სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

სადაცაა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩი 24 მარტს, თბილისში გაიმართება. მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა Sportske.net-თან საინტერესოდ ილაპარაკა მომავალ მატჩზე...

"მართალია, სერბეთის ნაკრებს ჯგუფში 8 ქულა აქვს, მაგრამ ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ეიფორიაში ჩავვარდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენზე წინ ჯგუფში ირლანდიის ნაკრებია, რომელიც 2 ქულით გვისწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი გუნდია.

მათ არ გაუმართლათ წინა შეხვედრებში და, იმედია, არც სერბეთთან გაუმართლებთ. მაინც მგონია, რომ თუ ჩვენ ბოლომდე გამოვავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, თბილისში მოვიგებთ...

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებთან მატჩში დაგვაკლდებიან მცველი ნასტასიჩი და ნახევარმცველი კატაი, არჩევანის საშუალება არის და მას ბოლომდე გამოვიყენებთ. იმ შემადგენლობას, რომელმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, 10 ან 11 მარტს დავასახელებ...

რაც შეეხება ფეხბურთელების ნატურალიზაციას სერბეთის ნაკრებისთვის... რა თქმა უნდა, ლეონარდო და ლე ტალეკი კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ ამ საკითხზე ასეთი აზრი მაქვს: სერბეთის ნაკრებში უნდა ითამაშოს სერბმა. მე არ მინდა, რომ სერბეთის ნაკრებში ითამაშოს უცხოელმა. სულ მცირე, მისი დედა მაინც უნდა იყოს სერბი.

ძალიან კარგია, რომ მიტროვიჩი დაბრუნდა, მან ხომ ჩემპიონშიფის გასულ ტურში "ნიუკასლს" გაამარჯვებინა... ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ ჩვენს ლეგიონერებს - მილოევიჩს, ობრადოვიჩს, რადოიას, კოლაროვს, მლადენოვიჩს, ვუკოევიჩს, ჟივკოვიჩს...

ერთიცაა: ბოლო დროს სერბეთის ნაკრებში არაერთი ახალი და საინტერესო ფეხბურთელი დაწინაურდა. ასე რომ, კადრებთან დაკავშირებით ნაკლები სანერვიულო მაქვს", - თქვა მუსლინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GERCHI
კატაი ვერ გიშველით თქვენ და მამამზე ლიპარიტ-ბაღვაში , ბევრს ყოყლოჩინობთ და თბილისის შემდეგ თეორიული შანსი დაგრჩებათ მხოლოდ.
აკაკი
საქართველო-სერბეთი 2:0 ასეთი შედეგი იმას ვინც ძალიან თავდაჯერებულია.
elgvisa
აუ, ბიჭებო, გადაუარეთ მაგ ნაგვებს პრინციპულად.... აბლატავდნენ..... არაფერს წარმოადგენენ და რა გულზე არიან.... გულშემატკივრები თქვენთან ვართ... გემაცვალეთ.....
smouk
ჩვენ ნაკრებს შეუძლია ნებისმიერი ნაკრების დამარცხება,საკუთარი თავის რცმენა და სტაბილურობა გვაკლია
სოსო0919
სანერვიულო გექნება მუსლინ! 1-0
maxo
გუნდი უნდა მოემზადოს წაგებისთვის,ეს აუცილებელია.
F
თავხედურად დაიწყებენ სერბები თამაშს.გუნდი მზად უნდა დახვდეს!..
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ