ფანჯარა ევროპაში, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ქართველების ტრანსფერებს დანიასა და პოლონეთში?
დანიური "ესბიერგი" ქართველების ახალ ნავსაყუდლად იქცა. ოთარ კაკაბაძისა და ბუდუ ზივზივაძის შემდეგ, იქ კიდევ ერთი ქართველი, 23 წლის ლაშა პარუნაშვილი ჩაირიცხა. თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მართალია, "ესბიერგი" 14-გუნდიან სუპერლიგაში 19 ქულით მე-12 ადგილზეა, მაგრამ ქართული ფეხბურთის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი მოთამაშეების საშუალოევროპულ ლიგაში გადასვლა, მით უფრო - ბითუმად, მაინც მოულოდნელი ფაქტია.

დანიაში "ფანჯარა" 7 წლის წინათ, სპორტული სააგენტო Sports Vision-Players Agents-ის დამფუძნებლებმა - გუგა კაჭახიძემ, მალხაზ მუსერიძემ და ბესიკ აბაშიძემ გაჭრეს. 2008 წელს, მათი მონაწილეობით, დანიურ "ორჰუსში" ჯერ დავით დევდარიანი ჩაირიცხა, ხოლო შემდეგ - გეგა დიასამიძე და დავით სხირტლაძე.

ახლა კი მთავარ დანიურ ლიგაში 5 ქართველი გვყავს - კაკაბაძის, ზივზივაძისა და პარუნაშვილის გარდა, "სილკებორგშია" დავით სხირტლაძე, ხოლო მათე ვაწაძე იანვარში "ვიბორგში" გადავიდა.

ევროპაში ტრანსფერებზე ორიენტირებულმა სააგენტომ ზამთარში განსაკუთრებით ნაყოფიერად იმუშავა. კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ მალხაზ მუსერიძესთან "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა...

- ევროპაში ქართველების მიმართ ინტერესი აშკარად დაეცა. ასეთ პირობებში, გასავარდნ ზონაში მყოფმა დანიურმა კლუბმა სამი ქართველის აყვანა როგორ გარისკეს?

- ისინი ქართველ ფეხბურთელებს იცნობენ და ჩვენების შესაძლებლობებზე წარმოდგენა ნამდვილად აქვთ. მაგალითად, ვაწაძე პირველი ლიგის ბომბარდირი იყო და იქ წლების განმავლობაში თამაშობდა. "ვიბორგი" ორი თავდამსხმელის სქემას იყენებს და როცა არჩევანის წინაშე დადგა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა იან მელბიუმ მათე გაიხსენა.

სხვათა შორის, "ვიბორგსა" და "სილკებორგს" ვაწაძის დამატება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ, როცა "ორჰუსიდან" წამოვიდა. მაგრამ კონკურენტ გუნდში პრინციპულად არ გაუშვეს.

კლუბის სპორტული დირექტორი ტედ ვან ლეუვენი ასევე კარგად იცნობდა ოთარ კაკაბაძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან და ჯერ კიდევ ფამაგუსტის "ანორთოსისში" მუშაობისას იწვევდა. ასევე აიყვანეს პარუნაშვილიც. ამ ტრანსფერებში ჩვენ არ ვმონაწილეობდით, ზივზივაძის თაობაზე კი "ესბიერგთან" მოლაპარაკება გუგა კაჭახიძემ აწარმოა. იყო "ვიბორგის" ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ ასე გადაწყდა.

- დანიაში ტოპ-ლიგა არ არის, მაგრამ ქართველებს იქ თამაში ნამდვილად არ უადვილდებათ...

- ...იმიტომ, რომ რთული ჩემპიონატია. ახლა ჩვენს ბიჭებზეა დამოკიდებული, ქართულ ფეხბურთს როგორ წარმოაჩენენ. ხუთივე ქართველი ეროვნული ნაკრების წევრი ან კანდიდატია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს დანიური გუნდები რეალურად გააძლიერეს. ჩემი აზრით, მათ აქვთ ამის პოტენციალი.

- როგორც ვიცით, პოლონეთში ლუკა ზარანდიაც თქვენმა სააგენტომ წაიყვანა...

- მიმაჩნია, რომ ეს ზარანდიასთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი იყო. მან უნდა დაამტკიცოს, რომ "გენტში" მისი უთამაშებლობა ბელგიელების შეცდომა იყო და არა - მისი. ლუკას "სილკებორგში", "ოლბორგსა" და სლოვაკურ "ჟილინაში" იწვევდნენ, მაგრამ პოლონური კლუბის ინფრასტრუქტურა რომ ნახა, დარჩენა გადაწყვიტა.

სხვათა შორის, ამაზე ევროპელ მეგობრებსაც დავეკითხე და მათაც პოლონეთი გვირჩიეს - დონე საგრძნობლად გაიზარდა, უამრავი სკაუტი დადის და თავს თუ გამოიჩენ, გერმანიაში გზა ხსნილი გაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
ადრე აგენტები იყვნენ ,ახლა კი ფაქტიურად ადამიანებით და მათი ბედით მოვაჭრეები არიან, შეჰმქნეს სისტემა რომლის იქეთაც ფეხს ვერ გადადგავ და იძულებული ხდები საკუთარი ნებით დაემორჩილო ამ მონათმფლობელთა ხროვას. ფეხბურთელებო,ისწავლეთ საკუთარ თავზე მუშაობა, თქვენი პროფესია მარტო ბურთის გაგორება კი არაა, ჰოდა თვითონ შეჰქმენით ინფორმაცია საკუთარ თავზე, თვითონ გაავრცელეთ, მადლობა ღმერთს რომ ინტერნეტი დღეს საშუალებას გაძლევთ თუნდაც ყოველ თქვენთაგანს საკუთარი ტელევიზია გქონდეთ.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
საბა ლობჟანიძე: რას იფიქრებდა ჩემზე "რანდერსის" გულშემატკივარი?!
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ლუკა ზარანდია "გენკს" დაშორდა და ევროპულ და ამერიკულ კლუბებს ელაპარაკება
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
ᓚᓣᓙᓐ ᓖᓐᓠᓐᓜᓓᓘᓐ: "ᓒᓔᓜᓙᓨᓘ" ᓑᓔᓕᓠᓡ ᓕᓘᓨᓠᓝᓛᓔᓑ ᓓᓐ ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ, ᓒᓐᓕᓘᓖᓠᓓᓔᓑᓘ
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...