დღეს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იასპარეზებს
დღეს, 24 თებერვალს, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იასპარეზებს.

ამ სამდღიანი შეჯიბრების ვაჟთა განრიგი ასეა გაწერილი: დღეს ტატამზე 60 და 66 კილოგრამების ფალავნები გავლენ, ხვალ 73-81-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ზეგ - დარჩენილი სამი წონის, ანუ 90-ის, 100-ისა და +100-ის.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, 66-ში კი ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებენ. შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

60 კგ

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი ჩეხი დავიდ პულკრაბეკისა და ფრანგი სედრიკ რევოს შეხვედრაში გამოვლინდება.

ამავე ჯგუფში ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თორნიკე ჭკადუა და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი. ნახევარფინალში მეზობელ ჯგუფში ყველაზე ტიტულოვანი მონღოლი მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ამარტუვშინ დაშდავააა.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი თავდაპირველად ბულგარელ იანისლავ გერჩევს ხვდება, ამათში გამარჯვებულს კი მეორე ეტაპზე ფრანგი ევროპის ჩემპიონი ვალიდე ხიარი ელოდება.

66 კგ

ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი საკმაოდ რთულ ჯგუფშია, თუმცა თავიდან არ ჰყავს ტიტულოვანი მეტოქეები - თავიდან გერმანელ მანუელ შაიბელს ხვდება, მეორე წრეში კი ლიტველ ანდრეი კლოკოვსა და ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ ჯგუფში მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსთა ტაბასარანელი (დაღესტნური ეთნიკური ჯგუფია) ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი კამალ ხან-მაგომედოვი და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტი აზამატ მუკანოვი ჰყავს.

ასევე იხილეთ:

დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა

მიშა
კიდევ მოვიგეთ. ფინალში არიან ჩვენი ჯიგრები!
tngh
ფინალური ეტაპი 20:00სთ-ზე იწყება...
დათო
ფინალური ბლოკი რომელ საათზე იწყება?
მიშა
მარგველამ მეორეც მოიგო სუფთად (თანაც რუსი დააძნეყვა)! პაპინამაც გაიმარჯვა!
მიშა
მარგველამაც მოიგო პირველი.
bajo
პირველ საატზე იცყება.
მიშა
პაპინამ პირველი მოიგო.
მიშა
თუ შეიძლება, დაწერეთ, რომელ საათზე იწყება.
bondo
დილის რეპორტაჟი არ იქნება?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში