ზე რაგბის გათამაშების მესამე ტურში დანიდენელებმა "ბლუ ბლუზი" დაამარცხეს, სამხრეთაფრიკელებმა კი - პერთის "ფორსი"
ზე რაგბის გათამაშებაში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდი დარჩა, დანიდინის "ჰაილენდერზი" და დურბანის "ნატალ შარქსი". დანიდინელებმა სტუმრად შარშანდელი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი" დასცეს.

"ლურჯი ხარები" C ჯგუფში "ზვიგენებთან" ერთად ლიდერობდნენ, თუმცა დანიდინელებთან ვერას გახდნენ. "ჰაილენდერზი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 16:6 მოიგეს. შესვენების შემდეგ "ბლუ ბულზმა" ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა.

დანიდინელთაგან გარემარბმა ქედი კოპიმ ორი ლელო მიითვალა, თითო-თითო კი ადამ თომსონმა და ჯეკ ბექჰაუსმა გაიტანეს.

ჯგუფის ლიდერმა "ნატალ შარქსმა" სტუმრად ითამაშა ავსტრალიაში, პერთის "ფორსთან" და 39:12 მოიგო. კვლავ შესანიშნავად ითამაშა სამხრეთაფრიკელთა მგეზავმა პატრიკ ლამბიემ, რომლის ანგარიშზეც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო (19 ქულა).

მასპინძელთაგან თორმეტივე ქულა მგეზავად გამწესებულმა ჯეიმზ ოკონორმა მიითვალა.

ამავე ჯგუფში, ორი მატჩიდან ორივე მოიგო კეიპთაუნის "სტორმერზმა". კეიპთაუნელებმა ამჯერად შინ დაამარცხეს ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 21:15. თამაში საკმაოდ უსახური გამოდგა. გუნდებმა ქულები მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით მოინაგრეს. "სტორმერზის" მგეზავმა პიტერ გრანტმა შვიდი საჯარიმო გაიტანა, ბლუმფონტეინელთა მგეზავმა პეტრუს ულიფიემ კი ხუთჯერ დაარტყა ზუსტად.

ყველაზე საიტერესო მატჩი ქრაისთჩერჩში გაიმართა, სადაც "კრუსეიდერზმა" შესანიშნავად მოთამაშე სიდნეის "ვორათაზი" დაამარცხა - 33:18. მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, აქედან ორი რობერტ ფრაინის ანგარიშზეა, ერთიც სონი ბილ ვილიამსმა მიითვალა. ბრწყინვალედ ითამაშა მგეზავმა დენ კარტერმა. მან სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (18 ქულა).

"მელბურნ რებლზმა" სტუმრად ჰემილთონში პირვეელი გასვლითი მატჩი გამართა და დამარცხდა - 38:10. მასპინძელთაგან თავი გარემარბმა ლელია მასაგამ და მგეზავმა სტივენ დონალდმა გამოიჩინეს. მსაგამ ორი ლელო გაიტანა, დონალდის ანგარიშზე კი ოთხ-ოთხი საჯარიმო და გარდასახვაა (20 ქულა).

ზე რაგბი. IIIტური

A ჯგუფი

ფორსი-ნატალ შარქსი 12:39, ბრამბიზი-რედსი 25:31

სატურნირო მდგომარეობა

1. ვორათაზი - 10 ქულა, 2. რედსი - 8, 3. ბრამბიზი - 6, 4. მელბურნ რებლზი - 4, 5. ფორსი - 1,

B ჯგუფი

კრუსეიდერზი-ვორათაზი 33:18, ჩიფსი-მელბურნ რებლზი 38:10

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰაილენდერზი - 13 ქულა, 2. ბლუზი - 9, 3. კრუსეიდერზი - 7, 4. ჩიფსი - 5, ჰარიკენზი - 3

C ჯგუფი

ლაიონზი-ბლუზი 32:41, სტორმერზი-ჩიტაზი 21:15, ბლუ ბულზი-ჰაილენდერზი 28:35

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 13 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 9, 3. სტორმერზი - 8, 4. ლაიონზი - 3, 5. ჩიტაზი - 2.

ირაკლი
ბატონო ბესიკ, მოგესალმებით! სუპერ 15 გახდა,თუ არ მეშლება 2011 წლიდან ზემოდხსენებული ტურნირი. როგორც მე ვიცი ჯგუფებად დაყოფილი არ არიან გუნდები. ერთი საერთო ცხრილია. პატივისცემით,ირაკლი
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა