რონალდო, რუნი და მესი - მათ ასაკი ემატებათ, მაგრამ სისწრაფე შეინარჩუნეს
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ, ბევრს დააინტერესებს. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ათეულს. მასში ჩვენ შევხვდებით ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს და გარეთ ბეილს. ჩვენი წერილი ეფუძნება კონკრეტული ფეხბურთელების მიერ განვითარებული მაქსიმალური სიჩქარეების ანალიზს.

10. უეინ რუნი, 31,2 კმ/სთ

მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი თანდათან უახლოვდება საფეხბურთო სიბერის ასაკს, მაგრამ იგი მაინც საკმაოდ სწრაფ ფეხბურთელად რჩება. ყოველ შემთხვევაში, მას 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება თავისუფლად შეუძლია. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ უეინმა ბოლო დროს სისწრაფე დაკარგა, მაგრამ რუნი კრიტიკოსებს არ ეთანხმება.

"ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, გუნდში ჯერ კიდევ ყველაზე სწრაფი ვარ. ჩვენთან თამაშობენ ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ, ანტონი მარსიალი." - ამბობდა "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონის დაწყების წინ.

9. ლიონელ მესი, 32,5 კმ/სთ

ბევრი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. გასაგებია, რომ ის უდიდესი საფეხბურთო ინტელექტის მატარებელია, მაგრამ განსაკუთრებული სისწრაფე რომ არ ჰქონდეს, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნებოდა. როცა მესი მთელი სიმძლავრით რთავს ფეხებს, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

"მინდორზე სისწრაფისა და აზროვნების სისწრაფის კუთხით მესის ტოლი არ ჰყავს. ორივე ამ კომპონენტში ის უბრალოდ საუკეთესოა." - ამბობს მესის ყოფილი თანაგუნდელი "ბარსელონაში" ჩავი. მასთან შეკამათება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" და მესიმ ცოტა ხნის წინათ "პარიზული შავი დღე" გამოიარეს.

8. თეო უოლკოტი 32,7 კმ/სთ

"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფლანგელი თავდამსხმელი წარმოუდგენლად სწრაფია. მამ ერთხელ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ერთ-ერთ რეიტინგშიც კი დაიკავა პირველი ადგილი. უოლკოტის შეჩერება ყველას ძალიან უჭირს, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ის ბოლომდე ვერ იყენებს თავის პოტენციალს. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა უოლკოტი ასე გააფრთხილა:

"მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიოს ტოპკლასის ფეხბურთელი გახდეს. უბრალოდ, მან ბოლომდე უნდა ისწავლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება."

7. კრიშტიანო რონალდო, 33,6 კმ/სთ

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ სიაშიც მოხვდა, ოღონდ აქ იგი საუკეთესო არ არის. ფიზიკური მომზადება და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა კრიშტიანო რონალდოს საშუალებას აძლევს, სულ მწვერვალზე დარჩეს. პორტუგალიის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა ჟოაო არეზუმ, რონალდოს მომავალზე ასე ილაპარაკა:

"კრიშტიანო არასოდეს გახდება ნელი ფეხბურთელი. ეს იმის მიუხედავად, რომ წლებს სისწრაფე მიაქვთ. უბრალოდ, წლების მატებასთან ერთად ის უფრო ახლოს ითამაშებს მოწინააღმდეგის კართან.".

6. აარონ ლენონი 33,8 კმ/სთ

კიდევ ერთი სწრაფფეხებიანი ფეხბურთელი ინგლისიდან, რომელიც ამჟამად "ევერტონის" ღირსებას იცავს. თავის დროზე, ინგლისურ ფეხბურთში ბევრისმნახველი ჰარი რედნაპი ლენონს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ქებად იღვრებოდა ფაბიო კაპელოც.

"ის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. ერთი-ერთზე მას შეუძლია, ნებისმიერი მცველი მოატყუოს. მე მას უდიდეს მომავალს ვუწინასწარმეტყველებ." - თქვა კაპელომ მაშინ, როცა ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა.

5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი, 34,6 კმ/სთ

გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირის გამორჩეული კოზირი უდავოდ სისწრაფეა. საკმარისია, გაბონელმა თავისუფალ სივრცეში მიიღოს ბურთი, რომ მერე მის დევნას აზრი საერთოდ აღარ აქვს.

"თომას ტუხელის "დორტმუნდში" მოსვლის შემდეგ, მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ. ცდება ის, ვინც მხოლოდ სწრაფ მორბენალად და ათლეტად მიმიჩნევს. მე ბავშვობიდანვე მეგოლე ვიყავი." - თქვა ცოტა ხნის წინათ ობამეიანგმა.

4. ანტონიო ვალენსია, 35,1 კმ/სთ

ალბათ, სწორედ თავისი განსაკუთრებული სისწრაფის გამო გაძლო 8 წლის განმავლობაში ეკვადორელმა "მანჩესტერ იუნაიტედში". "წითელ ეშმაკებში" იცვლებოდნენ მწვრთნელები, ანტონიო ვალენსია კი უცვლელი იყო.

"ვალენსია ძალიან უხდება ჩვენს გუნდს. ის ძალიან სწრაფია და აწვდის შესანიშნავად." - ასე შეაფასა სამხრეთამერიკელის თამაში სერ ალექს ფერგიუსონმა. ჟოზე მოურინიო კი მას მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევს. ამ სიტყვების დასტურად 31 წლის ფეხბურთელთა კლუბის მიერ კონტრაქტის გაფორმება გამოდგება.

3. იურგენ დამი, 35,2 კმ/სთ

მექსიკელ გარემარბს, რომელსაც გერმანული სახელი აქვს, ევროპელი ქომაგი ნაკლებად იცნობს. ის ამ დრომდე სამშობლოში თამაშობს, დამმა მექსიკის ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. "ტიგრესის" ფეხბურთელის გადაბირებას სერიოზულად ცდილობდნენ ევროპელები, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამუვიდათ.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სისწრაფით ლიონელ მესის, კრიშტიანოს და გარეთ ბეილს მადარებენ, სისწრაფე მართლაც ჩემი კოზირია." - ამბობს დამი.

2. ორლანდო ბერიო, 36 კმ/სთ

ცოტა ხნის წინათ, ამ კოლუმბიელი ფეხბურთელის თაობაზე საერთოდ არაფერი ვიცოდით. ზამთარში კი მისი გადაბირება "ზენიტმა" და ცსკა-მ მოიწადინეს. რუსეთში ბერიო ვერ მოხვდა. ის ზამთარში "ატლეტიკო ნასიონალმა" ბრაზილიურ "ფლამენგოში" გაყიდა. ის იმდენად სწრაფია, რომ სამხრეთ ამერიკაში უსეინ ბოლტს ადარებენ.

1. გარეთ ბეილი, 36,9 კმ/სთ

როგორ უნდა დავივიწყოთ ის გოლი, რომელიც 2014 წელს გაუტანა გარეთ ბეილმა "ბარსელონას" ესპანეთის თასის ფინალში? მატჩის მიწურულს ბეილმა მართლაც რომ არანორმალური სისწრაფე განავითარა. "უელსელი რაკეტა" ყვება, რომ სისწრაფეზე განსაკუთრებით არასოდეს უმუშავია.

"ვარჯიშებისას ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ ვარჯიშებზე ამ კომპონენტზე გამორჩევით არასოდეს მიმუშავია. სკოლაში ზუსტად ისე დავრბოდი, როგორც სხვები. არასოდეს მყოლია მწვრთნელი სირბილში. მთელი საიდუმლო ისაა, რომ მთელი ძალით დავრბივარ." - ამბობს ბეილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
წინა წელს დაიწერა მგონი ანალოგიური სტატია და ექტორ ბელერინი პირველზე იყო,თუ სწორად მახსოვს,ახლა კი ათეულშიც არ უწერიათ. რა ვიცი,აბა.
nodarichi123
უჩა??
GIGA
ჟერვინიო,სალაჰი, ესენიც ძალიან სწრაფები არიან
VAZHA
რობენი
levani
ძაალიან კარგად მახსოვს რობენმა რამოს რო ჩაუქროლა და შემდეგ ტიტრიც გამოჩნდა 34 კმ/სთ
dima
ბლოხინი 11წამიდან გამოდიოდა 100 მეტრზე,მეტრეველი 12-იდან,ეს ვისიც მახსოვს... ესენი?

რობენმა რა დააშავა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
არ ათამაშებდა და გაუხარდა - ობამეიანგმა პოტერის წასვლა მოიწონა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ობამეიანგი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ძალიან დიდი ციფრები - მაიამის "ინტერის" თანამფლობელმა მესის ანაზღაურებაზე ისაუბრა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
ობამეიანგს, რომელმაც პოტერის წასვლა მოიწონა, ლამპარდი შანსს მისცემს
ობამეიანგს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა