ქათამს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ის კვერცხს დებს
ჩინურმა ფულმა საფეხბურთო მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ ჰოლანდიურ "დენ ჰააგში" უკვე კარგად იციან - ეს ინვესტიცია საიმედო არ არის და მან შეიძლება სრულ კრახამდეც კი მიიყვანოს გუნდი.

სტადიონი "კიოსერა". მის წინ მდებარე მოედანი. აქ თამაშობს "დენ ჰაააგი". იაკო ვან ლეუვენი, კლუბის გულშემატკივართა ასოციაციის პრეზიდენტი, დიდ გაწამაწიაშია. ის ითვლის მაკარონის ყუთებს. ორცხობილების რაოდენობას, შაქარს, ზეფირს, მშრალ რძეს... სულ მალე ფანები მთელ ჰააგას მოივლიან და პროდუქტებს იმ ხალხს დაურიგებენ, ძალიან რომ უჭირთ.

"ამ მდიდარ ქვეყანაში ზოგიერთ ადამიანს საჭმლის შესაძენად არ ყოფნის ფული. ეს არასწორია." - ამბობს ვან ლიუვენი. ადრე გულშემატკივრებთან ერთად ასეთ აქციაში "დენ ჰააგიც" მონაწილეობდა, ახლა კი კლუბი თავად საჭიროებს ფინანსურ დახმარებას.

ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრებისათვის კლუბის აქციონერი ვან ჰიუი პერსონა ნონგრატა გახდა. ჩინელს ჯერ ეს არ უგრძვნია საკუთარ ტყავზე, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "დენ ჰააგის" გულშემატკივრებთან ხუმრობა არ შეიძლება. მათ შეუძლიათ, დაეხმარონ გაჭირვებულებს, მოფინონ მინდორი რბილი სათამაშოებით, მაგრამ თუ რაღაც მათი სცენარით არ მიდის, უმჯობესია, ამ ხალხს ქუჩაში საერთოდ აერიდო, არ შეხვდე.

1981 წელს, შეიტყვეს რა, რომ "დენ ჰააგი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მათ საკუთარი სტადიონი დაწვეს. ექვსი წლის შემდეგ მათ გრანდიოზული ჩხუბი მოაწყვეს "აიაქსის" გულშემატკივრებთან. ჩხუბი ვერც იოჰან კრუიფის მიმართვამ შეწყვიტა.

დიდი ხანია, ვან ჰიუი ჰააგაში არ ყოფილა. გულშემატკივრები კი მას თბილ მიღებას დაპირდნენ. "ჩვენი ხასიათი ასეთია. თუ რამე არ მოგვწონს, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ. ჩვენ არაფერს ვმალავთ და იმას ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვან ჰიუის მოვუსმინოთ." - ამბობს ვან ლეუვენი. ჩინელი მფლობელი მაინც არ გამოჩნდა "დენ ჰააგის" თამაშზე. ქომაგები იძულებულნი გახდნენ, პროტესტი ისე მოეწყოთ, რომ მისმა მთავარმა ადრესატმა არაფერი იცოდა.

მხოლოდ მე ვწყვეტ, რამდენი ჩავდო გუნდში!

ვინ არის ვან ჰიუი? 2008 წელს მან შექმნა კომპანია, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პეკინის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის ორგანიზებაში. ამ კომპანიამ შემდეგში გააგრძელა სპორტული ღონისძებების ორგანიზება. ხარჯი დიდი იყო, მაგრამ ბიზნესმენს ეს ძალიან მცირე ბიზნესად მოეჩვენა. 2014 წლის იანვარში მან გრანდიოზულ გეგმებზე მოუყვა "დენ ჰააგის" გულშემატკივრებს. "მე შევქმნი გუნდს, რომელიც "აიაქსს", "ეინდჰოვენსა" და "ფეიენოორდს ბატონობაში შეეცილება." - თქვა მაშინ მან. ჩინელის დაპირება ძალიან ბევრმა დაიჯერა.

"ჩვენ მაშინ გვინდოდა, რომ კლუბი ადგილობრივ ბიზნესმენს ეყიდა." - გაიხსენა ჰააგის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, ტომ დე ბრეინმა. მისი თქმით, როცა ჩინელ ბიზნესმენს ესაუბრა, მის სასარგებლოდ განეწყო.

ვან ჰიუიმ იყიდა კლუბის აქციების 98 პროცენტი 8,9 მილიონ ევროდ. თავდაპირველად ჩინელი ინვესტორი გამუდმებით ესწრებოდა "დენ ჰააგის" მატჩებს. ის ჩანდა ტელეკამერებში, ხარობდა გუნდის მიერ გატანილი გოლებისას და გაუგებრად იქნევდა ხელებს, როცა "დენ ჰააგის" კარში თერთმეტმეტრიანები ინიშნებოდა. ერთხელ ჰიუიმ ივარჯიშა კიდეც გუნდთან ერთად.

"ჰიუი ჩვენთან დიდი ენთუზიაზმით მოვიდა. ის ჩვენ დაგვპირდა ეცროთასებს და ნათელ მომავალს. ჩვენ ბედნიერები ვიყავით მასთან ერთად და მას ბანერიც კი მივუძღვენით, რომელზეც ის იყო გამოსახული." - იხსენებს ვან ლიუვენი. კლუბის ახალი ხელმძღვანელის ძალისხმევით გუნდში გამოჩდნენ ფეხბურთელები, რომლებიც აშკარად მაღლა იდგნენ "დენ ჰააგის" დონეზე - ალეკსანდრ იაკოვენკო, ედუარდ დუპლანი, მაიკ ჰავენაარი, მარტინ ჰანსენი და სხვები.

ეს იყო და, ვან ჰიუი დაიკარგა...

2015 წლის აგვისტოში მან წერილობით განაცხადა თანხმობა, გამოეყო საკლუბო საჭიროებისათვის 2,5 მლიონი ევრო. ის მზად იყო, ნახევარი ამდენი კიდევ დაემატებინა. ერთი შეხედვით, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ არა საშუალო ჰალანდიური გუნდისათვის, რომლის ბიუჯეტიც 7-8 მილიონი ევროა. ფული ჩინელს არც სექტემბერში გამოუგზავნია და არც ნოემბერში. დეკემბერში კიდევ ერთხელ გამოაგზავნა დაპირება, ოღონდ არა ფული. კლუბის ხელმძღვანელობა განუწყვეტლივ რეკავდა ჩინელთან, მაგრამ ის ზარს არ პასუხობდა. "დენ ჰააგში" უკვე დეფიციტი წარმოიქმნა, ეს კი ნებისმიერი ჰოლანდიური კლუბისათვის ნამდვილი ტრაგედიაა.

გასულ წელს "ნიუ იორკ ტაიმსის" კორესპოდენტმა ჩინეთში, კომპანიის ოფისში მოძებნა ვან ჰიუი და "დენ ჰააგზე" ჩამოუგდო სიტყვა. ჩინელის პასუხი მოკლე და უხეში იყო. მან თქვა, რომ მხოლოდ ის წყვეტს, თუ რა თანხა უნდა ჩადოს კლუბში. ასეთ ინვესტორთან კრახი გარდაუვალი იყო.

ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ჩინური ბაზარი!

ვან ჰიუის არასოდეს დაუმალავს - "დენ ჰააგი" მას ნაკლებად აინტერესებდა. მისი მიზანი იყო ჩინელების ინტეგრირება ევროპულ ფეხბურთში. "ჩვენ ქათამს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ის კვერცხს დებს. ჩვენ გვინდა, ევროპულ ფეხბურთში სარგებელი ვნახოთ ჩინური ფეხბურთისათვის." - თქვა ადრე ჩინელმა ინვესტორმა.

2015 წელს ვან ჰიუიმ ჰააგაში ჩინელი მწვრთნელი, ჰაო ჰუნბო ჩამოიყვანა. ოქმში ის შეიყვანეს, როგორც მთავარი მწვრთნელის, ჰენკ ფრეზერის თანაშემწე. ის თამაშებს მხოლოდ ვიპ ლოჟიდან უყურებდა. "ჰაოს უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს ჩვენი ფეხბურთის შესახებ. სათამაშო სისტემა, განათლება, ანალიტიკა." - განაცხადა "დენ ჰააგის" აკადემიის ხელმძღვანელმა, რობ მაპელინკმა. ჟურნალისტებმა მალევე გაარკვიეს, რომ ჩინელი მწვრთნელი ჩინელი ინვესტორის მსტოვარი იყო გუნდში. ფრეზერსაც არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება ჩინელი მწვრთნელის მიმართ. "მთელი დროის განმავლობაში ის ზემოდან გვიყურებს, თუ როგორ ვატარებთ ვარჯიშებს." - ამბობდა "დენ ჰააგის" მწვრთნელი.

ჩინელ მწვრთნელთან ერთად "დენ ჰააგში" უნდა გამოჩენილიყო არაერთი ჩინელი ფეხბურთელი. ვან ჰიუი მოწადინებული იყო, რომ ჰააგაში შეექმნა რეალითი შოუ ჩინელი ფეხბურთელების მონაწილეობით, რომელსაც სოციალურ ქსელებში უამრავი ნახვა ექნებოდა.

ჩინელმა ინვესტორმა ეს თემა კლუბის აქციონერთა საბჭოზე გაიტანა და ჰოლანდიელების მხრიდან მტკიცე პოზიციას წააწყდა. "ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ჩინური ბაზარი." - იყო პასუხი.

გარდა ამისა, ჩინეთის პირველი პირის მეგობარ ვან ჰიუის უნდოდა, ჩინურ საფეხბურთო აკადემიებში ჩაეყვანა ჰოლანდიელი მწვრთნელები. ეს ექსპერიმენტიც კრახით მორჩა. პირველი ჰოლანდიელი მწვრთნელი, ვინც ჩინეთში ჩავიდა, იყო რობინ ფეენსტერი და ისიც სავიზო პრობლემებს წააწყდა. თავად მწვრთნელის თქმით, ჩინეთში ჩასულმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. ის ხუთი თვის განმავლობაში იჯდა ჩინეთის ციხეში. ჰიუი მას საერთოდ ვერ თუ არ დაეხმარა. "დენ ჰააგის" საკლუბო აკადემიიდან ჩინეთში კიდევ სამი მწვრთნელი ჩავიდა, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ შინ, რადგან მათ მუშაობისათვის შესაბამისი პირობები არ დახვდათ.

ცუდი დასარული გარდაუვალია?

ჰოლანდიურ ფეხბურთში არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ლიცენზირების სისტემა. ის შეიცავს ფინანსურ ფაქტორებს და სამომავლო დაფინანსების გარანტიებს. ყველა კლუბს ენიჭება შეფასება ერთიდან სამამდე. თუ შეფასება სამია, ყველაფერი კარგადაა. როგორც წესი, ამ შეფასებას იღებენ ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდები.

თუ შეფასება არის ორი, მაშინ არის მიზეზი შეშფოთებისათვის. თუ შეფასება არის ერთი,მაშინ ყველაფერი ცუდადაა.

ასეა საქმე "დენ ჰააგში". გუნდი უკვე დაჯარიმდა 10 ათასი ევროთი. გარდა ამისა, ჰოლანდიური ფეხბურთის მამებმა მოითხოვეს ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომელიც ჩინელი ინვესტორის გარეშე იყო შედგენილი. ამსტერდამის სპორტული დავების განმხილველმა საბჭომ კი 17 თვით დაუბლოკა აქციების ფლობა ჩინელ ბიზნესმენს.

"დენ ჰააგის" ისტორია ალბათ, ძალიან ცუდად დასრულდება. ინვესტორის გარეშე "დენ ჰააგი" წამყვან ფეხბურთელებს ან უფასოდ, ან ძალიან იაფად ელევა. გუნდი უკვე ჩაეშვა გასავარდნ ზონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაბაია
ეს არის კაპიტალიზმი ხალხს პურის ფული არ აქვს და ზოგიერთი გაქსუებული მილიარდებს იაზრობაში ხარჯავს . ჩინურ ფეღბურთს არანაირი პერსპექტივა არ აქვს გინდა სულ ტრილიონი ჩადონ. ერთი დიდი რევოლუცია უნდა მთელ მსოფლიოს და ადრე თუ გვიან მოხდება ეგ
კოტე
შეეშვით ამ მესაკუთრის და სპონსორის ერთმანეთთან გაიგივებას! ჩინელმა იყიდა აქციები და ეს იყო მისი ინვესტიცია. მიმდინარე ხარჯების გასტუმრება არ არის ინვესტიცია! არცერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ჰოლანდიაშიც, მესაკუთრე არ ინახავს კლუბს! ამ ჩინელს, როგორც ჩანს, სხვა ტიპის პრობლემები ქონდა, მათ შორის მენეჯერულიც და ამის გამოა ეს კლუბი ასეთ დღეში და არა იმის გამო, რომ ჩინელი მესაკუთრე ხელფასებისთვის ფულს არ აძლევთ)) რა შუაშია ჩინური ფული?
ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე