სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კომიტეტის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ირაკლი მეძმარიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება არ ეხება მის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში არსებულ დარღვევებს ეხება.

"მინდა, საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ვინმეს არ ეგონოს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამენაირად ეხება იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. აქ უბრალოდ არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ, რაც მთავარია, სასამართლო პროცესი გრძელდება, ჩვენ მიერ მოგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის, საჯარო რეესტრიდან მოძიებული ინფორმაცია სასამართლოშია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გააუქმებს სეოკ-ის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნების შედეგებს და დაინიშნება ხელახალი არჩევნები", - აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი.

საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ გაუქმდეს სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლის მიხედვითაც აეკრძალა სეოკ-ს 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეული პირების ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედების შესრულება, შეჩერდა ოლიმპიური კომიტეტის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ყრილობა დარღვევებით ჩატარდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა სასამართლოს სარჩელში საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც მისივე თქმით, დარღვევების არსებობას ადასტურებს.

kaxa
ეს ვინ არის ეს ირაკლი
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა