ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (67) მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან (62) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 53-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია ATP-ის რეიტინგში. ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ქართველმა ჩოგბურთელმა მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ სეტში ჩემი რიტმი ვერ ვიპოვე. საკმარისად აქტიურად არ ვთამაშობდი, უმეტესად, თავს ვიცავდი. რაიანი ბრეიქ-პოინტებზე კარგად აწვდიდა. მეორე სეტში ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ ენერგია არ მყოფნიდა. ძალიან საწყენია, მაგრამ ამ მატჩიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანო.

რაიანმა დაუჯერებლად ითამაშა 12 ბრეიქ-პოინტზე. ის მაიძულებდა, ბევრი დარტყმა გამეკეთებინა, რაც მას საკმაოდ ეხმარებოდა. საერთო ჯამში, ამ კვირას მან კარგად ითამაშა", - თქვა ბასილაშვილმა ტურის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი "დელრეი ბიჩის" ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე 38 წლის გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.

იბერიელი
ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა. ეს არასწორია!
აქვსენტი
ყველაფერი რაც ამ სტატიაშია,. დაწერილია მხოლოდ ბასილაშვილზე. ასე რომ ყველაფერი სწორია. წინაამღდეგ შემთხვევაში დაწერდენ, რომ არცერთი ქართველი ჩოგბურთელი და ა.შ.
ვახ ქვენი ზუსტი მონაცემები
ამაზე მაღლა ქართველები ყოფილან: დამუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ირაკლი ლაბაძე - 42-ე; რადგან მითითება მამაკაცებზე არ გაქვთ ქალებს შორის - ლეილა მესხი - მე-12; ანა ტატიშვილი - 50-ე; საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე მეტრეველი - მე-9 და კიდე სხვები
გიორგი
რატომ წერთ ტყუილებს? ირაკლი ლაბაძე 42-ე იყო. ვიკიპედია მაინც შეამოწმეთ ან დაგუგლეთ, ინფორმაციას სანამ დადებთ, მანამდე არ ამოწმებთ? :) ბასილაშვილი ლაბაძეს გადაუსწრებს ძალიან მალე, ისეთი მაგარია, მაგრა ეს როგორ დაწერეთ? "აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია ATP-ის რეიტინგში. ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა."
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის