ავსტრიაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდა ბიატლონში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ავსტრიის ქალაქი ჰოხფილცენი მასპინძლობდა.

და გუშინდელი სტარტების შემდეგ, გერმანელმა ლაურა დალმაიერმა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა ერთ ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით. დალმაიერმა გუშინდელ მას-სტარტზე უშეცდომოდ ისროლა და 4.6 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ამერიკელს სიუზან დანკლის. მესამეზე გავიდა ფინელი კაისა მიაკიარიაინენი - მან ერთი ტყვია ააცილა და გამარჯვებულს 20 წამით ჩამორჩა.

ეს იყო დალმაიერის მეხუთე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია არც კაცებში და არც ქალებში. ადრე, ერთ ჩემპიონატზე ოთხ-ოთხი გამარჯვება ჰქონიათ ფრანგ მარტენ ფურკადს, აგრეთვე ნორვეგიელებს - ოლე-ეინარ ბიორნდალენს, ტურა ბერგერსა და ლივ-გრეტ შელბრეიდს.

ჰოხფილცენში დალმაიერმა მოიგო გამოდევნებით რბოლა, ინდივიდუალური რბოლა, მას-სტარტი, შერეული ესტაფეტა და კლასიკური ესტაფეტა. ერთადერთი სტარტი. რომელიც გერმანელმა წააგო - სპრინტი იყო. იქ მან ოთხი წამი დაუთმო ჩეხ გაბრიელა კოუკალოვას და ვერცხლის მედალი აიღო.

გუშინ, კაცების მას-სტარტი გერმანელმა სიმოგ შემპმა მოიგო და გერმანიას ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოუტანა. მეორე იყო ნორვეგიელი იოჰანეს ბიო და მესამეზე - ავსტრიელი სიმონ ედერი. აღსანიშნავია, რომ ბიომ ერთი სროლა ააცილა და მხოლოდ ცხრა წამი წააგო ჩემპიონთან, რომელსაც ერთი სროლაც არ აუცილებია.

აღსანიშნავია, რომ ბიომ ამ ჩემპიონატზე სამი ვერცხლი მოიპოვა, ნორვეგიამ კი პირველად 1999 წლის შემდეგ, ვერც ერთი ოქრო ვერ აიღო.

მედლების ცხრილი

1. გერმანია 7 1 0 8

2. საფრანგეთი 1 2 4 7

3. ჩეხეთი 1 2 1 4

4. აშშ 1 1 0 2

5. რუსეთი 1 0 1 2

6. ნორვეგია 0 3 1 4

7. ბელარუსი 0 1 0 1

7. უკრაინა 0 1 0 1

9. ავსტრია 0 0 2 2

10. ფინეთი 0 0 1 1

10. იტალია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა