ქართველი კალათბურთელი აცხადებს, რომ "კლიპერსთან" თამაშისთვის მზადაა
24 თებერვალს, დილის რვის ნახევარზე "გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს, NBA-ს შარშანდელი ფინალისტი "კლიპერსს" მასპინძლობს.

დიდი ალბათობით, ამ მატჩში "უორიორსს" ტრავმამოშუშებული ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი დაუბრუნდებიან. კლუბმა ორივეს შეუცვალა სტატუსი - "ვერ ითამაშებს" ნაცვლად "საეჭვოა".

თუმცა თავად ფაჩულია ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან რეპორტიორებს ვარჯიშის შემდეგ განუცხადა, რომ თამაშისთვის მზად არის.

მაგრამ სტივ კერი არ არის დარწმუნებული, რომ ზაზა ეგრევე უნდა დაუბრუნდეს სასტარტოს:

"ჯერ ეს არ გადამიწყვეტია. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდე, რომ ზაზა სრულიად გამოჯანმრთელდა. თან, მნიშვნელობა აქვს, ითამაშებს თუ ვერა დევიდიც. ეს დომინოს ეფექტია.

საბოლოოდ, ზაზა დაუბრუნდება სასტარტოს, რადგან მე მომწონს ის როტაცია, რაც ზაზას და დევიდის ტრავმამდე იყო".

"გოლდენ სტეიტის" თავკაცს შეახსენეს, რომ სტატისტიკურად, "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავური ოთხეული ჯაველ მაკგისთან ერთად უკეთ თამაშობს, ვიდრე ზაზასთან ერთად:

"ზაზასაც კარგი მაჩვენებელი აქვს ამ ჯგუფთან. თან, ყველას რაღაც წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. ყოველთვის არ ვენდობი ციფრებს, შესაძლოა, სტატისტიკა მცდარიც გამოდგეს", - პასუხობს კერი.

მართლაც, "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულმა (ზაზასთან ერთად) მეტოქეებს 508 წუთის განმავლობაში 254 ქულით აჯობა. ეს მაჩვენებელი კი NBA-ს წლევანდელ 90 სხვადასხვა შემადგენლობის ვარიანტში (სულ მცირე, 100 წუთი ერთად სეზონში) მეხუთე ადგილზეა ეფექტიანობით.

90 სხვადასხვა ვარიანტიდან პირველ ხუთეულში სამი ვარიანტია "გოლდენ სტეიტის" მონაწილეობით. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მეხუთე მოთამაშე, ვარსკვლავური ოთხეულის (კარი, ტომპსონი, გრინი, დურანტი) წყალობით, მეტოქეებს იოლად უმკლავდება.

NBA-ს საუკეთესო ხუთეულები ამ სეზონში:

aburjga
ჩვენ გვინდა საჩემპიონო ბეჭედი და გვჭირდება ჯანმრთლი ზაზა ევროპის ჩემპიონატზე
tanto
დავიჯერო კერის ამ სეზონის "შაქტინები" არ დაუთვლია? ზაზა მარტო ორჯერ მოხვდა 2016/2017 წლის სეზონის შაქტინების ნომინაციაში და შაქილის "უსაყვარლესი" შაქტინების რეკორდცმენი მაკგიი კი ექვსჯერ თუ შვიდჯერ, ლამის ყოველი თვის ნომინანტია.
თენგაბი
ზაზას გარეშე ორი თამაში ლამის მიჯრით წააგო მებრძოლებმა. თან კაზინსმა ლამის გააქრო მაკგი პარკეტიდან. ზაზას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის ვიდრე სხვა ცენტრებს, თუ გინდ ბოგუტს, რომელიც ჩაიკარგა სადღაც.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
სტივ კერი: "დალასთან" მატჩი უნიტაზში უნდა ჩავუშვათ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"გოლდენ სტეიტმა" ახალი არენა ანტირეკორდით გახსნა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
სტივ კერი: ჯორდანის თანაგუნდელობა ძნელი იყო, მე ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი...
შაკილ ო'ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი, რატომ ვარ მე "დიდების დარბაზში" და არა ის
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფაჩულია ექიმებს 70-ზე მეტი კერძით დაეხმარა - "უორიორსში" კი ქველმოქმედება "მოდაში არაა"
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს