24 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი წრის დასკვნითი, რიგით IX ტურის შეხვედრები გაიმართება
24 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი წრის დასკვნითი, რიგით IX ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

წინა ტურების მსგავსად, პლეიოფში მოსახვედრი ქულებისთვის რამოდენიმე პრინციპული დაპირისპირება გაიმართება, რომლის გვირგვინიც ტურის ცენტრალური შეხვედრა იქნება.

სათამაშო დღე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. თუკი "სტუდნტების" საპლეიოფო შანსები მხოლოდ მიზერულად თეორიულია, თბილისისთვის ამ შეხვედრაში, სადაც ფავორიტი სწორედ იგია, მოპოვებულ სამ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ტურის პირველი შეხვედრა 12:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

მძიმე გამოცდა ელის მფკ აფხაზეთს, რომლის მეტოქეც პირველი წრის ბოლო ტურში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, მფკ ტატიშვილი იქნება. თუკი "მედიკოსები" აუცილებელი 3 ქულისთვის ითამაშებენ, "ზღვისპირელებს" იმით შეუძლიათ თავი ინუგეშონ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციის დაკარგვას, დიდი ალბათობით საფრთხე არ დაემუქრება.

თეორიული საპლეიოფო შანსების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის, იბრძოლებენ თბილისი ვარიორსი და ბსუ. ორივე მათგანისთვის ახალი წელი, საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო, რამაც მათ სატურნირო ამბიციებზეც იმოქმედა და ამ შეხვედრაში გუნდებს შანსი აქვთ გუნება-განწყობილება და სატურნირო მდგომარეობა, ერთდროულად გამოიკეთონ.

წინა ტურში დასანანი მარცხის შემდეგ, ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს მფკ მგლებს, რომლებიც პირველ წრეს, ფავორიტთან სტუ-თელასთან მატჩით დაასრულებს. გუნდებს აქაც განსხვავებული მიზნები აქვთ - "ენერგეტიკოსებს"პლეიოფი ფაქტიურად განაღდებული აქვთ და მთავარ კონკურენტთან სხვაობის შენარჩუნებას შეეცდებიან, მგლებისთვის კი საპლეიოფო ბრძოლაში ყველა ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ტურის დასკვნით და ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან. გუნდები ამ ტურის წინ 15-15 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ, შესაბამისად მოგება, ერთ-ერთ მათგანს ოთხეულში მოხვედრის შანსებს საგრძნობლად გაუუმჯობესებს. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მატჩების ინტერნეტ ტრანსლირება sbm.ge-ს საშუალებით ხორციელდება და გულშემატკივარს შეუძლია ყველა შეხვედრას ლაივში მიადევნოს თვალყური.

22.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IX ტური

12:00 მფკ იბსუ - მფკ თბილისი

14:00 მფკ ტატიშვილი - მფკ აფხაზეთი

16:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ ბსუ (ბთ)

18:00 მფკ მგლები - მფკ სტუ-თელასი

20:00 მფკ აგორა - მფკ დინამო (ბთ)

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით