკითხთან დაკავშირებით...

7-ქულიანი ფორა

უახლოეს მდევარს 7 ქულით ვუსწრებთ და ეს კომფორტული უპირატესობაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკუდეტო უკვე მოგებულია და უნდა მოვდუნდეთ. "რომა" და "ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაში არიან და ჩვენ წაფორხილებას ელოდებიან. სეზონი ისე უნდა გავიაროთ, რომ ჩავარდნა არ გვქონდეს, რაც ურთულესი ამოცანაა.

ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზება მართებთ ნებისმიერ მეტოქესთან, მათ შორის, აუტსაიდერებთან, რაც ვნახეთ კიდეც "კროტონესთან" შეხვედრაში. დიდი ენერგიის დახარჯვა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩემპიონატის აუტსაიდერი გაგვეტეხა და სამი ქულა მოგვეპოვებინა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

პორტუს ვაფასებთ, მაგრამ...

ბევრმა ჩათვალა, რომ გაგვიმართლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პორტუ" გვერგო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პორტუგალიელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქის დამარცხება შეუძლია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და შესაბამისად, ეს ბარიერი უნდა გავიაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ სერია A ჩვენთვის პრიორიტეტულ ტურნირად რჩება, ვამჩნევ, რომ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ბატალიებს განსაკუთრებულად ელოდებიან. არ მიკვირს, რადგან ამ ტურნირზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ და იქ თავის გამოჩენა სხვანაირად ფასობს. პირველი მატჩი პორტუგალიაში გვაქვს და უნდა შევეცადოთ, რომ ტურინში სასურველი შედეგით დავბრუნდეთ. შედეგიანი ფრე და გამარჯვება ნებისმიერი ანგარიშით, ჩვენთვის სასურველი იქნება.

ახალი ტაქტიკა კარგად მუშაობს

ბოლო თამაშებში მუდმივად 4-2-3-1 ტაქტიკას ვიყენებ, რაც კარგად მუშაობს. დღეს ეს მოდელი აქტუალურია და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ, არსენალში რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი უნდა გქონდეს, რადგან სეზონი გრძელია და ურთულესი ამოცანების გადაჭრა გიწევს.

ფეხბურთელებმა კარგად აუღეს ალღო ახალ ამპლუებს და ეს ძალიან მახარებს. გამთამაშებლის პოზიციაზე პაულო დიბალამ ახალი თვისებები გამოავლინა, მარიო მანჯუკიჩი კი ფლანგზე ძალიან პროდუქტიულია. ხუან კუადრადო და გონსალო იგუაინი ოპტიმალურ ფორმაში არიან და პროგრესირებენ. გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან, ეს მოთამაშეები ჩაანაცვლონ. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც იმავეს ვიტყვი, რომ ჩემთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი თანაბრად მნიშვნელოვანია.

რა მინდა ინგლისში

როდესაც სეზონის დასკვნითი ეტაპი იწყება, რატომღაც ყოველთვის საუბრობენ ჩემი ინგლისში შესაძლო გადაბარგების შესახებ და თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში "იუვენტუსს" ჩავარდნა აქვს თუ ყველაფერი კარგად მიდის. სერია A-ში პირველ ადგილზე ვართ, იტალიის თასისთვის ვიბრძვით და ჩემპიონთა ლიგაზეც ვასპარეზობთ - ასეთ დროს, რატომ უნდა ვფიქრობდე სხვა გუნდზე ან სხვა ქვეყანაში გადაბარგებაზე? - არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს მხოლოდ "იუვენტუსზე" ვარ კონცენტრირებული.

ინტერმა წაგება უნდა ისწავლოს

ამასობაში, პრესას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტაც გაესაუბრა და დიდი იტალიური დერბის პერიპეტიებს გამოეხმაურა. უფრო სწორად, იმ პროტესტს, რომელსაც "ინტერის" წარმომადგენლები და ფეხბურთელები დღემდე გამოთქვამენ მატჩის არბიტრის მიმართ, რომელსაც მილანელთა სასარგებლოდ ორი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო:

"მილანელებმა წაგება უნდა ისწავლონ და ეს ჩემი მეგობრული რჩევაა. "იუვენტუსი" დღეს უფრო ძლიერია და თამაშმა ეს დაგვანახა, მსაჯისთვის მარცხის გადაბრალება კი, უბრალოდ, არასწორია. მიმდინარე სეზონში იყო არაერთი ეპიზოდი, როდესაც მსაჯს ჩვენ სასარგებლოდ შეეძლო და მართებდა კიდეც გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, რადგან მსაჯების შეცდომები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?