მეშხედში (ირანი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე დავით ბენიძემ და მერაბ გაგუნაშვილმა მესამე და მერვე ადგილები დაიკავეს
მეშხედში (ირანი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე მე-10 ტურის პარტიები ლიდერთა უმრავლესობამ ყაიმით დაასრულა.

დაზავდნენ: ნიჯათ მამედოვი (აზერბაიჯანი)-სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია), ევგენი გლეიზეროვი (რუსეთი)-დავით ბენიძე, მიხაილ ულიბინი (რუსეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი, გადირ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)-მოსე შარბაფი (ირანი), ალექსანდრე მოისეენკო (უკრაინა)-ამირეზა პურამზალანი (ირანი), ივერი ჭიღლაძე-ელშან მორადიაბადი (ირანი). მერაბ გაგუნაშვილმა პურია დარინი დაამარცხა, ეჰსან ჩაემ მაგამიმ შოთა აზალაძეს სძლია, კონსტანტინე შანავამ ალი აბედის (ირანი) აჯობა, დავით მაღალაშვილმა-მოჰამედ კარდოს (ერაყი), ბაჩანა მორჩიაშვილმა-ალი მოსავის (ირანი).

გუშინ ბოლო მეთერთმეტე ტურში გაგუნაშვილმა და ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონმა რუსტამ კასიმჟანოვმა (უზბეკეთი) თამაშის გაუმწვავებლად ზავს მოაწერეს ხელი. მათ მიბაძეს ტივიაკოვმა და ევგენი გლეიზეროვმა, მაგამი ჩაემმა და ნიჯათ მამედოვმა. ქართველთაგან მჭედლიშვილმა გადირ ჰუსეინოვთან (აზერბაიჯანი) დათმო პარტია, ბენიძემ აჰმადინია (ირანი) დაამარცხა, შანავამ-ლიტვერი გრაბლიაუსკასი, მაღალაშვილმა-მოსადეხპური, აზალაძემ და ჭიღლაძემ, შესაბამისად, მეჰდი ჰუსეინიპურთან (ირანი) და ლოგმან გულიევთან (აზერბაიჯანი) წააგეს.

ასპარეზობის დამთავრების შემდეგ 11 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა რვა მოჭადრაკემ მოაგროვა, მათ შორის ბენიძემ და გაგუნაშვილმა, რომლებმაც მესამე და მერვე ადგილები დაიკავეს (მთავარი პრიზი ტივიაკოვმა მოიპოვა, მეორე ადგილი გლეიზეროვს ხვდა).

დანარჩენ ქართველთა მონაგარი ასეთია: 15. შანავა (8), 22. მჭედლიშვილი (7,5), 25. მაღალაშვილი (7,5), 27. მორჩიაშვილი (7,5), 34. ჭიღლაძე (7), 54. აზალაძე (6,5).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა