16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

VIII ტურის ფარგლებში, მაყურებელმა რამოდენიმე საინტერესო დაპირისპირება იხილა. პირველი წრის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე, საპლეიფო ზონაში მყოფი ოთხეული პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა III- IV ადგილებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

ხუთშაბათის სათამაშო დღე, აფხაზეთისა და თბილისი ვარიორსის შეხვედრით დაიწყო. ამ დაპირისპირების ფავორიტად "ზღვისპირელები" ითვლებოდნენ და საბოლოოდ გაამართლეს კიდეც სტატუსი. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და მისი მსვლელობისას ორივე გუნდს ქონდა შანსი, სათავისო შედეგი დაეფიქსირებინა, თუმცა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა აფხაზეთის ფეხბურთელებმა ხელიდან არ გაუშვეს და 7-5 დაამარცხეს მეტოქე, დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, რითიც საპლეიოფო ზონასტან 2 ქულიანი სიახლოვე შეინარჩუნეს.

მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მფკ თბილისმა. "დედაქალაქელების" მეტოქე, გათამაშების ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი მფკ ტატიშვილი იყო. მატჩი როგორც მოსალდნელი იყო, "მედიკოსების" ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა დიმიტრი მაყიშვილის გუნდის ორგანიზებული თამაში დაცვაში, საბოლოო შედეგზე აისახა - 3-1 ტატიშვილის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მესამე გოლი ზურაბ ლუკავამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე გაიტანა.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა სტუ-თელასმა. "ენერგეტიკოსებმა" ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში იბსუ დაამარცხეს 9-4. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მათი მოთამაშე მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი. ამ ტურის შემდეგ, ტატიშვილსა და თელასს შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა, "მედიკოსების" სასარგებლოდ.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა პირველი "ბათუმური დერბი" ბსუ-სა და დინამოს მონაწილეობით. მიუხედავად ანგარიშში დიდი სხვაობისა, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მატჩის ბოლო ხუთ წუთში გაირკვა - დინამომ 7-2 სძლია თანაქალაქელ "სტუდენტებს". მატჩის პირველი ნახევარი დინამოელებმა სამი უპასუხო ბურთით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებამ, შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბა. დაძაბულობის ხარისხზე, მატჩის დროს ნაჩვენები 6 ყვითელი ბარათიც მეტყველებს.

ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ მგლები დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით შეხვდნენ - გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე მგლებმა 2017 წელი ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყეს (სტუმრად 7-4 ბსუ და შინ 3-2 დინამო) და რეალური საპლეიოფო ამბიციებიც გაიჩინეს. აგორამ კი წინა წელს მოპოვებული "აღმოჩენის" სტატუსი ვერც ტატიშვილთან გამოამჟღავნა (0-8) და ვერც აუტსაიდერ იბსუს-თან (5-5). შესაბამისად ამ მატჩს პრინციპულობა არანაირი კუთხით არ აკლდა და საბოლოოდ ეს შეხვედრამაც დაადასტურა - მთელი 40 წუთის განმავლობაში, გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო ფეხბურთი იხილა.

მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში აგორამ გახსნა - თავი გია ნიკვაშვილმა გამოიჩინა - 1-0. მიუხედავად ორივე კართან არაერთი მცდელობისა, მომდევნო გოლი მეორე ტაიმის 24-ე წუთზე გავიდა, სერგი მაჭარაშვილმა 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1-1. მალევე გიორგი კვანტალიანმა წინ გაიყვანა "მტაცებლები" – 1-2. ამის შემდეგაც მგლების ფეხბურთელებს არაერთი შანსი ქონდათ სხვაობა კიდევ უფრო გაეზარდათ, თუმცა 30-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ნიკოლოზ დაჩანიძემ კვლავ აღადგინა სტატუსკვო - 2-2. ხუთ წუთში კი გიორგი ალავიძის დარტმის შემდეგ უკვე აგორა იყო წინ - 3-2. ამის შემდეგ მგლებმა ვეღარ შეძლეს მეტოქის კარის აღება და მატჩის დასრულებამდე 22 წამით ადრე კიდევ ერთი გოლიგაუშვეს: დავით ლუკავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-2.

16.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VIII ტური

მფკ აფხაზეთი - მფკ თბილისი ვარიორსი 7:5 (4:2)

გოლები: 06:20’ ახალაია (1-0), 06:44’გეგეშიძე (1-1), 09:23’ ახალაია (2-1), 14:27’ ჭანტურიძე (3-1), 18:51’ ხარაიშვილი (4-1), 19:38’ ჩერნიშოვი (4-2), 22:06’ ჩერნიშოვი (ს.კ )(5-2), 25:50’ კრისტიან ბოენან (5-3), 29:55’ კვარაცხელია (6-3), 33:44’ ცეცაძე (6-4), 35:41’ გეგეშიძე (10მ) (6-5), 36:00’ ახალაია (7-5)

გაფრთხილება: 06:16’ გოლიაძე (ვარ)

მფკ თბილისი - მფკ ტატიშვილი 1:3 (0:2)

გოლები:12:15’ ბობოხიძე (0-1), 18:12’ სიგუნავა (0-2), 37:23’ დარჩია (1-2), 39:58’ ლუკავა (1-3)

გაფრთხილება: 28:05’ ღუდუშაური (თბ), 32:12’ ბიწაძე (თბ)

მფკ სტუ-თელასი - მფკ იბსუ9:4 (5:2)

გოლები:03:23’ ასათიანი (1-0), 04:46’ მაისაია (2-0), 05:20’ ასათიანი (3-0), 09:54’ კურბანოვი (4-0), 16:09’ მამაცაშვილი (4-1), 18:09’ მაისაია (5-1), 18:38’ მაისურაძე (5-2), 27:12’ წვერავა (6-2), 32:44’ ესებუა (6-3), 34:29’ სოზაშვილი (7-3), 37:20’ ასათიანი (8-3), 38:40’ სოზაშვილი (9-3), 39:52’ მაისაია (ს.კ.) (9-4)

გაფრთხილება: 32:37’ ჩიმაკაძე

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ დინამო (ბთ) 2:7 (0:3)

გოლები: 11:51’ ბერიძე (ს.კ) (0-1), 16:02’ თოდაძე (0-2), 19:30’ გ.მახარაძე (0-3), 26:14’ მუხაშავრია (1-3), 32:27’ გაბუნია (2-3), 35:02’ გალოიანი (2-4), 37:13’ ჩაჩხუნაშვილი (2-5), 37:39’ გალოიანი (2-6), 39:03’ ბროლაძე (2-7)

გაფრთხილება: 06:25’ ბროლაძე (დინ), 22:55’ გაბუნია (ბსუ), 28:07’ გ.მახარაძე (დინ), 28:54’ თოდაძე (დინ), 33:02’ ბერიძე (ბსუ), 33:02’ ჯალაღანია (ბსუ)

მფკ აგორა - მფკ მგლები 4:2 (1:0)

გოლები: 04:01’ ნიკვაშვილი (1-0), 23:19’ მაჭარაშვილი 6მ (1-1), 26:26’ კვანტალიანი (1-2), 29:52’ დაჩანიძე (2-2), 34:52’ ალავიძე (3-2), 39:38’ ლუკავა (4-2)

გაფრთხილებები: 04:34’ მელანაშვილი (მგლ), 27:40’ კვანტალიანი (მგლ)

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]