გიორგი არაბიძე, ნიკა ქუთათელაძე, ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და სხვები...
წლებია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შედეგებიდან გამომდინარე, ქართულ ფეხბურთს კარგი დროება არ უდგას და ისღა დაგვრჩენია, მომავლის იმედად ვიყოთ...

საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ფეხბურთელები. ტალანტების ნაკლებობას არც დღეს ვუჩივით და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ მათ ეროვნული ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებენ ნიჭის რეალიზებას.

წარმოგიდგენთ 20 წლამდე ასაკის ცხრა იმედისმომცემ ფეხბურთელს, რომლებისგანაც გულშემატკივრები, სპეციალისტები თუ ჟურნალისტები დიდი ფეხბურთის თამაშს ელიან.

1) გიორგი არაბიძე (18 წლის, დონეცკის "შახტარი");

გიორგი ამჟამად დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა. "შახტარში" გადასვლამდე ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში და მისი თამაში უკრაინელებს არ გამოპარვიათ, რომლებმაც 2015 წლის ოქტომბერში შეიძინეს. მართალია, გიორგი ჯერ დონეცკელთა დუბლებში გამოდის, თუმცა რამდენიმეჯერ პირველ გუნდში თამაშის შანსიც მიეცა. "შახტარში" მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ იქ - საქართველოშიც.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო არაბიძემ უკრაინის მოქალაქეობის აღებაზე უარი ერთხელ უკვე თქვა. არაბიძე საოცარი ტექნიკით გამოირჩევა და ხშირად მას გიორგი ქინქლაძესაც ადარებენ.

2) ნიკოლოზ ქუთათელაძე (15 წლის, პსჟ);

თუ პროგრესი გააგრძელა, წარმატებული ევროპული კარიერა უნდა ჰქონდეს ნიკოლოზ ქუთათელაძეს. 15 წლის თავდამსხმელმა "პარი სენ-ჟერმენის" 16-წლამდელთა გუნდში უკვე 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პსჟ-მდე "ლილში" გატარებული 5 სეზონი იყო, სადაც, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 117 გოლი დაგროვდა.

ფაქტია, 15 წლის ფორვარდს, გოლის გატანის ბრწყინვალე ალღო აქვს, რისი პრობლემაც ჩვენს თავდამსხმელებში ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ დგას.

3) ლუკა გუგეშაშვილი (17 წლის, "იაგელონია");

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი მომავალში, წესით, სწორედ გუგეშაშვილმა უნდა დაიცვას. 17 წლის მეკარე პოლონური "იაგელონიას" 19-წლამდელთა გუნდშია და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.

4) ოთარ კიტეიშვილი (20 წლის, თბილისის "დინამო");

თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი რომ აშკარად გამორჩეული და იმედისმომცემია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ იმ ზედიზედ ორჯერ (2015, 2016) საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გავრცელებული ხმებით, კიტეიშვილის შეძენა კიევის "დინამოს" სურდა, მაგრამ მან საქართველოში დარჩენა ამჯობინა.

კიტეიშვილის თამაშით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც მოიხიბლა და მას თავის გამოჩენის შანსი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც მისცა. კიტეიშვილმა უზბეკეთთან და იორდანიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და ოთარი ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

5) გიორგი თევზაძე (20 წლის, თბილისის "დინამო");

თბილისის "დინამოს" 20 წლის მარცხენა მცველი იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. თევზაძის პლუსი სისწრაფეა და მას როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც შეუძლია გუნდის დახმარება. ამასთან, გიორგის კარგი შორეული დარტყმაც გამოარჩევს.

თუმცა, "დინამოს" მწვრთნელები თევზაძეს აქამდე დიდად არ სწყალობდნენ... ძნელი სათქმელია, კახა კაჭარავა განიხილავს თუ არა მას ძირითადის მოთამაშედ და გამოუცხადებს თუ არა ნდობას, მაგრამ ფაქტია - თევზაძისთვის "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ შეიძლება!

6) ჯიმი ტაბიძე (20 წლის, "ურალი");

ჯიმი ტაბიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში წელს ამხანაგურ მატჩებში უკვე შედგა. ამის შემდეგ მან კლუბიც გამოცვალა და ბელგიური "გენტიდან" იჯარის წესით რუსული პრემიერლიგის გუნდ "ურალში" გადაბარგდა.

ტაბიძეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელიც იმედია, "ურალში" არ მოაკლდება და თამამად შეიძლება თქმა, რომ მისგან საიმედო ცენტრალური მცველი დადგება.

7) გიორგი ხარაიშვილი (20 წლის, "საბურთალო")

ეროვნულ ნაკრებში "საბურთალოს" ფეხბურთელის დებიუტიც წელს შედგა. გიორგი ძალიან ტექნიკურია და 1-2 ფეხბურთელის მოტყუება მისთვის პრობლემა არაა. მას შეტევების გამწვავება ახასიათებს.

გიორგის შეძენა "ვიტესს" სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი არნემში გადასვლა ჯერ ვერ მოხერხდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი კარიერა, თუმცა ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის რომ საჭირო იქნება, სადაო არაა.

8) გიორგი ბერიძე (19 წლის, "ტრენსინი");

ეს ფორვარდი გულშემატკივარს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ახსოვს, სადაც კარგად გამოიყურებოდა. შემდეგ მას 21-წლამდელებშიც უხმეს.

"ზესტაფონის" აღზრდილი 2015 წელს "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა, შემდეგ ამავე კლუბის დუბლებში დააწინაურეს. გიორგიმ "გენტის" მთავარ გუნდშიც ითამაშა და გოლიც გაიტანა, მაგრამ სტაბილური სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარის წესით სლოვაკურ "ტრენსინში" გადასვლა ამჯობინა.

9) ლადო მოხევიშვილი (20 წლის, "ალბასეტე");

მოხევიშვილის კარიერა ესპანეთში ვითარდება. ის ჯერ "ლევანტეში" თამაშობდა, შემდეგ "ალბასეტეში" გადავიდა და დღეს ამ გუნდის ღირსებას იცავს.

ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მიიწვია.

lo
19 20 წლის ხალხი იმედის მომცემები კიარა ვარსკვლავები უნდა იყვნენ. დინამოში 18 19 წლის ასაკში თამაშობდნენ სტეფანია კეტაშვილი ცხადაზე ხურცილავა დარასელია ქინქლაძე ჯამარაული სიჭინავა გუცაევი ყიფიანი არველაძე დამრავალი სხვა.
Lasha
Yohag malaletkebo iqneb tqven mainc tqvat sityva qartul fegburtshi tuat gazarmacdit.
Lasha
Tavidan yvela kargad icyebs mere ro fuls da karg mankanebze dajdebian avicydebat pasuxismgebloba fexburtisadmi vnaxod ikneb vtyui.
Beka
კი მაგრამ სამტრედია ჩემპიონი გახდა ახალგაზრდული გუნდით და დავიჯერო ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი არ ყავთ? თბილისის იქეთ რომ ვერ იხედებით?
პსჟ
კაით რააა... აღარ გრცხვენიათ, რა ქუთათელაძე?! თვალებში გუდრონი გაქვთ? გიყურებიათ მაგის ? ტფუიიი მომავალს...
vaxvax
უჩა ლობჟანიძე მალე ფეხბურთს თავს დაანებებს,დაბერდა,ჭურში ზიხარ?
სახელი
გოშთელიანი რატომ ვერ მოხვდა ამ სიაში?
shota
უჩა ლობჟანიძე არა? )))
salo
მეხი კი დაგაკარე
mtieli
19-20 წლის ფეხბურთელი უკვე ჩამოყალიბებული სპორტცმენი უნდა იყის და არა მომავალი
koka
შე კაი კაცო ორი ფეხბურთელიც გამოგენახა ბარემ და გუნდიც შეიკვრებოდა.
ako
რ.გ-ს სად ტამასობენ?
r.g.
გმერტმა ქნას ყველამ დიდი ფეხბურთი თამაშოს,მაგრამ რო აპიარებთ ზოგიერთებს და ამ სიაში არ წერთ ზუკა დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს რაზე გელაპარაკოთ???
Beso
Lado dvalishvili gamogrchat
paladin
გიორგი წიტაიშვილი გამოგრჩად კიევის დინამოდან
ეგრეარაა
გიორგი ჭანტურია გამორჩათ.
ნოდარ
გუგეშაშვილი პირველ გუნდშია უბრალიდ ის ელოდება ფიფასგან საბუთებს როგორც არის ცნობილი 1-2 თვეში შეეძლება მას თამაში
tngh
ოთარ კიტეიშვილს აქვს შესანიშნავი ფიზიკური მომზადება და დაყენებული დარტყმა. ტაქტიკურადაც კარგად არის მომზადებული და ჩაშლაზე თამაშსაც არ თაკილობს. კარგი ნახევარდამცველია და წარმატებები წინ აქვს. "ატბორიც" იცის და "აბვოდიც".
PSG
რა ქუთათელაძე? ნამუსი არ გაქვთ, ზარანდია არაა და ესაა ნიჭიერი, მისი თამაშები ნახეთ და დარწმუნდებით, რომ მოედანზე გასვალს არ იმსახურებვს
სასნდრო
1995 წელდ დაბადებულები რმლებმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალიითამასეს ხომ მოინელეთ და დაღუპეთ ფეხბურთის ქარტველმა სქმოსნებმა ეხლა მათ მაგივრად გაქაჩული ამ ბიჭების ჯერია?
შოთა
თავისი თავის პატრონები უკვე თვითონ არიან, მშვენიერ გუნდებში არიან და ვერავის დააყვედრებენ რომ დაჩაგრეს ან არ გაუმართლათ, ასე რომ წარმატებები ბიჭებო, იშრომეთ რაც არუნდა ნიჭი გქონდეთ შრომის გარეშე კაპიკია მაგის ფასი!!
tngh
გიორგი ხარაიშვილს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. ტექნიკა და "აბვოდიც" სათანადო დონეზე აქვს. იმედია, მალე მომძლავრდება ფიზიკურად და ნამდვილი ლიდერი გახდება!!!
tngh
არაბიძემ უნდა დახვეწოს უბურთოდ თამაში. ტაქტიკურ აზროვნებაში და გახსნაში ხარვეზები აქვს. ტექნიკა და "აბვოდი" კი, არ დაეწუნება. იმედია, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
ქუთათელაძე მამარდაშვილს ნიჟნი-ნოვგოროდულ გუნდში უხმობს
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადავიდა
ქუთათელაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს - რა შეთანხმება დადო ქართულმა გუნდმა რუსულ "პარი ნნ"-თან
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ლეგიონი გუშინ: ოთარ კაკაბაძის გოლი და დავით სხირტლაძის გაძევება
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
კიტეიშვილის და გ. მამაგეიშვილის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში გავიდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
ქართველების ესპანური მომავალი - გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგის გზაზე
ქუთათელაძეს საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ვის იმედად ვართ - 9 ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმტყველებენ
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"ალბასეტემ" ლადო მოხევიშვილი "ალკოიანოში" გაანათხოვრა