ოლიმპიადის ათვლა პარიზიდან დაიწყო, სადაც საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
პარიზში, სეზონის პირველ "დიდ მუზარადზე" საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ამ პრესტიჟული შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი ზებედა რეხვიაშვილი (81) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66) და ვალერი ლიპარტელიანი (100) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილმა (90) და გურამ თუშიშვილმაც (+100) იჭიდავეს, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩნენ.

საერთო-გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მერვეზე გავიდა, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე.

რეხვიაშვილის დაბრუნება

ამ ტურნირის მთავარი მოულოდნელობა ზებედა რეხვიაშვილის ასეთი რიხიანი დაბრუნებაა - ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება სასიამოვნო სიურპრიზის მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი მისგან ჭიდაობის ასეთი ხარისხია.

სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეს ამბავი არ გაგვაკვირვებდა, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მისებრი ტალანტი და ქართულ სტილში მოჭიდავე ფილიგრანული ტექნიკის მქონე იშვიათად გვებადა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორისგან, ვინც 2013 წელს უფროსებში ევროპის მესამეპრიზიორიც გახდა (ოღონდ ეს ყველაფერი 73 კილოგრამში ხდებოდა), ძალზე ბევრსაც ველოდით, მაგრამ მერე ბევრიც გადახდა თავს - წონა შეიცვალა, რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა და ბოლო წლებში ჩაიკარგა.

საბედნიეროდ, 25 წლისამ გუშინ ომახიანად შეგვახსენა თავი და პარიზში "ეიფელამდე" შეუსვენებლად იარა. პირველ წრეში საუდელი არაბი ალი მაირაში საჯილდაო ქვად გამოსადეგი მეტოქე ნამდვილად არ იყო და მასთან მოგება არ გაგვკვირვებია, მაგრამ ისე მოხდენილად აბურთავა ვაზარ-იპონზე, ფრიად გვასიამოვნა.

უკვე იქვე შეეტყო, რომ ძველი ზებედა დაბრუნდა, რაც მომდევნო პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა საკმაოდ კერკეტ ბულგარელ ივაილო ივანოვს გაფრთხილებით აჯობა. მერე უნგრელი ატილა უნგვარიც დააიპონა, შემდეგ კი ფრანგებს გაუთენა "ბართლომეს ღამე" - მეოთხედფინალში ბაპტისტე პიერის აჯობა, ნახევარფინალში კი დოუბი პაპე ნდიაე ვაზარით ჩამოიშორა. თუმცა მოგებასაც გააჩნია და რაც პიერის გაუკეთა, ქრესტომათიაში შევა - ფეხზე მდგარს ჩაუტარა მტკივნეული, რაც ქართველებისთვის იშვიათზე იშვიათი შემთხვევაა.

იხილეთ ვიდეო

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ფინალში შეწყვიტა ეს წარმატებული სერია 20 წლის მზარდ ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტთან და ვაზარით დამარცხდა.

ამის მიუხედავად, ეს ტურნირი რეხვიაშვილს ნამდვილად ეწერება აქტივში და, იმედია, დიდი შემობრუნების დასაწყისადაც იქცა. ამის იმედს მისი ჭიდაობა გვაძლევს - ტექნიკა ხომ არასოდეს აკლდა, ახლა მისი მარადიული პრობლემა და "აქილევსის ქუსლი" - სუნთქვა, გამძლეობა, ფიზიკური მხარეც ბევრად მოწესრიგებული იყო.

მათ ბრინჯაო გამოჭედეს

პირველ დღეს ჩვენებიდან მედლისთვის ევროპის ორმა ჩემპიონმა იბრძოლა - პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა. ბრინჯაოსთვის მათ, ცოტა არ იყოს და, არაქართულად იჭიდავეს - არახალია, რომ ჩვენებს უჭირთ გადამწყვეტი პაექრობების მაღალ დონეზე ჩატარება. ეს უფრო ბრინჯაოსთვის შეხვედრაზე ითქმის, თორემ ფინალში მედალი ისედაც გარანტირებულია, აქ კი წაგების უფლება არ აქვთ, რაც ძალიან ხშირად ტვირთად აწევს ჩვენების გამოსვლას.

თუმცა ამჯერად ევროპის ჩემპიონებმა საპირისპიროდ იჭიდავეს - ზედმეტი სიფრთხილის გარეშე, გაბედულად და შემტევ სტილში, ტექნიკურად და დაკვირვებით. მათ მოძრაობაში დაზვერვითი არაფერი ყოფილა. შედეგად, ორივემ მოხდენილი ილეთით დააგდო არცთუ სუსტი მეტოქე: პაპინაშვილი კარგად მომზადებული დაუხვდა კორეელი ჩანიეონგ კიმის გარეფეხს, რადგან თვითონაც უკონტროლებდა ჩავლებას, იმ მომენტში კი სწრაფად გადავიდა წელში და ზეწარმატებით ჩაატრიალა ვაზარიზე.

მარგველაშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩახტომითი კისრულით (ეს ერთგვარი სიახლეა მის არსენალში) მონღოლი კერლენ განბოლდის დაგდება, თუმცა საბოლოო წარმატება მაინც ფეხით ჭიდაობამ მოუტანა.

პაპინაშვილი საკმაოდ გახსნილად და თავისუფლად ირჯებოდა, თითქოს შემბოჭავი მარწუხები მოხსნესო და თავიდან ზედიზედ ორი იპონი მიითვალა უნგრელ ჩაბა საბოსთან და რუს ალბერტ ოგუზოვთან, მერე კი იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორთან, ამ ტურნირის მომავალ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ვერ შეძლო ოლიმპიური შედეგის გამეორება, სადაც ტაკატოს მოუგო. პარიზში ეს იყო ჩვენებურის ერთადერთი ჩაგდებული შეხვედრა, თუმცა "აზიურ სინდრომს" ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან კორეელს როგორც ეჭიდავა, უკვე გითხარით. ოღონდ მანამდე სანუგეშოში პაპინაშვილმა საკმაოდ ძლიერი ფრანგი ვინსენტ ლიმარეც დააიპონა. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის მეექვსე პარიზული მედალია - 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

მარგველაშვილი მეოთხედფინალში მართლაც უნიჭიერეს იაპონელთან და შეჯიბრების მომავალ ჩემპიონ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა ვაზარ-იპონით, თუმცა მანამდე ბრაზილიელი დანიელ კარგნინი დააიპონა, ხოლო ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს ვაზარი აკმარა. სანუგეშოში მონღოლთან მოგებამდე პორტუგალიელი სერგეი ოლეინიჩიც დაჯაბნა. ისიც საკმაოდ თამამად, გახსნილად ჭიდაობდა, აზროვნებდა და იოლად არ კარგავდა არაფერს - არც პოზიციას, არც - ქულებს...

მისასალმებელია, რომ მისი ბოლოდროინდელი პროგრესი კვლავაც უწყვეტად გრძელდება.

ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და აწ უკვე 2 ბრინჯაო. ის ერთადერთია ჩვენგან, ვინც ეს შეჯიბრება ზედიზედ ორჯერ მოიგო, თუმცა მისი ახლანდელი ბრინჯაოც არანაკლებია - ახალ წონაში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ მან პირველად იჭიდავა 100-ში და პირველივე ჯერზე მედალი მოიპოვა.

რეხვიაშვილის არ იყოს, თავიდან ლიპარტელიანმაც გაისეირნა და მანაც საუდელ არაბთან - სულთან მანიასთან. ამ ტურნირზე ის ძირითადად კვლავაც ამოსმულებით გავიდა ფონს, თუმცა ტაქტიკურადაც კარგად ჭიდაობდა, ინიციატივას ყოველთვის ფლობდა და სხვა ილეთებიც გამოიყენა. ოღონდ ნატკენი თითით გამოდიოდა, რაც ძალიან დაეტყო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან, ვინც ამოსმულით ვაზარიზე მაინც დააგდო და ჭიდაობითაც გაანეიტრალა.

მან მხოლოდ იაპონელთა მომავალ ჩემპიონ კენტარო იიდასთან დათმო, თორემ რუს ადლან ბისულთანოვსაც იოლად აჯობა და სანუგეშოში გერმანელი კარლ-რიხარდ ფრეიც კონტრშეტევაზე ეფექტურად დაატრიალა ვაზარზე.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან თუშიშვილიც მოგვეწონა, ღვინიაშვილისა (იმის მიუხედავად, რომ კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკთან წააგო) და ლაშა შავდათუაშვილისგან (73, მერვედფინალი) კი მეტს ველოდით. ახალგაზრდა თამაზ კირაკოზაშვილმა (81) და ლაშა ტაველურმა (100) ორ-ორი წრე გაიარეს, როგორც - ლუხუმ ჩხვიმიანმა (60).

ახალ წონაში პირველად მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ აქსელ კლერჟესთან. ასევე პირველივე შეხვედრები წააგეს დებიუტანტმა ფრიდონ გიგანმა (73) და ლევან მატიაშვილმა (+100), თუმცა იგი იაპონელ რიუ სიჩინოესთან დამარცხდა.

პარიზის გრან სლემი. ვაჟები

60 კგ.

1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი); 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი).

66 კგ.

1. ჰიდუმი აბე (იაპონია); 2. ანზაურ არდანოვი (რუსეთი); 3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი).

73 კგ.

1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია); 2. ჩაგრიმ ანი (კორეა); 3. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი).

81 კგ.

1. ფრენკ დე უაიტი (ჰოლანდია); 2. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო); 3. დოუბუ პაპე ნდიაე, ბაპტისტე პიერი (ორივე - საფრანგეთი).

90 კგ.

1. ხუნჭაო ჩენი (ჩინეთი); 2. აქსელ კლერჟე (საფრანგეთი); 3. დონჰან გვაკი (კორეა), მიჰაელ ზგანკი (სლოვენია); 5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო).

100 კგ.

1. კენტარო იიდა (იაპონია); 2. სირილ მარე (საფრანგეთი); 3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია).

1. +100 კგ.

ტაკეში ოჯიტანი; 2. რიუ შიჩინოე (ორივე - იაპონია); 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), დუურენბაირ ულზიბაიარი (მონღოლეთი); 5. გურამ თუშიშვილი (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რომან
აშკარად გამოჩნდა იმის საფრთხე რომ ღვინიაშვილი ქართული ძიუდოს გიორგი ქინქლაძე გახდეს
irakli Apkhaidze
პირველი სერიოზული შეჯიბრი იყო ოლიმპიადის შემდეგ და შედეგი სავალალო და თუნდაც დასაფიქრებელი ნამდვილად არაა. პლუს ახალი წონები, ზოგი ზედა წონაში ავიდა, ზოგი ქვემოთ ჩამობრუნდა... მე რაც არ მომეწონა ის იყო რომ ქალები საერთოდ არ წაიყვანეს ტურნირზე, ამ კომპონენტში გვიჭირს და აქაა საჭირო ბევრი გამოცდილების დაგროვება. და კიდე ჭრიკო რაც მალე დაუბრუნდება ,,მშობლიურ' წონას მით უკეთესი!
GeorGia Geo
გულშემატკივარი ავტორს რას ერჩი? მე პირადად მისი გაკეთებული ილეთი არ მინახავს მაგ სხვატკაში. ბაზარი არაა, შეიძლება არ ეკუთვნოდა მოხსნა, მაგრამ ხომ უნდა ეცადა ჭიდაობა რასაც ქვია. ეცადა ? გააკეთა რამე რომ მოეგო?
lado
შემოიტანეს ახალი ტერმინი-"დააიპონა" :D არაფერი სატრაბახო არ ჩაუდენიათ ჩვენ მოჭიდავეებს. რეხვიაშვილზე არაფერს ვიტყვი და დანარჩენებს უკვე მე-3 წუთიდან ეკეტებოდათ სუნთქვა. ნუ კაი, ლიპარტელიანმა წონა შეიცვალა და გავუგებთ.. დანარჩენებმა უნდა ყანწები გადაყარონ და მანქანებიდან ჩამოხტნენ თუ არა ასე შორს ვეღარ წავალთ...
lado
შემოიტანეს ახალი "ტერმინი"-დაიპონა :D არაფერი სატრაბახო არ ჩაუდენიათ ჩვენს მოჭიდავეებს. რეხვიაშვილზე არ ვიტყვი და დანარჩენებს უკვე მე-3 წუთიდან ეკეტებოდათ სუნთქვა. ნუ კაი, ლიპარტტელიანმა წონა შეიცვალა და გავუგებთ.. დანარჩენებმა ყანწები გადაყარონ და მანქნებიდან ჩამოხტნენ თუ არა ას შორს ვეღარ წავალთ...
jjkks
gveqneba suntqva gveqneba shedegi...amdonis sportsmeni rom otxiwuti ver gazlebs mand arasworad dagegmil varjishebshia saqme..moiwviet an tqveniswavlet ro otxiwuti gazlon tan tavisuplad
ramazi
ისევ გამოჩნდა ფიზიკური მომზადების პრობლემა ნაკრებში.მემგონი ზედმეტად თვითდაჯერებულები იყვნენ .
სოსო
შავდათუაშვილი აშკარად დაწვეს მსაჯებმა,რეხვიაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა,ლიპარტელიანს კი ვფიქრობ ბრძოლა უნდა შეეწყვიტა,მის მდგომარეობაში ჭიდაობის გაგრძელება დიდი რისკი იყო და მეშინია ძვირად არ დაუჯდეს.აი ბექას ჭიდაობა კი უსიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის,ორივე წაგებულ ბრძოლაში აშკარად დაეტყო დაღლა,არადა ჭიდაობის ხანგრძლივობა შემცირდა,წონაში დაიკლო და თავის წონაში დაბრუნდა.არ ვიცი მიზეზი რა არის, მაგრამ აუცილებლად რომ იქნება დარწმუნებული ვარ.
glaxuna
სუსტი შედეგები გვაქვს (!) საჭიროა თავგადადებული ვარჯიში - გამძლეობაზე (სუთქვისათვს...) და ფიზიკური (!) ჩვენ უნდა გვყავდეს მ უ დ მ ი ვ - მსოფლიო და ოლიმპიურრი ჩემპიონები ! ამოვიდა ყელში წვრილთვალება იაპონელების და აზიელების დომინირება!
Jiji
Gviniashvils suntqva ujirs,krosebi arbeninet,iqneb gaixsnas,2wutze Mets ver jidaobs.
guram
iaponelebma gailages
ძიუდო
შავდათუაშვილს ძალიან უსირცხვილოდ წააგებინეს მასპინძელთან. ღვინიაშვილს კი რთული ბადე და ზედიზედ რთული შეხვედრების ჩატარება მოუწია, თორემ უმედლოდ არ დარჩებოდა
გულშემატკივარი
ავტორს არც შავდათუაშვილის ჭიდაობა უნახავს, რა უნამუსოდ დაჩაგრეს ფრანგთან.
ონორე
ავტორს აშკაად არ უყურებია პაპინაშვილის შეხვედრებისათვის.
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა