ახალი ბოლიდი მორიგმა საჯინიბომ წარადგინა
გუშინ, ბოლო სამი სეზონის საუკეთესო გუნდმა - "მერსედესმა" 2017 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარადგინა.

ოფიციალური ცერემონიის წინ, ლუის ჰემილტონმა "სილვერსტოუნის" ტრასაზე რამდენიმე წრე გაიარა, რის შემდეგაც, ბრიტანელმა, ვალტერი ბოტასმა და ტოტო ვოლფმა მანქანა გულშემატკივრებს უჩვენეს.

ბოლიდის შეფერილობა შარშანდელია, მაგრამ ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, "მერსედესის" ინჟინრებმა მანქანის "ცხვირის" მეტად ესთეტური გადაწყვეტილება იპოვნეს და მოაშორეს იქიდან ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი შვერილი. Mercedes-Benz F1 W08-ის უკანა მხარე ვიწრო გამოვიდა, რისი წყალობითაც, მანქანა მეტად ეფექტურად გამოიყურება.

"მერსედესი" სეზონს აშკარა ფავორიტის რანგი იწყებს, მაგრამ რეგლამენტში სერიოზული ცვლილებები მეტოქეებს შანსს აძლევს. პრეზენტაციაზე არ ულაპარაკიათ ძალების შესაძლო განლაგებაზე, მაგრამ მიზანი ძველია - ჩემპიონის ტიტული ორივე ჩათვლაში.

მით უმეტეს, რომ ამას წინ, "ფორს ინდიას" ტექნიკურმა დირექტორმა ენდი გრინმა განაცხადა, რომ "მერსედესის" ახალი ძრავა უპრეცედენტოდ მძლავრი გახდა წინამორბედთან შედარებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე