ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XXVIII ტური: გატუზომ ტურინი დაადუმა!

სერია A. XXVIII ტური: გატუზომ ტურინი დაადუმა!

მილანის "ინტერმა" კალაძის "ჯენოასთან" პირველი ტაიმი კი წააგო, მაგრამ მეორეში აიწყვიტა და მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა
ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლუჩანო მოჯის სახელს სკანდირებდნენ და მის კლუბში დაბრუნებას მოითხოვდნენ, ეს ამბავი კი "იუვენტუსი"-"მილანის" მსვლელობისას ხდებოდა. თამაში სტუმრებმა მოიგეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისკენ, "იუვე" კი ღრმა კრიზისშია და ამ უკუსვლას ბოლო არ უჩანს.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლუიჯი დელ ნერიმ პოზიტიურ ძვრებსა და იმაზე ისაუბრა, რომ მისი გუნდი გაცილებით უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე "ლეჩესთან" ან "ბოლონიასთან" პაექრობაში. წინსვლაზე ისაუბრა ჯუზეპე მაროტამაც და დასძინა, რომ "ვეკია სენიორას" მომავალი სწორედ დელ ნერისთან არის დაკავშირებული.

ძნელი სათქმელია რა პოზიტივი დაინახეს, მაგრამ მატჩის სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: "იუვეს" არც ერთხელ არ დაუტყამს მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტად და შესაბამისად, კრიატიან აბიატი მთელი 90 წუთის განმავლობაში უსაქმოდ გახლდათ. შედეგად, "მილანის" კიპერი "გაძეტა დელო სპორტისგან" შეუფასებელი დარჩა, რამეთუ შესაფასებელი არც არაფერი გაუკეთებია. როგორც ჩანს, დელ ნერი დაცვის თამაშით დარჩა კმაყოფილი, რადგან "ლეჩესგან" მიღებული ორი გოლის შემდეგ, გაცილებით ძლიერი მეტოქისგან მხოლოდ ერთი გაუშვა, ეს მართლაც რომ "პროგრესია"...

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ერთადერთი, ანუ გამარჯვების გოლი ჯენარო გატუზომ გაიტანა. 68-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი სწორედ რინოს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად და საკმარისად ძლიერად დაარტყა, 0:1. მთელი თამაში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა ანგარიში კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.

განსაკუთრებით კარგად წარმოჩინდა კევინ-პრინს ბოატენგი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო მოედანზე. განელმა მცირე ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშიში არაფერია და აფრიკელი ჩემპიონთა ლიგის პაექრობისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. რადგან ტრავმაზე ჩამოვარდა სიტყვა, აღვნიშნოთ, რომ თამაშისწინა ვარჯიშზე ალეშანდრე პატომ კოჭი დაიზიანა და სწორედ ამიტომ არ უთამაშია "ოლიმპიკოზე". ბოლო ცნობით, მისი ტრავმაც მსუბუქია და ისიც შეძლებს ლონდონში გამგზავრებას.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი უაღრესად კმაყოფიოლი გახლდათ: "ზედიზედ მეორე თამაში ჩავატარეთ უმაღლეს დონეზე და უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ. "ნაპოლისთან" უფრო სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ ეს ბუნებრივიც არის, რადგან სამხრეთელებს საკუთარ მოედანზე ვეპაექრეთ. ტურინში თამაში იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ შევძელით და მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. მასპინძლებს არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ აბიატის კართან, რამაც ძალიან გამახარა. როდესაც დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზეა, თამაშის მოგების საუკეთესო შანსი სწორედ მაშინ გაქვს. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით და მინდა მადლობა ვუთხრა მათ თავდადებული თამაშისთვის. აქვე, კლუბის მესვეურების ღვაწლიც მინდა აღვნიშნო, რომლებმაც ზამთრის სატრანსფერი პერიოდში ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს. თუნდაც მარკ ვან ბომელის გადმობირება რად ღირს, იდეალურად ცვლის დაშავებულ პირლოს და ამბროზინის, მისი სახით დიდი ძალა შეგვემატა."

დელ ნერის და მაროტას კომენტარების შესახებ ზემოთაც მოგახსენებთ და აღარ განვმეორდებით. "იუვეს" სპორტული დირექტორის და მთავარი მწვრთნელის სიტყვებმა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჟურნალისტებსა და პირველ რიგში, გულშემატკივრებს შორის. პრესამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა სენიორ ლუიჯი და მას მატჩის მსვლელობისას მიღებული გადაწყვეტილებები დაუწუნა. თუნდაც ის, რომ დელ ნერი კიდევ ერთხელ გაჯიუტდა და მდევრის როლის პირობებშიც კი 4-4-2 ტაქტიკა უცვლელი დატოვა.

ალესანდრო დელ პიერო მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, მაგრამ არა ინერტული ხორხე მარტინესი, ან სხვა რომელიმე ნახევარმცველი, არამედ ფორვარდი ალესანდრო მატრი შეცვალა. ამან ტრიბუნებზე შეკრებილი ტიდოზების დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამიტომ, სულაც არ გვიკვირს, რომ ტურინში ლუჩანო მოჯის დაბრუნებას ითხოვენ. სხვათა შორის, ტელეკამერები მთელი შეხვედრის განმავლობაში ეძებდნენ ტრიბუნებზე "სენიორ კალჩოპოლის", მაგრამ ვერ აღმოაჩინეს - ან კარგად შეინიღბა, ან თამაშზე წასასვლელად ვერ მოიცალა. არადა, ცნობილი ამბავია, რომ მოჯი "იუვეს" პრაქტიკულად ყველა საშინაო შეხვედრას ესწრება.

ჟურნალისტები ლუჩანოს თამაშის დასრულებისთანავე შეეხმიანენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "გულშემატკივრები ჩემს დაბრუნებას ითხოვენ? - და თქვენთვის ეს სიახლეა? - უკვე დიდი ხანია, რაც ტოფოზებს ამის სურვილი აქვთ და მათი არც მიკვირს", - აი, ასეთი კომენტარი გააკეთა მოჯიმ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მისი ათწლიანი მუშაობის პერიოდში "იუვემ" თოთხმეტი ტიტული მოიხვეჭა.

კვირის მატჩებიდან "ინტერის" შთამბეჭდავი გამარჯვება უნდა გამოვარჩიოთ. მილანურმა გრანდმა პირველი ტაიმი წააგო "ჯენოასთან", მაგრამ მეორეში აიწყვიტა და მეტოქეს ხუთი გოლი "მიართვა". შესანიშნავად იასპარეზა სამუელ ეტოომ, რომელმაც ორი გოლი მიითვალა აქტივში და სხვა შედეგიან იერიშებშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. განსაკუთრებულად ეფექტური ეტოოს მეორე, ანუ "ინტერის" მესამე გოლი გამოვიდა, კამერუნელმა ორ მცველს აუარა გვერდი და უზუსტესი დარტყმით ბურთი გენუელთა კარის ბადეში გაახვია. იქამდე იყო ჯამპაოლო პაცინის გოლი, რომელმაც, სამწუხაროდ, კახა კალაძეს დაასწრო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში.

ეტოოს პირველი გოლი გორან პანდევის შორეულ დარტყმას მოჰყვა, აფრიკელმა სტუმართა კიპერის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე იხეირა. თავად პანდევმა კი მას შემდეგ გაიტანა, რაც ეტოომ და ვესლი სნეიდერმა დიდებული კომბინაცია გაითამაშეს და მაკედონიელი ფაქტობრივად ცარიელი კარის წინ დატოვეს - აი, მეხუთე გოლი კი ნაგატომოს ანგარიშზეა, იაპონელი წინ გაიჭრა და საშუალო დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა. აქვე აღვნიშნოთ, რომ აზიელი პირველად გამოირჩა "ინტერის" შემადგენლობაში. გენუელებმა ერთი გოლით უპასუხეს მასპინძლებს და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დაფიქსირდა, 5:2.

"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბრეშა" მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად, ორი ქულა დაკარგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში უტევდნენ სამხრეთელები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს. ნეაპოლელებს აშკარად ჩავარდნა აქვთ - ევროპის ლიგიდან გამოთიშვას, "მილანთან" განადგურება მოჰყვა, ამ ყველაფერს კი სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან საშინაო ფრეც დაემატა. ისე, ტურის წინასიტყვაობაში კი აღვნიშნეთ, რომ ჯუზეპე იაკინის თავკაცობით "ბრეშამ" გამოასწორა თამაში, განსაკუთრებით კი ეს დაცვით რგოლზე ითქმის. აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში ვალტერ მაძარი გააძევეს სათადარიგოთა სკამიდან. ამ მატჩის მთავარი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა იყოს.

მომდევნო ტური:

11 მარტი: ბრეშა-ინტერი 12 მარტი: ჩეზენა-იუვენტუსი 13 მარტი: მილანი-ბარი, რომა-ლაციო, კატანია-სამპდორია, კალიარი-უდინეზე, ჯენოა-პალერმო, ლეჩე-ბოლონია, კიევო-ფიორენტინა, პარმა-ნაპოლი.

ლეჩე-რომა 1:2

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - რისპოლი (78. ჩევანტონი), გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო - ჯაკომაცი, ვივესი, ოლივერა - მუნარი, გროსმიულერი (43. კორვია) - ჯედა.

რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი (30. ჟუანი), მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - პიზარო, დე როსი, პეროტა - ტადეი (68. ბრიგი) - ვუჩინიჩი (80. მენეზი), ბორიელო.

გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (32), 1:1 ჯაკომაცი (75), 1:2 პიზარო (90-პენ.).

გაფრთხილება: რისპოლი, მუნარი - დე როსი, პეროტა, ბრიგი.

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9(4)-12(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 15 000

იუვენტუსი-მილანი 0:1

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სორენსენი, ბარძალი, კიელინი, ტრაორე (84. ბონუჩი) - კრასიჩი, მელო, მარკიზიო, მარტინესი, - მატრი (81. დელ პიერო), ტონი (63. იაკვინტა).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი - ვან ბომელი, გატუზო, ფლამინი - ბოატენგი (46. რობინიო) - კასანო (71. ზეედორფი), იბრაჰიმოვიჩი.

გოლი: 0:1 გატუზო (68).

გაფრთხილება: გატუზო, ვან ბომელი, იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 6(0)-7(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 24 000

სამპდორია-ჩეზენა 2:3

სამპდორია (4-3-2-1): კურჩი - ძაური, ლუკინი (46. ვოლტა), გასტალდელო, ციგლერი - მანინი, დესენა, პალომბო (37. კომანი) - ბიაბიანი, გუბერტი (61. მაკედა) - მაკარონე.

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - სანტონი, პელეგრინო (54. ბენალოუანე), ფონ ბერგენი, ლაურო - კაზერტა, კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი (89. პიანჯერელი) - მალონგა (72. როზინა).

გოლები: 0:1 პაროლო (43), 0:2 ჯაკერინი (46), 0:3 ჯაკერინი (47), 1:3 ვოლტა (82), 2:3 მაკარონე (90).

გაფრთხილება: გასტალდელო, ბიაბიანი, მაკედა - ფონ ბერგენი, ლაურო, კაზერტა.

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 15(4)-8(4); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 21 000

ბოლონია-კალიარი 2:2

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - კაზარინი, პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი - პერესი, მუდინგაი (45. რამირესი), მუტარელი - დელა როკა (78. პაპონი) - მეჯორინი (64. ხიმენესი), დი ვაიო.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, არიაუდო, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი (78. ლაძარი), კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - ნენე (45. რაგაცუ), აკვაფრესკა (68. მისიროლი).

გოლები: 1:0 დი ვაიო (17), 1:1 კოსუ (59), 1:2 რაგაცუ (84), 2:2 რამირესი (90).

გაფრთხილება: ხიმენესი - ბიონდინი, კონტი, რაგაცუ.

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8(4)-7(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 25 000

კიევო-პარმა 0:0

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ანდრეოლი, მანდელი (78. ფარიასი), მანტოვანი - გუანა (54. მარკოლინი), რიგონი, იოკიჩი - ბოლიაჩინო (64. კონსტანტი) - პელისიერი, თერეუ.

პარმა (4-4-2): მირანტე - პალეტა, ვალიანი, ლუკარელი, ძაკარდო - გალოპა (78. ფლეტჩერი), მოდესტო, მორონე, ჯემაილი - ამაური (19. ბოჟინოვი), პალადინო (87. გობი).

გაფრთხილება: რიგონი, იოკიჩი - ძაკარდო, პალეტა, ვალიანი, გობი.

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 2-9; კარში დარტყმა: 18(7)-8(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 9 000

ფიორენტინა-კატანია 3:0

ფიორენტინა (4-3-2-1): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - მონტოლივო, ბეჰრამი, დონადელი - სანტანა (73. მარკიონი), მუტუ (70. ვარგასი) - ჯილარდინო (88. ბაბაქარი).

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - სპოლი, პეშე (67. ლედესმა), პოტენცა, ალვარესი - კარბონი (52. რიკიუტი), ლოდი, შელოტო - გომესი (70. ლიამა) - მაქსი ლოპესი, ბერგესიო.

გოლები: 1:0 მუტუ (21), 2:0 მუტუ (25), 3:0 ჯილარდინო (61)..

გართხილება: პასკუალი, დონადელი, მუტუ - პეშე.

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11(5)-11(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 25 000

ინტერი-ჯენოა 5:2

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია (78. ნაგატომო), ლუსიო, კივუ - მოტა, ძანეტი, სტანკოვიჩი (46. პანდევი) - სნეიდერი - ეტოო, პაცინი (75. ხარჯა).

ჯენოა (4-4-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე (82. კიკო), მორეტი - კუჩკა, კონკო (76. ბოზელი), რაფინია, როსი - პალოსკი (74. ანტონელი), პალასიო.

გოლები: 0:1 პალასიო (40), 1:1 პაცინი (50), 2:1 ეტოო (51), 3:1 ეტოო (57), 4:1 პანდევი (71), 5:1 ნაგატომო (84), 5:2 ბოზელი (90).

გაფრთხილება: კალაძე (ჯენოა).

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16(12)-10(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 58 000

ნაპოლი-ბრეშა 0:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა (83. იებდა) - მაჯო, პაციენცა (74. ლუკარელი), გარგანო, დოსენა (60. მასკარა) - ცუნიგა, ჰამშიკი - კავანი.

ბრეშა (3-5-1-1): არკარი - მარეკო, ძობოლი, ძებინა - ძამბელი (21. აკარდი), ბერარდი, ჰეტემაი, ვასი, კონე (83. ედერი) - დიამანტი (77. ლანცაფამე) - კარაჩოლო.

გაფრთხილება: კანავარო, არონიკა, დოსენა - მარეკო, ჰეტემაი, დიამანტი, აკარდი.

გაძევება: მაძარი (ნაპოლი).

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 12-5; ჯარიმა: 25-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8(5)-8(2); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 43 000

უდინეზე-ბარი 1:0

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - კუადრადო (72. პასკუალე), პინცი, ასამოა, ინლერი, არმერო (72. კორადი) - დი ნატალე (86. აბდი), სანჩესი.

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, გლიკი, პარიზი (81. რივასი), ბელმონტე (35. როსი) - კოდრეა, გაცი, ჰუსეკლეპი (82. რუდოლფი) - ბენტივოლიო, გეზალი - ოკაკა.

გოლი: 1:0 დი ნატალე (76-პენ.).

გაფრთხილება: კუადრადო - ა. მაზიელო, პარიზი, კოდრეა, გაცი, გეზალი.

გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 25-11; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11(6)-5(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 16 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 28 18 7 3 50-20 61

2. ინტერი 28 17 5 6 54-30 56

3. ნაპოლი 28 16 5 7 41-25 53

4. უდინეზე 28 15 5 8 50-30 50

5. ლაციო 27 14 6 7 33-23 48

6. რომა 28 13 7 8 43-39 46

7. იუვენტუსი 28 11 8 9 41-35 41

8. პალერმო 27 12 4 11 44-43 40

9. კალიარი 28 11 6 11 35-30 39

10. ფიორენტინა 28 9 10 9 32-29 37

11. ბოლონია 28 10 9 9 31-36 36

12. ჯენოა 28 9 8 11 27-32 35

13. კიევო 28 7 11 10 28-30 32

14. სამპდორია 28 7 10 11 25-32 31

15. პარმა 28 6 11 11 27-38 29

16. კატანია 28 7 8 13 24-38 29

17. ჩეზენა 28 7 7 14 23-38 28

18. ლეჩე 28 7 7 14 31-50 28

19. ბრეშა 28 6 7 15 22-35 25

20. ბარი 28 4 7 17 15-42 16

* ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 22 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 18 - ეტოო (ინტერი); 17 - დი ვაიო (ბოლონია); 14 - მატრი (იუვენტუსი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია