"ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტმა კლუბებისთვის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
"ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც კლუბებისთვის გადასახადი იზრდება:

"გადასახადის გაზრდა სასიამოვნო არავისთვის არ არის, მით უფრო - კერძო კლუბისთვის, რომელიც თითოეულ თეთრს უფრთხილდება. ეს ამბავი ქობულეთის შეხვედრისას შევიტყვეთ. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს - წლეულს, ჩვენი საბაზისო დაფინანსება 700 ათასი ლარია. ამას გარდა, 50 ათასი ფარმ-კლუბისთვის დაგვერიცხა, ხოლო 50 ათასი - სტიმულირების ფონდიდან. ანუ სეზონს 800-ათასიანი ბიუჯეტით ვიწყებთ.

ამავე დროს, ეს საწევრო თანხის მექანიკური გაზრდა არ იყო. ამაში შედის IN-STAT-ის ერთწლიანი პროგრამა და "ადიდასის" ბურთებით მომარაგება, რომლითაც უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა გუნდი ითამაშებს. მარტო ბურთებით დაახლოებით 10 ათასი ლარი დაგვეზოგება, IN-STAT-ის პროგრამა კი, პაკეტების მიხედვით, 5-დან 10 ათას ლარამდე მერყეობს და ჯამში 20 ათას ლარამდე გამოდის.

ამას დაემატა თამაშების რაოდენობის გაზრდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ ვიქნებით მართლები, საწევროს გაზრდაზე რომ დავიწუწუნოთ. ეს ლოგიკაში ჯდება".

"ვეტერინართა" პრეზიდენტმა, ზოგადად, ფეხბურთის განვითარების ფონდზეც ილაპარაკა:

"ეს ფონდი დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის პირმშოა. ცნობილი მიზეზების გამო დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ სახელმწიფო 800 ათასით გვაფინანსებს, რაც ადრე არ ყოფილა და საწევრო 20 ათასით თუ გაგვეზარდა, ამაზე საყვედურს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან ეს უმადურობა იქნებოდა.

მეორე მხრივ, ერთია, ფული რომ გაქვს, მეორე კი - მისი განკარგვა. მიმაჩნია, რომ ფონდის პრეზიდენტი დოლიძე და მისი 5-კაციანი სტაფი სახსრებს კარგად განკარგავს. რეალურად, ეს კლუბების ფინანსების სწორი მართვა გამოდის.

ადრე ზუსტად არავინ იცოდა, კლუბების მიერ თანხები რაში იხარჯებოდა. ახლა კი გუნდების მენეჯმენტი აშკარად გამოსწორდა და თითოეული თეთრი ქართულ ფეხბურთს ხმარდება. ეს პატარა საქმე არ არის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niko
რა აპოლოგეტობა სულ დაგავიწყდათ ქართული? რას მატრაკვეცობთ?
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
მასშტაბური გამოკითხვა - სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის ერთი წელი მედიის თვალით
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში